სურა 10 იუნუსი

  1. فَلَمَّا أَلْقَوْا قَالَ مُوسَىٰ مَا جِئْتُمْ بِهِ السِّحْرُ ۖ إِنَّ اللَّهَ سَيُبْطِلُهُ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يُصْلِحُ عَمَلَ الْمُفْسِدِينَ

    მაგრამ როცა ისროლეს, უთხრა მუსამ: რაც თქვენ გააკეთეთ, ჯადოქრობაა. უეჭველად, ალლაჰი მალე ამაოს ჰქმნის მას. უეჭველად, ალლაჰი არ ახეირებს ამრევთა საქმეს.

    10:81
  2. وَيُحِقُّ اللَّهُ الْحَقَّ بِكَلِمَاتِهِ وَلَوْ كَرِهَ الْمُجْرِمُونَ

    და ალლაჰი დაამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისივე სიტყვებით, თუნდ ეს არ ესიამოვნოთ ცოდვილთ!

    10:82
  3. فَمَا آمَنَ لِمُوسَىٰ إِلَّا ذُرِّيَّةٌ مِنْ قَوْمِهِ عَلَىٰ خَوْفٍ مِنْ فِرْعَوْنَ وَمَلَئِهِمْ أَنْ يَفْتِنَهُمْ ۚ وَإِنَّ فِرْعَوْنَ لَعَالٍ فِي الْأَرْضِ وَإِنَّهُ لَمِنَ الْمُسْرِفِينَ

    ამის მერე არ ირწმუნეს მუსა, გარდა თავისი ხალხიდან ერთი ტომისა, იმის შიშით, რომ ფარაონი და მისი ხალხი უბედურებას დაატეხავდნენ. და უეჭველად, ფარაონი თვითმპყრობელი იყო დედამიწაზე. და უეჭველად, ზღვარგადასული იყო იგი.

    10:83
  4. وَقَالَ مُوسَىٰ يَا قَوْمِ إِنْ كُنْتُمْ آمَنْتُمْ بِاللَّهِ فَعَلَيْهِ تَوَكَّلُوا إِنْ كُنْتُمْ مُسْلِمِينَ

    და უთხრა მუსამ: ხალხო ჩემო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშ, მიენდეთ მას, თუ თქვენ ხართ მუსლიმები!

    10:84
  5. فَقَالُوا عَلَى اللَّهِ تَوَكَّلْنَا رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا فِتْنَةً لِلْقَوْمِ الظَّالِمِينَ

    მაშინ თქვეს: „ჩვენ მივენდეთ ალლაჰს. ღმერთო ჩვენო, ნუ გვქმნი გამოცდად უსამართლო ხალხთათვის!

    10:85
  6. وَنَجِّنَا بِرَحْمَتِكَ مِنَ الْقَوْمِ الْكَافِرِينَ

    გვიხსენ ჩვენ ურჯულო ხალხისგან, შენი წყალობით!“

    10:86
  7. وَأَوْحَيْنَا إِلَىٰ مُوسَىٰ وَأَخِيهِ أَنْ تَبَوَّآ لِقَوْمِكُمَا بِمِصْرَ بُيُوتًا وَاجْعَلُوا بُيُوتَكُمْ قِبْلَةً وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ ۗ وَبَشِّرِ الْمُؤْمِنِينَ

    და ჩვენ შთავაგონეთ მუსას და მის ძმას: რომ მოუმზადეთ სახლები ეგვიპტეში თქვენს ხალხს, და აქციეთ სახლები თქვენი ყიბლედ და დადექით ლოცვად. მაშ, ახარე მორწმუნენთ!

    10:87
  8. وَقَالَ مُوسَىٰ رَبَّنَا إِنَّكَ آتَيْتَ فِرْعَوْنَ وَمَلَأَهُ زِينَةً وَأَمْوَالًا فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا رَبَّنَا لِيُضِلُّوا عَنْ سَبِيلِكَ ۖ رَبَّنَا اطْمِسْ عَلَىٰ أَمْوَالِهِمْ وَاشْدُدْ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَلَا يُؤْمِنُوا حَتَّىٰ يَرَوُا الْعَذَابَ الْأَلِيمَ

    და უთხრა მუსამ: „ღმერთო ჩვენო! ნუთუ იმისათვის უბოძე შენ ფარაონს და მის დიდებულებს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ბრწყინვალება და სიმდიდრე, რათა გადამცდარიყვნენ შენივე გზისაგან? ღმერთო ჩვენო! მოჰგავე მათი სიმდიდრე და გაუსასტიკე გულები, რათა ვერ შეძლონ ირწმუნონ, სანამ არ ნახავენ მწარე სასჯელს!“

    10:88
  9. قَالَ قَدْ أُجِيبَتْ دَعْوَتُكُمَا فَاسْتَقِيمَا وَلَا تَتَّبِعَانِّ سَبِيلَ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ

    თქვა: თქვენი ვედრება შეწყნარებულია. გააგრძელეთ ჭეშმარიტ გზაზე სიარული და არ გაჰყვეთ იმათ გზას, ვინც ცოდნას არ ფლობს!

