მუსხაფი, გვერდი 61
-
قُلْ آمَنَّا بِاللَّهِ وَمَا أُنْزِلَ عَلَيْنَا وَمَا أُنْزِلَ عَلَىٰ إِبْرَاهِيمَ وَإِسْمَاعِيلَ وَإِسْحَاقَ وَيَعْقُوبَ وَالْأَسْبَاطِ وَمَا أُوتِيَ مُوسَىٰ وَعِيسَىٰ وَالنَّبِيُّونَ مِنْ رَبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِنْهُمْ وَنَحْنُ لَهُ مُسْلِمُونَ
თქვი, რომ: „ვიწამეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ, და რაც ზემოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაღყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ღისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელსამეს მათ შორის, და ჩვენ მორჩილნი (მუსლიმნი) ვართ მისი (ალლაჰისა).
3:84 -
وَمَنْ يَبْتَغِ غَيْرَ الْإِسْلَامِ دِينًا فَلَنْ يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِي الْآخِرَةِ مِنَ الْخَاسِرِينَ
და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას, გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება (ღმერთის წინაშე) იგი (სარწმუნოება), და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის.
3:85 -
كَيْفَ يَهْدِي اللَّهُ قَوْمًا كَفَرُوا بَعْدَ إِيمَانِهِمْ وَشَهِدُوا أَنَّ الرَّسُولَ حَقٌّ وَجَاءَهُمُ الْبَيِّنَاتُ ۚ وَاللَّهُ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
როგორ დაადგენს ალლაჰი სწორ გზაზე (იმ) ხალხს, ვინც სარწმუნოება უარყო მას მერე, რაც ირწმუნეს და დაამოწმეს, და მოევლინათ მათ ცხადი მტკიცებულებანი, რომ შუამავალი ჭეშმარიტია. უეჭველად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!
3:86 -
أُولَٰئِكَ جَزَاؤُهُمْ أَنَّ عَلَيْهِمْ لَعْنَةَ اللَّهِ وَالْمَلَائِكَةِ وَالنَّاسِ أَجْمَعِينَ
უეჭველად, ალლაჰის, ანგელოზების და სრულიად ყველა ადამიანის წყევლა მათდასამაგიეროდაა, აი ისინი, აი მაგათი საზღაური.
3:87 -
خَالِدِينَ فِيهَا لَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ الْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنْظَرُونَ
ტანჯვა არ შეუმსუბუქდება მაგათ და არც არავინ შეხედავს,(ისინი) იქ მარად დარჩებიან,
3:88 -
إِلَّا الَّذِينَ تَابُوا مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
გარდა მათი, რომელთაც ამის შემდგომ მოინანიეს და გამოსწორდნენ. სწორედ, რომ ალლაჰი (ცოდვების) შემნდობი და შემწყალებელია.
3:89 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا بَعْدَ إِيمَانِهِمْ ثُمَّ ازْدَادُوا كُفْرًا لَنْ تُقْبَلَ تَوْبَتُهُمْ وَأُولَٰئِكَ هُمُ الضَّالُّونَ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს რწმენა მას მერე, რაც ირწმუნეს, მერე კი უმატეს ურწმუნოებას, არ მიიღება მათი მონანიება, და, სწორედ ისინი არიან გზასამცდარნი.
3:90 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَمَاتُوا وَهُمْ كُفَّارٌ فَلَنْ يُقْبَلَ مِنْ أَحَدِهِمْ مِلْءُ الْأَرْضِ ذَهَبًا وَلَوِ افْتَدَىٰ بِهِ ۗ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ وَمَا لَهُمْ مِنْ نَاصِرِينَ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და აღესრულნენ ურწმუნოდ ოქროთი სავსე დედამიწაც რომ ებადონ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არც ერთ იმათთაგან. აი ისინი, მათთვისაა მწარე სატანჯველი, და მათ არ ეყოლებათ შემწენი.
3:91
თარგმანი: რეზო მიქელაძე