მუსხაფი, გვერდი 60

  1. وَإِنَّ مِنْهُمْ لَفَرِيقًا يَلْوُونَ أَلْسِنَتَهُمْ بِالْكِتَابِ لِتَحْسَبُوهُ مِنَ الْكِتَابِ وَمَا هُوَ مِنَ الْكِتَابِ وَيَقُولُونَ هُوَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ وَمَا هُوَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ وَيَقُولُونَ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ وَهُمْ يَعْلَمُونَ

    უეჭველად, მათ შორის არიან ისეთნიც (ერთი ჯგუფი ხალხის), ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან (პასაჟები), თუმცაღა ის ღვთიური წიგნის (პასაჟები) არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე სიცრუეს, და მათ იციან ეს.

    3:78
  2. مَا كَانَ لِبَشَرٍ أَنْ يُؤْتِيَهُ اللَّهُ الْكِتَابَ وَالْحُكْمَ وَالنُّبُوَّةَ ثُمَّ يَقُولَ لِلنَّاسِ كُونُوا عِبَادًا لِي مِنْ دُونِ اللَّهِ وَلَٰكِنْ كُونُوا رَبَّانِيِّينَ بِمَا كُنْتُمْ تُعَلِّمُونَ الْكِتَابَ وَبِمَا كُنْتُمْ تَدْرُسُونَ

    არ ყოფილა, რომ ადამიანისთვის ალლაჰს წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა ებოძოს და მერე ეთქვას იმას ხალხისთვის: „იყავით ჩემი თაყვანისმცემელნი ალლაჰის მაგივრად“, არამედ - „იყავით ღვთისმსახურნი იმით, რასაც სწავლობთ და რასაც კითხულობთ (ღვთიური) წიგნიდან!“

    3:79
  3. وَلَا يَأْمُرَكُمْ أَنْ تَتَّخِذُوا الْمَلَائِكَةَ وَالنَّبِيِّينَ أَرْبَابًا ۗ أَيَأْمُرُكُمْ بِالْكُفْرِ بَعْدَ إِذْ أَنْتُمْ مُسْلِمُونَ

    და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც მუსლიმნი გახდით თქვენ?!

    3:80
  4. وَإِذْ أَخَذَ اللَّهُ مِيثَاقَ النَّبِيِّينَ لَمَا آتَيْتُكُمْ مِنْ كِتَابٍ وَحِكْمَةٍ ثُمَّ جَاءَكُمْ رَسُولٌ مُصَدِّقٌ لِمَا مَعَكُمْ لَتُؤْمِنُنَّ بِهِ وَلَتَنْصُرُنَّهُ ۚ قَالَ أَأَقْرَرْتُمْ وَأَخَذْتُمْ عَلَىٰ ذَٰلِكُمْ إِصْرِي ۖ قَالُوا أَقْرَرْنَا ۚ قَالَ فَاشْهَدُوا وَأَنَا مَعَكُمْ مِنَ الشَّاهِدِينَ

    და აკი, აღთქმა აიღო ალლაჰმა შუამავალთაგან: „აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს.“ მერე მოვა თქვენთან შუამავალი, დასტურად იმისა, რაც არის თქვენთან. უეჭველად, უნდა გჯეროდეთ მისი და შემწენი იყვნეთ მისი! უთხრა (ალლაჰმა): „ხართ თანახმა და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას?“ მიუგეს: თანახმა ვართ! უთხრა: „დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად მოწმეთაგან ვიქნები.“

    3:81
  5. فَمَنْ تَوَلَّىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْفَاسِقُونَ

    და ვინც პირი იბრუნოს ამის შემდეგ, სწორედ, რომ ისინი არიან გზასაცდენილნი.

    3:82
  6. أَفَغَيْرَ دِينِ اللَّهِ يَبْغُونَ وَلَهُ أَسْلَمَ مَنْ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ طَوْعًا وَكَرْهًا وَإِلَيْهِ يُرْجَعُونَ

    და ნუთუ, ალლაჰის რწმენის გარდა, სხვა რწმენას ეძებენ ეგენი მაშინ, როდესაც, ნებით თუ უნებლიეთ, ყველა მას ჰმორჩილებს, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა?! და ბოლოს მისთან იქნებიან დაბრუნებულნი.

    3:83

თარგმანი: რეზო მიქელაძე