სურა 10 იუნუსი
-
وَإِذَا أَذَقْنَا النَّاسَ رَحْمَةً مِنْ بَعْدِ ضَرَّاءَ مَسَّتْهُمْ إِذَا لَهُمْ مَكْرٌ فِي آيَاتِنَا ۚ قُلِ اللَّهُ أَسْرَعُ مَكْرًا ۚ إِنَّ رُسُلَنَا يَكْتُبُونَ مَا تَمْكُرُونَ
და როცა ადამიანებს ვაგემეთ ჩვენ წყალობა მას შემდეგ, რაც უბედურება დაატყდათ, მაშინვე ხრიკების ხლართვა დაიწყეს ჩვენი აიათების წინაშე. უთხარი: ალლაჰი უსწრაფესია ხრიკების მოწყობაში! უეჭველად, ჩვენი შუამავალნი იწერენ, რასაც ხლართავთ თქვენ!
10:21 -
هُوَ الَّذِي يُسَيِّرُكُمْ فِي الْبَرِّ وَالْبَحْرِ ۖ حَتَّىٰ إِذَا كُنْتُمْ فِي الْفُلْكِ وَجَرَيْنَ بِهِمْ بِرِيحٍ طَيِّبَةٍ وَفَرِحُوا بِهَا جَاءَتْهَا رِيحٌ عَاصِفٌ وَجَاءَهُمُ الْمَوْجُ مِنْ كُلِّ مَكَانٍ وَظَنُّوا أَنَّهُمْ أُحِيطَ بِهِمْ ۙ دَعَوُا اللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ الدِّينَ لَئِنْ أَنْجَيْتَنَا مِنْ هَٰذِهِ لَنَكُونَنَّ مِنَ الشَّاكِرِينَ
იგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იმოგზაუროთ ხმელეთსა და ზღვაზე. თქვენ მგზავრობთ გემებით, რომლებიც თქვენთან ერთად დაცურავენ ზურგის ქარით, რომელიც ახარებთ. მაგრამ უეცრად დაუბერავს გრიგალი და აზვირთებული ტალღები შემოეკვრებიან ყოველი მხრიდან. ისინი გადაწყვეტენ, რომ ალყაში არიან და ალლაჰს შეევედრებიან წრფელი რწმენით: თუ გვიხსნი ამისგან, უეჭველად, ჩვენ მადლიერთა შორის ვიქნებითო!
10:22 -
فَلَمَّا أَنْجَاهُمْ إِذَا هُمْ يَبْغُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ ۗ يَا أَيُّهَا النَّاسُ إِنَّمَا بَغْيُكُمْ عَلَىٰ أَنْفُسِكُمْ ۖ مَتَاعَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ ثُمَّ إِلَيْنَا مَرْجِعُكُمْ فَنُنَبِّئُكُمْ بِمَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
ხოლო როცა გადაარჩენს მათ, ისინი უსამართლოდ თავაშვებულობენ ქვეყანაზე. ჰეი, ხალხო! თქვენი თავგასულობა, მხოლოდ თქვენს საწინააღმდეგოდვე, ამქვეყნიური სიტკბოებაა. მერე ჩვენთანაა მისაქციელი თქვენი, მაშინ გამცნობთ თქვენ, რასაც სჩადიოდით.
10:23 -
إِنَّمَا مَثَلُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا كَمَاءٍ أَنْزَلْنَاهُ مِنَ السَّمَاءِ فَاخْتَلَطَ بِهِ نَبَاتُ الْأَرْضِ مِمَّا يَأْكُلُ النَّاسُ وَالْأَنْعَامُ حَتَّىٰ إِذَا أَخَذَتِ الْأَرْضُ زُخْرُفَهَا وَازَّيَّنَتْ وَظَنَّ أَهْلُهَا أَنَّهُمْ قَادِرُونَ عَلَيْهَا أَتَاهَا أَمْرُنَا لَيْلًا أَوْ نَهَارًا فَجَعَلْنَاهَا حَصِيدًا كَأَنْ لَمْ تَغْنَ بِالْأَمْسِ ۚ كَذَٰلِكَ نُفَصِّلُ الْآيَاتِ لِقَوْمٍ يَتَفَكَّرُونَ
უეჭველად, ამქვეყნიური ცხოვრება წყალს ჰგავს, რომელიც ზეციდან მოვავლინეთ და რომლის მეშვეობითაც შეერწყმის და აღმოცენდება დედამიწის მცენარეულობა, რითიც იკვებებიან ადამიანები და ცხოველები. როცა დედამიწა შეიმკობა და გალამაზდება, მის მკვიდრთ ეგონებათ, რომ შესწევთ მასზე ძალა, ჩვენი ბრძანება მოუვა მას ღამით ან დღისით. ჩვენ ვაქცევთ მას მიმოლეწილად, თითქოს გუშინ არც ყოფილიყოს. აი, ასე განვმარტავთ აიათებს გონიერ ხალხთათვის!
