მუსხაფი, გვერდი 74
-
لَقَدْ سَمِعَ اللَّهُ قَوْلَ الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ فَقِيرٌ وَنَحْنُ أَغْنِيَاءُ ۘ سَنَكْتُبُ مَا قَالُوا وَقَتْلَهُمُ الْأَنْبِيَاءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَنَقُولُ ذُوقُوا عَذَابَ الْحَرِيقِ
ალლაჰმა უთუოდ გაიგონა მათი საუბარი, მათ თქვეს: ალლაჰი ღატაკია, ჩვენ კი მდიდრები. ჩვენ ჩავიწერთ რაც იმათ თქვეს და იმასაც, როგორ უსამართლოდ კლავდნენ (უსწრაფავდნენ სიცოცხლეს) შუამავლთ და ვეტყვით: „იგემეთ წამება მწველი!“
3:181 -
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ اللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِلْعَبِيدِ
აი ეს, რაც გამოიძღოლეს ხელებმა თქვენმა. რადგანაც ალლაჰი არ არის მჩაგვრელი მსახურთა მიმართ.
3:182 -
الَّذِينَ قَالُوا إِنَّ اللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَا أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ النَّارُ ۗ قُلْ قَدْ جَاءَكُمْ رُسُلٌ مِنْ قَبْلِي بِالْبَيِّنَاتِ وَبِالَّذِي قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
რომელთაც თქვეს: ალლაჰმა აღთქმა დაგვიდო, მანამ არ მოგვესმინა შუამავალისთვის, სანამ არ მოვიდოდა ის ჩვენთან მსხვერპლით, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს. უთხარი მათ: „მოვიდნენ თქვენთან შუამავლები ჩემამდეც ცხადი მტკიცებებით და იმით, რაც თქვენ თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი თუ თქვენ მართალნი ხართ?“
3:183 -
فَإِنْ كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِنْ قَبْلِكَ جَاءُوا بِالْبَيِّنَاتِ وَالزُّبُرِ وَالْكِتَابِ الْمُنِيرِ
თუ ჩაგთვალეს მათ ცრუდ (ო,მუჰამმედ), შენამდეც ხომ შერაცხეს მატყუარებად შუამავალნი, რომლებმაც ცხადი სასწაულებით, დაწერილი ფურცლებითა და განმანათლებელი (ღვთიური) წიგნით მოვიდნენ.
3:184 -
كُلُّ نَفْسٍ ذَائِقَةُ الْمَوْتِ ۗ وَإِنَّمَا تُوَفَّوْنَ أُجُورَكُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۖ فَمَنْ زُحْزِحَ عَنِ النَّارِ وَأُدْخِلَ الْجَنَّةَ فَقَدْ فَازَ ۗ وَمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا إِلَّا مَتَاعُ الْغُرُورِ
ყველა სული იგემებს სიკვდილს და ყველა თქვენგანი საზღაურს სრულად მიიღებს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, მოგებულია (გადარჩენილია). ხოლო ამქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე.
3:185 -
لَتُبْلَوُنَّ فِي أَمْوَالِكُمْ وَأَنْفُسِكُمْ وَلَتَسْمَعُنَّ مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ مِنْ قَبْلِكُمْ وَمِنَ الَّذِينَ أَشْرَكُوا أَذًى كَثِيرًا ۚ وَإِنْ تَصْبِرُوا وَتَتَّقُوا فَإِنَّ ذَٰلِكَ مِنْ عَزْمِ الْأُمُورِ
უთუოდ, გამოიცდებით თქვენსავე ქონებითა და საკუთარი თავით, და მოისმენთ ბევრ აუგს მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე, და მათგანაც, ვინც წარმართი იყო. და თუ იქნებით მომთმენნი და ღვთისმოშიშნი, უეჭველად, აი ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.
3:186
თარგმანი: რეზო მიქელაძე