სურა 3 ალი იმრანი, აიათი 195
-
فَاسْتَجَابَ لَهُمْ رَبُّهُمْ أَنِّي لَا أُضِيعُ عَمَلَ عَامِلٍ مِنْكُمْ مِنْ ذَكَرٍ أَوْ أُنْثَىٰ ۖ بَعْضُكُمْ مِنْ بَعْضٍ ۖ فَالَّذِينَ هَاجَرُوا وَأُخْرِجُوا مِنْ دِيَارِهِمْ وَأُوذُوا فِي سَبِيلِي وَقَاتَلُوا وَقُتِلُوا لَأُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَلَأُدْخِلَنَّهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ثَوَابًا مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ عِنْدَهُ حُسْنُ الثَّوَابِ
მათმა ღმერთმა ისმინა მათი ვედრებანი: „უეჭველად, მე არ დავუკარგავ ნაღვაწს, ვინც იღვაწა თქვენგან, კაცსა თუ ქალს, ერთმანეთისაგან ხართ თქვენ. ხოლო ისინი, რომელნიც გადაიხვეწნენ და განიდევნენ თავიანთი სახლებიდან და იყვნენ წამებულნი ჩემს გზაზე, იბრძოდნენ და იხოცებოდნენ, უთუოდ, დავფარავ (ვაპატიებ) ავ საქმეებს მათსას და უთუოდ, სამოთხეებში შევიყვან, სადაც ძირს მდინარეები მოედინება ჯილდოდ ალლაჰისგან, რამეთუ საუკეთესო ჯილდო ალლაჰთანაა.“
3:195
თარგმანი: რეზო მიქელაძე