სურა 10 იუნუსი
-
وَإِنْ كَذَّبُوكَ فَقُلْ لِي عَمَلِي وَلَكُمْ عَمَلُكُمْ ۖ أَنْتُمْ بَرِيئُونَ مِمَّا أَعْمَلُ وَأَنَا بَرِيءٌ مِمَّا تَعْمَلُونَ
და თუ ცრუდ შეგრაცხეს შენ, მაშინ უთხარი: ჩემი საქმე მე მეკუთვნის, და თქვენი თქვენ გეკუთვნით. თქვენ შორსა ხართ იმისგან, რასაც მე ვაკეთებ, და მეც შორსა ვარ იმისგან, რასაც თქვენ აკეთებთ!
10:41 -
وَمِنْهُمْ مَنْ يَسْتَمِعُونَ إِلَيْكَ ۚ أَفَأَنْتَ تُسْمِعُ الصُّمَّ وَلَوْ كَانُوا لَا يَعْقِلُونَ
და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გისმენენ შენ. განა შეძლებ შეასმინო ყრუნს, მით უმეტეს, თუ არ უხმობენ გონს?
10:42 -
وَمِنْهُمْ مَنْ يَنْظُرُ إِلَيْكَ ۚ أَفَأَنْتَ تَهْدِي الْعُمْيَ وَلَوْ كَانُوا لَا يُبْصِرُونَ
და მათ შორის არიან ისეთნიც, რომლებიც გიყურებენ. განა შეძლებ დაადგინო სწორ გზაზე ბრმანი, თუკი ისინი ვერ ხედავენ?
10:43 -
إِنَّ اللَّهَ لَا يَظْلِمُ النَّاسَ شَيْئًا وَلَٰكِنَّ النَّاسَ أَنْفُسَهُمْ يَظْلِمُونَ
უეჭველად, ალლაჰი უსამართლოდ არ მოექცევა ხალხს, მაგრამ ხალხი თავიანთ სულებს უსამართლოდ ექცევიან.
10:44 -
وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ كَأَنْ لَمْ يَلْبَثُوا إِلَّا سَاعَةً مِنَ النَّهَارِ يَتَعَارَفُونَ بَيْنَهُمْ ۚ قَدْ خَسِرَ الَّذِينَ كَذَّبُوا بِلِقَاءِ اللَّهِ وَمَا كَانُوا مُهْتَدِينَ
და იმ დღეს შეჰყრის მათ, თითქოს არ დაუყვიათ, გარდა დღის ერთიოდ საათისა. ისინი ერთმანეთს შეიცნობენ. უეჭველად, წაგებული არიან, რომელთაც ცრუდ ჩათვალეს ალლაჰთან შეხვედრა და არ იყვნენ სწორ გზაზე მდგარნი.
10:45 -
وَإِمَّا نُرِيَنَّكَ بَعْضَ الَّذِي نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ ثُمَّ اللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا يَفْعَلُونَ
და რომ გაჩვენოთ შენ ნაწილი იმისა, რაც მათ აღვუთქვით ან მიგიბაროთ შენ, მაინც მისაქციელი მათი ჩვენთანაა. მერე, ალლაჰი მოწმეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან.
10:46 -
وَلِكُلِّ أُمَّةٍ رَسُولٌ ۖ فَإِذَا جَاءَ رَسُولُهُمْ قُضِيَ بَيْنَهُمْ بِالْقِسْطِ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ
და ყველა თემს ჰყავს შუამავალი. როცა შუამავალი მიდიოდა მათთან, მათ შორის სამართლიანი განაჩენი აღევლინებოდა. და ისინი არ იჩაგრებოდნენ.
10:47 -
وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَٰذَا الْوَعْدُ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
და ისინი ამბობენ: როდისღაა ეს აღთქმა, თუ ხართ მართალნი?
10:48 -
قُلْ لَا أَمْلِكُ لِنَفْسِي ضَرًّا وَلَا نَفْعًا إِلَّا مَا شَاءَ اللَّهُ ۗ لِكُلِّ أُمَّةٍ أَجَلٌ ۚ إِذَا جَاءَ أَجَلُهُمْ فَلَا يَسْتَأْخِرُونَ سَاعَةً ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ
უთხარი: თუკი ალლაჰი არ ინებებს, მე ისიც კი არ ძალმიძს, ჩემ სულს ვავნო ან ვარგო. ყოველი თემისთვის დადგენილია დრო. როცა დადგება დრო აღსასრულისა, ისინი თუნდაც ერთი საათით, ვერც მის გადავადებას შეძლებენ და ვერც დაჩქარებას.
10:49 -
قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ أَتَاكُمْ عَذَابُهُ بَيَاتًا أَوْ نَهَارًا مَاذَا يَسْتَعْجِلُ مِنْهُ الْمُجْرِمُونَ
უთხარი: რას ფიქრობთ, ალლაჰის სასჯელი რომ გეწიოთ ღამით ან დღისით? განა, რატომ სურთ ცოდვილთ (სასჯელის) დაჩქარება?