    10:89
  10. وَجَاوَزْنَا بِبَنِي إِسْرَائِيلَ الْبَحْرَ فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ وَجُنُودُهُ بَغْيًا وَعَدْوًا ۖ حَتَّىٰ إِذَا أَدْرَكَهُ الْغَرَقُ قَالَ آمَنْتُ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا الَّذِي آمَنَتْ بِهِ بَنُو إِسْرَائِيلَ وَأَنَا مِنَ الْمُسْلِمِينَ

    ჩვენ გადავიყვანეთ ისრაილის შვილნი ზღვაზე. მაგრამ დაედევნენ ისინი, ფარაონი და მისი ამალა, დასაჩაგრად და მტრულად. როცა ფარაონი იხრჩობოდა, თქვა: „ვირწმუნე, უეჭველად, იგი. არ არის ღვთაება, გარდა მისი,რომელიც ირწმუნეს ისრაილის შვილთა. და მეც ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!“

    10:90
  11. آلْآنَ وَقَدْ عَصَيْتَ قَبْلُ وَكُنْتَ مِنَ الْمُفْسِدِينَ

    ნუთუ ახლა! აკი, წინათ ურჩობდი და იყავი ბუნტისთავი?!

    10:91
  12. فَالْيَوْمَ نُنَجِّيكَ بِبَدَنِكَ لِتَكُونَ لِمَنْ خَلْفَكَ آيَةً ۚ وَإِنَّ كَثِيرًا مِنَ النَّاسِ عَنْ آيَاتِنَا لَغَافِلُونَ

    მაშ, დღეს ჩვენ შენ გადაგარჩენთ სხეულად, რათა იქმნა სასწაულად შენს შემდგომთათვის. უეჭველად, უმეტესი ხალხთაგან, ჩვენი სასწაულების შესახებ ცოდნას არ ფლობენ.

    10:92
  13. وَلَقَدْ بَوَّأْنَا بَنِي إِسْرَائِيلَ مُبَوَّأَ صِدْقٍ وَرَزَقْنَاهُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ فَمَا اخْتَلَفُوا حَتَّىٰ جَاءَهُمُ الْعِلْمُ ۚ إِنَّ رَبَّكَ يَقْضِي بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    და ვფიცავ, რომ ჩვენ დავასახლეთ ისრაილის შვილნი მშვენიერ ქვეყანაში და სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძებოდათ. უეჭველად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!

    10:93
  14. فَإِنْ كُنْتَ فِي شَكٍّ مِمَّا أَنْزَلْنَا إِلَيْكَ فَاسْأَلِ الَّذِينَ يَقْرَءُونَ الْكِتَابَ مِنْ قَبْلِكَ ۚ لَقَدْ جَاءَكَ الْحَقُّ مِنْ رَبِّكَ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ الْمُمْتَرِينَ

    ამის შემდეგ, თუ შენ ეჭვი შეგიპყრობს იმაში, რაც ჩვენ გარდმოგივლინეთ, მაშინ დაეკითხე, რომელნიც კითხულობდნენ წიგნს შენამდე. ვფიცავ, შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისგან. მაშ, ნუ იქნები იჭვნეულთაგან!

    10:94
  15. وَلَا تَكُونَنَّ مِنَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِآيَاتِ اللَّهِ فَتَكُونَ مِنَ الْخَاسِرِينَ

    და ნუ იქნები იმათგანი, რომელთაც ცრუდ შერაცხეს ალლაჰის აიათები, თორემ წაგებულთა რიგებში აღმოჩნდები.

    10:95
  16. إِنَّ الَّذِينَ حَقَّتْ عَلَيْهِمْ كَلِمَتُ رَبِّكَ لَا يُؤْمِنُونَ

    უეჭველად, რომლებზეც შენი ღმერთის სიტყვა აუცილებელი გახდა, არ ირწმუნებენ.

    10:96
  17. وَلَوْ جَاءَتْهُمْ كُلُّ آيَةٍ حَتَّىٰ يَرَوُا الْعَذَابَ الْأَلِيمَ

    და რომც მოევლინოთ ყველა სასწაული მანამ, სანამ იხილავენ მწარე სასჯელს,...

    10:97
  18. فَلَوْلَا كَانَتْ قَرْيَةٌ آمَنَتْ فَنَفَعَهَا إِيمَانُهَا إِلَّا قَوْمَ يُونُسَ لَمَّا آمَنُوا كَشَفْنَا عَنْهُمْ عَذَابَ الْخِزْيِ فِي الْحَيَاةِ الدُّنْيَا وَمَتَّعْنَاهُمْ إِلَىٰ حِينٍ

    ნეტა, ყოფილიყო რომელიმე ქვეყანა, რომლის მკვიდრნიც ირწმუნებდნენ, და მათივე რწმენა გამოადგებოდა მათ! გარდა იუნუსის ხალხისა; როცა ირწმუნეს, ავხადეთ მათგან დამამცირებელი ტანჯვა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მივეცით მათ მიწიერი სიკეთენი განსაზღვრულ ვადამდე.

    10:98
  19. وَلَوْ شَاءَ رَبُّكَ لَآمَنَ مَنْ فِي الْأَرْضِ كُلُّهُمْ جَمِيعًا ۚ أَفَأَنْتَ تُكْرِهُ النَّاسَ حَتَّىٰ يَكُونُوا مُؤْمِنِينَ

    შენს ღმერთს რომ ენება, უთუოდ ყველა ერთბაშად ირწმუნებდა, ვინც კი დედამიწაზეა. მაშ, შენ აიძულებ ხალხს, რათა იქმნენ მორწმუნენი?

    10:99
  20. وَمَا كَانَ لِنَفْسٍ أَنْ تُؤْمِنَ إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ وَيَجْعَلُ الرِّجْسَ عَلَى الَّذِينَ لَا يَعْقِلُونَ

    და არ შესწევს არც ერთ სულს, რომ ირწმუნოს, თუ არა ალლაჰის ნება. და აწევს რისხვას მას, რომელნიც არ მოუხმობენ გონს!

    10:100

თარგმანი: რეზო მიქელაძე