10:24 -
وَاللَّهُ يَدْعُو إِلَىٰ دَارِ السَّلَامِ وَيَهْدِي مَنْ يَشَاءُ إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და ალლაჰი მოუხმობს კეთილდღეობის სავანისკენ და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს, ინებებს ვისაც.
10:25 -
لِلَّذِينَ أَحْسَنُوا الْحُسْنَىٰ وَزِيَادَةٌ ۖ وَلَا يَرْهَقُ وُجُوهَهُمْ قَتَرٌ وَلَا ذِلَّةٌ ۚ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
იმათთვის, ვინც თესა სიკეთე, უფრო უკეთესი და მეტიც. არ იქნება მათ სახეებზე არც მტვერი და არც დამცირება. აი, ეგენი არიან სამოთხის მკვიდრნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
10:26 -
وَالَّذِينَ كَسَبُوا السَّيِّئَاتِ جَزَاءُ سَيِّئَةٍ بِمِثْلِهَا وَتَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌ ۖ مَا لَهُمْ مِنَ اللَّهِ مِنْ عَاصِمٍ ۖ كَأَنَّمَا أُغْشِيَتْ وُجُوهُهُمْ قِطَعًا مِنَ اللَّيْلِ مُظْلِمًا ۚ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
და რომელთაც ცოდვები მოიხვეჭეს, ცოდვის საზღაური სიავის ტოლფასი იქნება. მათ გადაეკვრებათ დამცირება. და მათ ალლაჰის წინაშე არანაირი მფარველი არ მოეძებნებათ. თითქოსდა დაიფარა მათი სახეები წყვდიადი ღამის ნაფლეთებით. აი, ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, სადაც სამუდამოდ დაჰყოფენ!
10:27 -
وَيَوْمَ نَحْشُرُهُمْ جَمِيعًا ثُمَّ نَقُولُ لِلَّذِينَ أَشْرَكُوا مَكَانَكُمْ أَنْتُمْ وَشُرَكَاؤُكُمْ ۚ فَزَيَّلْنَا بَيْنَهُمْ ۖ وَقَالَ شُرَكَاؤُهُمْ مَا كُنْتُمْ إِيَّانَا تَعْبُدُونَ
და იმ დღეს შევკრებთ ჩვენ ყველა იმათ. მერე ვეტყვით, რომელთაც თანაზიარი გაუჩინეს: დარჩით ადგილებზე თქვენს თანაზიარებთან ერთად. მერე განვაცალკევებთ მათ ერთმანეთისგან. და უთხრეს თავიანთმა თანაზიარებმა: თქვენ მხოლოდ ჩვენ არ გვცემდით თაყვანს.
10:28 -
فَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ إِنْ كُنَّا عَنْ عِبَادَتِكُمْ لَغَافِلِينَ
მაშ, ალლაჰი კმარა მოწმედ თქვენსა და ჩვენს შორის. უეჭველად, თქვენი თაყვანისცემის თაობაზე არ ვუწყოდით ჩვენ.
10:29 -
هُنَالِكَ تَبْلُو كُلُّ نَفْسٍ مَا أَسْلَفَتْ ۚ وَرُدُّوا إِلَى اللَّهِ مَوْلَاهُمُ الْحَقِّ ۖ وَضَلَّ عَنْهُمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ
იქ იგემებს ყველა სული, რაც ადრე იღვაწა და დაბრუნებული იქნებიან ალლაჰთან, თავიანთ ჭეშმარიტ პატრონთან და გადაიკარგება მათგან ის, რასაც იგონებდნენ.
10:30 -
قُلْ مَنْ يَرْزُقُكُمْ مِنَ السَّمَاءِ وَالْأَرْضِ أَمَّنْ يَمْلِكُ السَّمْعَ وَالْأَبْصَارَ وَمَنْ يُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَيُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ وَمَنْ يُدَبِّرُ الْأَمْرَ ۚ فَسَيَقُولُونَ اللَّهُ ۚ فَقُلْ أَفَلَا تَتَّقُونَ
უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ განაგებს ყურთასმენასა და თვალთახედვას? და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისგან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისგან? და ვინ განაგებს საქმეებს? მაშინ ისინი იტყვიან: ალლაჰი! მაშ უთხარი: განა არ უნდა შეგეშინდეთ?
10:31 -
فَذَٰلِكُمُ اللَّهُ رَبُّكُمُ الْحَقُّ ۖ فَمَاذَا بَعْدَ الْحَقِّ إِلَّا الضَّلَالُ ۖ فَأَنَّىٰ تُصْرَفُونَ
აი, ესაა ალლაჰი, ჭეშმარიტი ღმერთი თქვენი! რა შეიძლება იყოს ჭეშმარიტების მიღმა, თუ არა გზააბნევა? მაშ, როგორღა უხვევთ!