10:50 -
أَثُمَّ إِذَا مَا وَقَعَ آمَنْتُمْ بِهِ ۚ آلْآنَ وَقَدْ كُنْتُمْ بِهِ تَسْتَعْجِلُونَ
განა, მაშინ ირწმუნეთ იგი, როცა დაგატყდათ, თუ ახლა?! მაგრამ თქვენ იგი იჩქარეთ.
10:51 -
ثُمَّ قِيلَ لِلَّذِينَ ظَلَمُوا ذُوقُوا عَذَابَ الْخُلْدِ هَلْ تُجْزَوْنَ إِلَّا بِمَا كُنْتُمْ تَكْسِبُونَ
მერე ეტყვიან, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ: „იგემეთ ტანჯვა მარადიული! არ მოგეზღვებათ გარდა, რასაც იხვეჭდით?“
10:52 -
وَيَسْتَنْبِئُونَكَ أَحَقٌّ هُوَ ۖ قُلْ إِي وَرَبِّي إِنَّهُ لَحَقٌّ ۖ وَمَا أَنْتُمْ بِمُعْجِزِينَ
შენგან სურთ შეიტყონ: ის არის თუ არა ჭეშმარიტება? მიუგე: დიახ, ჩემ ღმერთს ვფიცავ! უეჭველად, ეს სრული ჭეშმარიტებაა და ამას ვერ გაექცევით!
10:53 -
وَلَوْ أَنَّ لِكُلِّ نَفْسٍ ظَلَمَتْ مَا فِي الْأَرْضِ لَافْتَدَتْ بِهِ ۗ وَأَسَرُّوا النَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ ۖ وَقُضِيَ بَيْنَهُمْ بِالْقِسْطِ ۚ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ
უეჭველად, ყოველ სულს, რომელსაც ცოდვა უქმნია, რაც კი დედამიწაზე რამ არის მისი რომ იყოს, უთუოდ, გაიღებდა მას გამოსასყიდად. შეიპყრობს მათ სინანული, როცა ნახავენ ტანჯვას. და განსჯილ იქნა მათ შორის ჭეშმარიტებით და არ დაიჩაგრებიან ისინი.
10:54 -
أَلَا إِنَّ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ أَلَا إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ
განა, ალლაჰს არ ეკუთვნის, უეჭველად, რაც ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა. განა, ალლაჰის აღთქმა, უეჭველად, ჭეშმარიტება არ არის? მაგრამ მათგან უმეტესობა არ უწყიან.
10:55 -
هُوَ يُحْيِي وَيُمِيتُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ
იგი აცოცხლებს და აკვდინებს და მასთან იქნებით მიბრუნებულნი.
10:56 -
يَا أَيُّهَا النَّاسُ قَدْ جَاءَتْكُمْ مَوْعِظَةٌ مِنْ رَبِّكُمْ وَشِفَاءٌ لِمَا فِي الصُّدُورِ وَهُدًى وَرَحْمَةٌ لِلْمُؤْمِنِينَ
ჰეი, ხალხო! თქვენთან ნამდვილად მოვიდა შეგონება თქვენი ღმერთისგან განკურნებად იმისა, რაც გიზით გულებში, ჭეშმარიტ გზად და წყალობად მორწმუნეთათვის!
10:57 -
قُلْ بِفَضْلِ اللَّهِ وَبِرَحْمَتِهِ فَبِذَٰلِكَ فَلْيَفْرَحُوا هُوَ خَيْرٌ مِمَّا يَجْمَعُونَ
უთხარი: მხოლოდ ალლაჰის სიკეთით და წყალობით იხარონ! იგი უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ.
10:58 -
قُلْ أَرَأَيْتُمْ مَا أَنْزَلَ اللَّهُ لَكُمْ مِنْ رِزْقٍ فَجَعَلْتُمْ مِنْهُ حَرَامًا وَحَلَالًا قُلْ آللَّهُ أَذِنَ لَكُمْ ۖ أَمْ عَلَى اللَّهِ تَفْتَرُونَ
უთხარი: რას იტყვით სარჩოზე, რომელიც გიბოძათ ალლაჰმა და რომლის ნაწილიც გამოაცხადეთ აკრძალულად, ხოლო ნაწილი კი ნებადართულად? უთხარი: ალლაჰმა მოგცათ ამის ნება თუ ცილს სწამებთ მას?
10:59 -
وَمَا ظَنُّ الَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ إِنَّ اللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى النَّاسِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَشْكُرُونَ
და რას ფიქრობენ აღდგომის დღეზე, რომელნიც ალლაჰზე ტყუილს თხზავენ? უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა ხალხის მიმართ, მაგრამ მათი უმეტესობა უმადურია.
10:60
თარგმანი: რეზო მიქელაძე