მუსხაფი, გვერდი 76
-
فَاسْتَجَابَ لَهُمْ رَبُّهُمْ أَنِّي لَا أُضِيعُ عَمَلَ عَامِلٍ مِنْكُمْ مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ ۖ بَعْضُكُمْ مِنْ بَعْضٍ ۖ فَالَّذِينَ هَاجَرُوا وَأُخْرِجُوا مِنْ دِيَارِهِمْ وَأُوذُوا فِي سَبِيلِي وَقَاتَلُوا وَقُتِلُوا لَأُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَلَأُدْخِلَنَّهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ثَوَابًا مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عِنْدَهُ حُسْنُ الثَّوَابِ
მათმა ღმერთმა ისმინა მათი ვედრებანი: „უეჭველად, მე არ დავუკარგავ ნაღვაწს, ვინც იღვაწა თქვენგან, კაცსა თუ ქალს, ერთმანეთისაგან ხართ თქვენ. ხოლო ისინი, რომელნიც გადაიხვეწნენ და განიდევნენ თავიანთი სახლებიდან და იყვნენ წამებულნი ჩემს გზაზე, იბრძოდნენ და იხოცებოდნენ, უთუოდ, დავფარავ (ვაპატიებ) ავ საქმეებს მათსას და უთუოდ, სამოთხეებში შევიყვან, სადაც ძირს მდინარეები მოედინება ჯილდოდ ალლაჰისგან, რამეთუ საუკეთესო ჯილდო ალლაჰთანაა.“
3:195 -
لَا يَغُرَّنَّكَ تَقَلُّبُ الَّذِينَ كَفَرُوا فِي الْبِلَادِ
და არ შეგაცდინოს, რომელთაც ჭეშმარიტება დაფარეს (არ იწამეს), სეირნობამ მათმა ქვეყნებს შორის,
3:196 -
مَتَاعٌ قَلِيلٌ ثُمَّ مَأْوَاهُمْ جَهَنَّمُ ۚ وَبِئْسَ الْمِهَادُ
მცირე სიტკბოებაა, შემდეგ მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია, და რა საშინელი განსასვენებელია!
3:197 -
لَٰكِنِ الَّذِينَ اتَّقَوْا رَبَّهُمْ لَهُمْ جَنَّاتٌ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا نُزُلًا مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۗ وَمَا عِنْدَ اللَّهِ خَيْرٌ لِلْأَبْرَارِ
ხოლო რომელნიც თავიანთი ღმერთის წინაშე მოკრძალებულნი იყვნენ, მათთვისაა სამოთხეები (გამზადებული), სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან, ალლაჰისგან პატივმიგებული. და რაც ალლაჰთანაა, საუკეთესოა კეთილშობილთათვის (სამოთხის მკვიდრთათვის).
3:198 -
وَإِنَّ مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ لَمَنْ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْكُمْ وَمَا أُنْزِلَ إِلَيْهِمْ خَاشِعِينَ لِلَّهِ لَا يَشْتَرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۗ أُولَٰئِكَ لَهُمْ أَجْرُهُمْ عِنْدَ رَبِّهِمْ ۗ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
უეჭველად, ღვთიური წიგნის მქონეთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და რაც ზემოვლენილ იქმნა თქვენდა და რაც ზემოევლინა მათ; მოკრძალებული არიან ალლაჰისადმი, ისინი არ გაყიდიან ალლაჰის აიათებს მცირე ფასად. აი ისინი, რომელთა საზღაურიც თავიანთ ღმერთთანაა. უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველი!
3:199 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا اصْبِرُوا وَصَابِرُوا وَرَابِطُوا وَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ და შეეჯიბრეთ მოთმინებაში, და იყავით მედგარნი (შეუპოვარნი), და ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავნი. ეგების იქმნეთ გადარჩენილი!
3:200
თარგმანი: რეზო მიქელაძე