მუსხაფი, გვერდი 5

  1. وَبَشِّرِ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ أَنَّ لَهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ كُلَّمَا رُزِقُوا مِنْهَا مِنْ ثَمَرَةٍ رِزْقًا ۙ قَالُوا هَٰذَا الَّذِي رُزِقْنَا مِنْ قَبْلُ ۖ وَأُتُوا بِهِ مُتَشَابِهًا ۖ وَلَهُمْ فِيهَا أَزْوَاجٌ مُطَهَّرَةٌ ۖ وَهُمْ فِيهَا خَالِدُونَ

    რომელთაც ირწმუნეს და ჰქმეს სიკეთენი, ახარე მათ სამოთხენი, რომლის ძირს მოედინება მდინარეები და ყოველთვის, როცა იქ მათ რაიმე ნაყოფი საზრდოდ ებოძებათ, იტყვიან: ეს ისაა, რაც წინათ დედამიწაზე მოგვეცა. თუმცა ის იგივე არ არის, მხოლოდ მსგავსი მიერთვა მათ. იქ მათ ელოდებათ უმწიკვლო მეუღლეები, და იქ ისინი სამუდამოდ დამკვიდრდებიან.

    2:25
  2. إِنَّ اللَّهَ لَا يَسْتَحْيِي أَنْ يَضْرِبَ مَثَلًا مَا بَعُوضَةً فَمَا فَوْقَهَا ۚ فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا فَيَعْلَمُونَ أَنَّهُ الْحَقُّ مِنْ رَبِّهِمْ ۖ وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا فَيَقُولُونَ مَاذَا أَرَادَ اللَّهُ بِهَٰذَا مَثَلًا ۘ يُضِلُّ بِهِ كَثِيرًا وَيَهْدِي بِهِ كَثِيرًا ۚ وَمَا يُضِلُّ بِهِ إِلَّا الْفَاسِقِينَ

    უეჭველად, ალლაჰი არ წუხდება ჭეშმარიტების ახსნისათვის მაგალითად კოღო რომ მოიტანოს ან თუნდაც მასზე პატარა (მწერი). მორწმუნეებმა იციან, რომ ეს ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. ხოლო ურწმუნონი იტყვიან: რა ნებავდა ალლაჰს ამ იგავით? თუმცა ამით ალლაჰი საგონებელში ჩააგდებს ბევრს და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს ბევრს. მხოლოდ მეამბოხე ცოდვილებს უბნევს გზაკვალს.

    2:26
  3. الَّذِينَ يَنْقُضُونَ عَهْدَ اللَّهِ مِنْ بَعْدِ مِيثَاقِهِ وَيَقْطَعُونَ مَا أَمَرَ اللَّهُ بِهِ أَنْ يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِي الْأَرْضِ ۚ أُولَٰئِكَ هُمُ الْخَاسِرُونَ

    აი ისინი (მეამბოხე ცოდვილნი - ფასიყები), რომელნიც ალლაჰზე მიცემულ აღთქმას დაარღვევენ, გაწყვიტავენ იმ ურთიერთკავშირს, რომელიც ალლაჰის ნებაა და იწვევენ დედამიწაზე არეულობასა და უზნეობას. აი, ეგენი არიან, ჭეშმარიტად, წაგებულნი.

    2:27
  4. كَيْفَ تَكْفُرُونَ بِاللَّهِ وَكُنْتُمْ أَمْوَاتًا فَأَحْيَاكُمْ ۖ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ

    (ჰეი, ურწმუნოებო!) როგორ უარყობთ ალლაჰს? მკდარნი იყავით და მან გაგაცოცხლათ, მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ, და ბოლოს კვლავ მის წინაშე წარსდგებით!

    2:28
  5. هُوَ الَّذِي خَلَقَ لَكُمْ مَا فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ اسْتَوَىٰ إِلَى السَّمَاءِ فَسَوَّاهُنَّ سَبْعَ سَمَاوَاتٍ ۚ وَهُوَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ

    იგია, რომელმაც ყოველივე თქვენთვის გააჩინა, რაცაა მიწაზე, შემდგომ განუსაზღვრელი ძალაუფლება და მესვეურობა ზეცისკენ აღაპყრო და გამოსახა შვიდ ცად მყარი წყობილება. იგი ყოველთა ყოვლისმცოდნეა.

    2:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე