მუსხაფი, გვერდი 6
-
وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَائِكَةِ إِنِّي جَاعِلٌ فِي الْأَرْضِ خَلِيفَةً ۖ قَالُوا أَتَجْعَلُ فِيهَا مَنْ يُفْسِدُ فِيهَا وَيَسْفِكُ الدِّمَاءَ وَنَحْنُ نُسَبِّحُ بِحَمْدِكَ وَنُقَدِّسُ لَكَ ۖ قَالَ إِنِّي أَعْلَمُ مَا لَا تَعْلَمُونَ
აკი, უთხრა უფალმა შენმა ანგელოზებს: ხალიფა (ნაცვალი) უნდა დავადგინო დედამიწაზე. ანგელოზებმა უპასუხეს: ვინც უკეთურობას დასთესს და სისხლს დაღვრის, ისეთი ქმნილება უნდა დაადგინო? როცა ჩვენ გამუდმებით გადიდებთ, თაყვანს გცემთ და სიწმინდეს ვაღიარებთ შენსას?! ბრძანა (ალლაჰმა): ვიცი მე, რაც არ იცით თქვენ!
2:30 -
وَعَلَّمَ آدَمَ الْأَسْمَاءَ كُلَّهَا ثُمَّ عَرَضَهُمْ عَلَى الْمَلَائِكَةِ فَقَالَ أَنْبِئُونِي بِأَسْمَاءِ هَٰؤُلَاءِ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ანგელოზებს ისინი და უთხრა: მაცნეთ აბა, ამათი სახელები, თუკი ხართ მართალნი.
2:31 -
قَالُوا سُبْحَانَكَ لَا عِلْمَ لَنَا إِلَّا مَا عَلَّمْتَنَا ۖ إِنَّكَ أَنْتَ الْعَلِيمُ الْحَكِيمُ
მიუგეს (ანგელოზებმა): დიდება შენდა! რაც შენ გვასწავლე, სხვა რამ ცოდნა არა გვაქვს ჩვენ. უეჭველად, შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი!
2:32 -
قَالَ يَا آدَمُ أَنْبِئْهُمْ بِأَسْمَائِهِمْ ۖ فَلَمَّا أَنْبَأَهُمْ بِأَسْمَائِهِمْ قَالَ أَلَمْ أَقُلْ لَكُمْ إِنِّي أَعْلَمُ غَيْبَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ وَأَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا كُنْتُمْ تَكْتُمُونَ
უთხრა (ალლაჰმა): „ჰეი, ადამ, ამცნე მათ ამათი სახელები! “ და როცა ამცნო ანგელოზებს იმათი სახელები, თქვა: „განა არ მითქვამს თქვენთვის, რომ ვუწყი დაფარულს ცითა და ქვეყნისას და ვუწყი რასაც ამჟღავნებთ და მალავთ?“
2:33 -
وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَائِكَةِ اسْجُدُوا لِآدَمَ فَسَجَدُوا إِلَّا إِبْلِيسَ أَبَىٰ وَاسْتَكْبَرَ وَكَانَ مِنَ الْكَافِرِينَ
და აკი, ვუთხარით ანგელოზებს: „პირქვე დაემხეთ ადამისთვის!“ უმალვე სეჯდეზე განერთხნენ, გარდა იბლისისა, რომელმაც უარი თქვა, გადიდგულდა და იქმნა ურწმუნოთაგან.
2:34 -
وَقُلْنَا يَا آدَمُ اسْكُنْ أَنْتَ وَزَوْجُكَ الْجَنَّةَ وَكُلَا مِنْهَا رَغَدًا حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَٰذِهِ الشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ الظَّالِمِينَ
ჩვენ ვუთხარით: ჰეი ადამ! დასახლდით შენ და შენი ცოლი სამოთხეში, აქაური ნაყოფი ჭამეთ (თქვენ ორმა) რამდენიც გენებოთ და სადაც გენებოთ, მაგრამ ამ ხეს არ გაეკაროთ, რომ არ გახდეთ უსამართლონი (თორემ ცოდვილნი გახდებით).
2:35 -
فَأَزَلَّهُمَا الشَّيْطَانُ عَنْهَا فَأَخْرَجَهُمَا مِمَّا كَانَا فِيهِ ۖ وَقُلْنَا اهْبِطُوا بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّ ۖ وَلَكُمْ فِي الْأَرْضِ مُسْتَقَرٌّ وَمَتَاعٌ إِلَىٰ حِينٍ
ეშმაკმა ფეხი დააცდენინა (ორივეს) და გამოყარა იქიდან, სადაც იყვნენ. და ჩვენ ვუბრძანეთ: დაეშვით (დედამიწაზე), მტრებად მოქცეულნი ერთმანეთისთვის! თქვენი ადგილი მიწაზეა, დროებითი საცხოვრებლით და სარჩო-საბადებელით.
2:36 -
فَتَلَقَّىٰ آدَمُ مِنْ رَبِّهِ كَلِمَاتٍ فَتَابَ عَلَيْهِ ۚ إِنَّهُ هُوَ التَّوَّابُ الرَّحِيمُ
შემდეგ შეისწავლა ადამმა თავისი ღმერთისგან სიტყვები, ხოლო მან (ალლაჰმა) მიუტევა, უეჭველად ის, სწორედ იგია შემნდობი და მწყალობელი.
2:37
თარგმანი: რეზო მიქელაძე