მუსხაფი, გვერდი 599
-
جَزَاؤُهُمْ عِنْدَ رَبِّهِمْ جَنَّاتُ عَدْنٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا أَبَدًا ۖ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا عَنْهُ ۚ ذَٰلِكَ لِمَنْ خَشِيَ رَبَّهُ
მათი საზღაური მათი ღმერთის წინაშე ღედნის სამოთხეებია, სადაც ძირს მდინარეები მოედინება, იქ სამუდამოდ დაჰყოფენ. ალლაჰი კმაყოფილია მათით და კმაყოფილნი არიან ისინი მისგან (ალლაჰისგან). აი, ეს მათთვის, ვინც მოკრძალებულია უფლის წინაშე!
98:8 -
إِذَا زُلْزِلَتِ الْأَرْضُ زِلْزَالَهَا
როცა მიწა იმ საზარელი მიწისძვრით შეირხეს,
99:1 -
وَأَخْرَجَتِ الْأَرْضُ أَثْقَالَهَا
და ჩამოიგდოს დედამიწამ თავისი ტვირთი,
99:2 -
وَقَالَ الْإِنْسَانُ مَا لَهَا
იტყვის ადამიანი: რა ემართება მას?
99:3 -
يَوْمَئِذٍ تُحَدِّثُ أَخْبَارَهَا
იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს,
99:4 -
بِأَنَّ رَبَّكَ أَوْحَىٰ لَهَا
რადგანაც ღმერთმა შენმა შთააგონა მას (დედამიწას)!
99:5 -
يَوْمَئِذٍ يَصْدُرُ النَّاسُ أَشْتَاتًا لِيُرَوْا أَعْمَالَهُمْ
იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა ეჩვენოს მათ მათივე ნამოქმედარი!
99:6 -
فَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ خَيْرًا يَرَهُ
და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!
99:7 -
وَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ شَرًّا يَرَهُ
და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!
99:8 -
وَالْعَادِيَاتِ ضَبْحًا
ვფიცავ, ქოშინით მორბენალ (ცხენებს),
100:1 -
فَالْمُورِيَاتِ قَدْحًا
ნაპერწკლების დამყრელთ!
100:2 -
فَالْمُغِيرَاتِ صُبْحًا
დილაადრიან მოულოდნელად თავდამსხმელთ!
100:3 -
فَأَثَرْنَ بِهِ نَقْعًا
შემმუსვრელთ,
100:4 -
فَوَسَطْنَ بِهِ جَمْعًا
რომელნიც იმათ (მტერთა) რაზმებში შეიჭრნენ!
100:5 -
إِنَّ الْإِنْسَانَ لِرَبِّهِ لَكَنُودٌ
უეჭველად, ადამიანი თავისი ღმერთის წინაშე უმადურია
100:6 -
وَإِنَّهُ عَلَىٰ ذَٰلِكَ لَشَهِيدٌ
და ამის მოწმე თავადაა!
100:7 -
وَإِنَّهُ لِحُبِّ الْخَيْرِ لَشَدِيدٌ
უეჭველად, ის მტკიცეა თავის სიყვარულში აქაური ფუფუნებისადმი!
100:8 -
أَفَلَا يَعْلَمُ إِذَا بُعْثِرَ مَا فِي الْقُبُورِ
განა არ იცის, რომ ყველა საფლავში მყოფი უნდა გაცოცხლდეს და წამოდგეს?
100:9
თარგმანი: რეზო მიქელაძე