მუსხაფი, გვერდი 62

  1. لَنْ تَنَالُوا الْبِرَّ حَتَّىٰ تُنْفِقُوا مِمَّا تُحِبُّونَ ۚ وَمَا تُنْفِقُوا مِنْ شَيْءٍ فَإِنَّ اللَّهَ بِهِ عَلِيمٌ

    ვერასდროს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი!

    3:92
  2. كُلُّ الطَّعَامِ كَانَ حِلًّا لِبَنِي إِسْرَائِيلَ إِلَّا مَا حَرَّمَ إِسْرَائِيلُ عَلَىٰ نَفْسِهِ مِنْ قَبْلِ أَنْ تُنَزَّلَ التَّوْرَاةُ ۗ قُلْ فَأْتُوا بِالتَّوْرَاةِ فَاتْلُوهَا إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    ყოველგვარი საჭმელი ნებადართული იყო ისრაილის შვილთათვის, გარდა იმისა, რაც იაღყუბმა თავად აუკრძალა საკუთარ თავს იქამდე, სანამ თევრათი მოევლინებოდა. (ო, მუჰამმედ) უთხარი მათ: მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ ის, თუკი ხართ მართალნი!

    3:93
  3. فَمَنِ افْتَرَىٰ عَلَى اللَّهِ الْكَذِبَ مِنْ بَعْدِ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الظَّالِمُونَ

    ხოლო ვინც ამ ყველაფრის შემდეგ სიცრუე შეთხზა ალლაჰზე, სწორედ, რომ ეგენი არიან უსამართლონი.

    3:94
  4. قُلْ صَدَقَ اللَّهُ ۗ فَاتَّبِعُوا مِلَّةَ إِبْرَاهِيمَ حَنِيفًا وَمَا كَانَ مِنَ الْمُشْرِكِينَ

    უთხარი (ო, შუამავალო): ალლაჰმა ჭეშმარიტება განაცხადა. მაშ, მიჰყევით იბრაჰიმის რჯულს, ვითარცა ჰანიფის, რამეთუ ის არ იყო წარმართი!

    3:95
  5. إِنَّ أَوَّلَ بَيْتٍ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِي بِبَكَّةَ مُبَارَكًا وَهُدًى لِلْعَالَمِينَ

    უეჭველად, სამყაროსადმი ბარაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი (სამლოცველო) სწორედ, რომ ბექაში (მექაში), იქნა აღმართული ხალხთათვის.

    3:96
  6. فِيهِ آيَاتٌ بَيِّنَاتٌ مَقَامُ إِبْرَاهِيمَ ۖ وَمَنْ دَخَلَهُ كَانَ آمِنًا ۗ وَلِلَّهِ عَلَى النَّاسِ حِجُّ الْبَيْتِ مَنِ اسْتَطَاعَ إِلَيْهِ سَبِيلًا ۚ وَمَنْ كَفَرَ فَإِنَّ اللَّهَ غَنِيٌّ عَنِ الْعَالَمِينَ

    იქაა ცხადი სასწაულები, სადგომი იბრაჰიმის. და იქ ვინც შევა, დაცულია. ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი. და ვინც უარყო, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა.

    3:97
  7. قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَاللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا تَعْمَلُونَ

    უთხარი: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს? ალლაჰი ხომ მოწმეა იმისა, რასაც სჩადიხართ!

    3:98
  8. قُلْ يَا أَهْلَ الْكِتَابِ لِمَ تَصُدُّونَ عَنْ سَبِيلِ اللَّهِ مَنْ آمَنَ تَبْغُونَهَا عِوَجًا وَأَنْتُمْ شُهَدَاءُ ۗ وَمَا اللَّهُ بِغَافِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ

    უთხარი: ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო! თქვენ ხართ მოწმენი (ჭეშმარიტებისა), და რატომღა ილტვით არასწორისკენ წაიყვანოთ ისინი, ვისაც სწამთ და აღუკვეთოთ მათ გზა ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ!

    3:99
  9. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنْ تُطِيعُوا فَرِيقًا مِنَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ يَرُدُّوكُمْ بَعْدَ إِيمَانِكُمْ كَافِرِينَ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათგან რომელიმე ჯგუფს, ვისაც ღვთიური წიგნი ებოძა, მიგაქცევენ ისინი კვლავ ურჯულოებად მას მერე, რაც იწამეთ.

    3:100

თარგმანი: რეზო მიქელაძე