სურა 10 იუნუსი
-
قُلِ انْظُرُوا مَاذَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَمَا تُغْنِي الْآيَاتُ وَالنُّذُرُ عَنْ قَوْمٍ لَا يُؤْمِنُونَ
უთხარი: შეხედეთ იმას, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და ვერას არგებს სასწაულები და შეგონება იმას, რომელთაც არ ირწმუნეს!
10:101 -
فَهَلْ يَنْتَظِرُونَ إِلَّا مِثْلَ أَيَّامِ الَّذِينَ خَلَوْا مِنْ قَبْلِهِمْ ۚ قُلْ فَانْتَظِرُوا إِنِّي مَعَكُمْ مِنَ الْمُنْتَظِرِينَ
ნუთუ არ მოელით მათი მსგავსი დღეები, რომელთაც განვლეს მათზე ადრე? უთხარი: მაშ დაელოდეთ! უეჭველად, მეც თქვენთან ერთად დაველოდები.
10:102 -
ثُمَّ نُنَجِّي رُسُلَنَا وَالَّذِينَ آمَنُوا ۚ كَذَٰلِكَ حَقًّا عَلَيْنَا نُنْجِ الْمُؤْمِنِينَ
მერე ჩვენ ვიხსნიდით ჩვენს შუამავლებს და რომელთაც ირწმუნეს. (ო, მუჰამმედ) ასე, რომ ჩვენი ვალია მორწმუნეთა ხსნა.
10:103 -
قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنْ كُنْتُمْ فِي شَكٍّ مِنْ دِينِي فَلَا أَعْبُدُ الَّذِينَ تَعْبُدُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَٰكِنْ أَعْبُدُ اللَّهَ الَّذِي يَتَوَفَّاكُمْ ۖ وَأُمِرْتُ أَنْ أَكُونَ مِنَ الْمُؤْمِنِينَ
უთხარი: ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს სარწმუნოებაში, მე თაყვანს არ ვცემ, რომელთაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის ნაცვლად. მე თაყვანს მხოლოდ ვცემ ალლაჰს, რომელიც თქვენ მიგიბარებთ, რამეთუ მებრძანა, რომ ვიყო მორწმუნეთაგანი!
10:104 -
وَأَنْ أَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ حَنِيفًا وَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُشْرِكِينَ
და რომ მიჰმართე სახე შენი ერთღმერთიანობისკენ და ნუ იქნები წარმართთაგანი!
10:105 -
وَلَا تَدْعُ مِنْ دُونِ اللَّهِ مَا لَا يَنْفَعُكَ وَلَا يَضُرُّكَ ۖ فَإِنْ فَعَلْتَ فَإِنَّكَ إِذًا مِنَ الظَّالِمِينَ
და არ შეევედრო ალლაჰის ნაცვლად იმას, რაც ვერც სიკეთეს მოგიტანს და ვერც ზიანს მოგაყენებს. ხოლო თუ ასე მოიქცევი, უეჭველად, შენ უსამართლოთა შორის აღმოჩნდები!
10:106 -
وَإِنْ يَمْسَسْكَ اللَّهُ بِضُرٍّ فَلَا كَاشِفَ لَهُ إِلَّا هُوَ ۖ وَإِنْ يُرِدْكَ بِخَيْرٍ فَلَا رَادَّ لِفَضْلِهِ ۚ يُصِيبُ بِهِ مَنْ يَشَاءُ مِنْ عِبَادِهِ ۚ وَهُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ
და თუ ალლაჰი ზიანს მოგივლენს შენ, უკვე აღარ იქნება მისგან მხსნელი, გარდა მისი. და თუ მოისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ შეაყოვნებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას, ინებებს ვისაც, თავის მსახურთაგან. და იგი შემნდობია, მწყალობელია!
10:107 -
قُلْ يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَكُمُ الْحَقُّ مِنْ رَبِّكُمْ ۖ فَمَنِ اهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِي لِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۖ وَمَا أَنَا عَلَيْكُمْ بِوَكِيلٍ
უთხარი: ჰეი, ხალხო! თქვენ მოგევლინათ ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგან. ვინც ჭეშმარიტ გზას დაადგება, უეჭველად, თავის სულს დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე. და ვინც ცდუნებას დაადგება, მხოლოდ ცდუნებაშია თავისსავე საზიანოდ. და მე არა ვარ თქვენდა გუშაგი!.
10:108 -
وَاتَّبِعْ مَا يُوحَىٰ إِلَيْكَ وَاصْبِرْ حَتَّىٰ يَحْكُمَ اللَّهُ ۚ وَهُوَ خَيْرُ الْحَاكِمِينَ
და მიჰყევი იმას, რაც შთაგეგონა შენ, და მოითმინე, ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს, და იგი საუკეთესო მსაჯულია მსაჯულთა შორის!
10:109
თარგმანი: რეზო მიქელაძე