10:32 -
كَذَٰلِكَ حَقَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ عَلَى الَّذِينَ فَسَقُوا أَنَّهُمْ لَا يُؤْمِنُونَ
აი, ასე ახდა შენი ღმერთის სიტყვა იმათ მიმართ, რომელთაც გზას გადაუხვიეს. უეჭველად, არ ირწმუნებენ ეგენი.
10:33 -
قُلْ هَلْ مِنْ شُرَكَائِكُمْ مَنْ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ۚ قُلِ اللَّهُ يَبْدَأُ الْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ
უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც ჯერ გააჩენს, მერე დააბრუნებს მას? მიუგე: ალლაჰი ჯერ აჩენს, მერე კი აბრუნებს მას. მაშ, ჭეშმარიტებას როგორღა ანებებთ თავს და ცდომილებას უბრუნდებით?!
10:34 -
قُلْ هَلْ مِنْ شُرَكَائِكُمْ مَنْ يَهْدِي إِلَى الْحَقِّ ۚ قُلِ اللَّهُ يَهْدِي لِلْحَقِّ ۗ أَفَمَنْ يَهْدِي إِلَى الْحَقِّ أَحَقُّ أَنْ يُتَّبَعَ أَمَّنْ لَا يَهِدِّي إِلَّا أَنْ يُهْدَىٰ ۖ فَمَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ
უთხარი: განა არის თქვენ თანაზიართ შორის, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ? მიუგე: ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტებისკენ. მაშ, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისკენ, უფრო ღირსია, რომ მიჰყვნენ მას, თუ ვინც ვერ დაედგინება ჭეშმარიტებას, თუ არ დაადგენენ მას? და რა გემართებათ თქვენ, როგორღა ნსჯით?
10:35 -
وَمَا يَتَّبِعُ أَكْثَرُهُمْ إِلَّا ظَنًّا ۚ إِنَّ الظَّنَّ لَا يُغْنِي مِنَ الْحَقِّ شَيْئًا ۚ إِنَّ اللَّهَ عَلِيمٌ بِمَا يَفْعَلُونَ
და მათი უმრავლესობა საკუთარ ვარაუდს მისდევს, უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს. უეჭველად, ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან ეგენი.
10:36 -
وَمَا كَانَ هَٰذَا الْقُرْآنُ أَنْ يُفْتَرَىٰ مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَٰكِنْ تَصْدِيقَ الَّذِي بَيْنَ يَدَيْهِ وَتَفْصِيلَ الْكِتَابِ لَا رَيْبَ فِيهِ مِنْ رَبِّ الْعَالَمِينَ
ეს ყურანი ალლაჰისაა, მის გარდა სხვაზე მისი მიწერა შეუძლებელია. ვინაიდან, სამყაროთა ღმერთისგან (მოვლენილია) დასტურია იმისა, რომელიც მათ ხელთ იყო და იგია, წიგნი განმარტებების, რომელშიც ეჭვი არ არსებობს.
10:37 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ فَأْتُوا بِسُورَةٍ مِثْلِهِ وَادْعُوا مَنِ اسْتَطَعْتُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
ან ამბობენ: იქნებ, მან შეთხზა იგი. უთხარი: მაშ, მოიტანეთ ერთი სურა მისი მსგავსი და მოუხმეთ ვისი იმედიც გაქვთ ალლაჰის გარდა, თუ თქვენ ხართ მართალნი!
10:38 -
بَلْ كَذَّبُوا بِمَا لَمْ يُحِيطُوا بِعِلْمِهِ وَلَمَّا يَأْتِهِمْ تَأْوِيلُهُ ۚ كَذَٰلِكَ كَذَّبَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۖ فَانْظُرْ كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الظَّالِمِينَ
არა! ცრუდ შერაცხეს იგი, რის ცოდნასაც ვერ შესწვდნენ და რადგან მისი განმარტება მათ არ მოსვლიათ; ასევე ცრუდ შერაცხეს, რომელნიც იყვნენ მანამდე. მაშ, შეხედე, როგორი იყო უსამართლონის აღსასრული!...
10:39 -
وَمِنْهُمْ مَنْ يُؤْمِنُ بِهِ وَمِنْهُمْ مَنْ لَا يُؤْمِنُ بِهِ ۚ وَرَبُّكَ أَعْلَمُ بِالْمُفْسِدِينَ
და მათ შორის არიან ისეთნი, ვინც ირწმუნებენ მას და მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც არ ირწმუნებს მას. და შენმა ღმერთმა უკეთ უწყის უსამართლობის გამავრცელებლები!
10:40
თარგმანი: რეზო მიქელაძე