მუსხაფი, გვერდი 75
-
وَإِذْ أَخَذَ اللَّهُ مِيثَاقَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ لَتُبَيِّنُنَّهُ لِلنَّاسِ وَلَا تَكْتُمُونَهُ فَنَبَذُوهُ وَرَاءَ ظُهُورِهِمْ وَاشْتَرَوْا بِهِ ثَمَنًا قَلِيلًا ۖ فَبِئْسَ مَا يَشْتَرُونَ
აკი, აიღო აღთქმა ალლაჰმა მათგან, რომელთაც წიგნი ებოძათ: „უსათუოდ, თქვენ განუმარტავთ ამას ხალხს და არ დაფარავთ მას!“ მაგრამ მათ ზურგს უკან მოისროლეს და მცირე ფასად გაყიდეს. თუმცაღა რა უვარგისია მათი ვაჭრობა!
3:187 -
لَا تَحْسَبَنَّ الَّذِينَ يَفْرَحُونَ بِمَا أَتَوْا وَيُحِبُّونَ أَنْ يُحْمَدُوا بِمَا لَمْ يَفْعَلُوا فَلَا تَحْسَبَنَّهُمْ بِمَفَازَةٍ مِنَ الْعَذَابِ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ
არ ჩათვალო ისინი, რომელნიც ხარობენ თავისი ნამოქმედარით და მოსწონთ როცა იმისათვის აქებენ, რაც ჩაიდინეს, თავს დაიძვრენენ სასჯელისგან. მათთვისაა (გამზადებული) მტანჯველი სასჯელი.
3:188 -
وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ცათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის, და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი.
3:189 -
إِنَّ فِي خَلْقِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَاخْتِلَافِ اللَّيْلِ وَالنَّهَارِ لَآيَاتٍ لِأُولِي الْأَلْبَابِ
უეჭველად, გაჩენა ცათა და ქვეყნის და მონაცვლეობა ღამისა და დღისა სასწაულებია ბრძენკაცთ, ჭკუასაკითხთათვის.
3:190 -
الَّذِينَ يَذْكُرُونَ اللَّهَ قِيَامًا وَقُعُودًا وَعَلَىٰ جُنُوبِهِمْ وَيَتَفَكَّرُونَ فِي خَلْقِ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ رَبَّنَا مَا خَلَقْتَ هَٰذَا بَاطِلًا سُبْحَانَكَ فَقِنَا عَذَابَ النَّارِ
რომელნიც ალლაჰს ახსენებენ ფეხზე მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე, და ფიქრობენ ცათა და ქვეყნის გაჩენაზე, (ამბობენ): „ღმერთო ჩვენო! შენ ეს ამაოდ (ტყუილად) არ გაგიჩენია! დიდება შენდა! დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან.
3:191 -
رَبَّنَا إِنَّكَ مَنْ تُدْخِلِ النَّارَ فَقَدْ أَخْزَيْتَهُ ۖ وَمَا لِلظَّالِمِينَ مِنْ أَنْصَارٍ
ღმერთო ჩვენო! შენ ვისაც შეიყვან ცეცხლში, უთუოდ, არად ჩააგდე (შეარცხვინე). და არ ჰყავთ უსამართლოებს შემწენი!
3:192 -
رَبَّنَا إِنَّنَا سَمِعْنَا مُنَادِيًا يُنَادِي لِلْإِيمَانِ أَنْ آمِنُوا بِرَبِّكُمْ فَآمَنَّا ۚ رَبَّنَا فَاغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَكَفِّرْ عَنَّا سَيِّئَاتِنَا وَتَوَفَّنَا مَعَ الْأَبْرَارِ
ღმერთო ჩვენო! უეჭველად, გვესმოდა ხმობა მხმობელისა რწმენისაკენ: იწამეთ ღმერთი თქვენიო! და ჩვენც ვიწამეთ. ღმერთო ჩვენო! მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენი და დაგვიფარე რაც უღირსი გვიკეთებია და კეთილშობილებთან ერთად განგვასვენე!
3:193 -
رَبَّنَا وَآتِنَا مَا وَعَدْتَنَا عَلَىٰ رُسُلِكَ وَلَا تُخْزِنَا يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ إِنَّكَ لَا تُخْلِفُ الْمِيعَادَ
ღმერთო ჩვენო! გვარგუნე ის, რაც აღგვითქვი შენი შუამავლების მეშვეობით და არ შეგვარცხვინო აღდგომის დღეს. უეჭველად, პირობას არ შეცვლი შენ.“
3:194
თარგმანი: რეზო მიქელაძე