სურა 99 ზილზალი

  1. إِذَا زُلْزِلَتِ الْأَرْضُ زِلْزَالَهَا

    როცა მიწა იმ საზარელი მიწისძვრით შეირხეს,

    99:1
  2. وَأَخْرَجَتِ الْأَرْضُ أَثْقَالَهَا

    და ჩამოიგდოს დედამიწამ თავისი ტვირთი,

    99:2
  3. وَقَالَ الْإِنْسَانُ مَا لَهَا

    იტყვის ადამიანი: რა ემართება მას?

    99:3
  4. يَوْمَئِذٍ تُحَدِّثُ أَخْبَارَهَا

    იმ დღეს მოყვება იგი (დედამიწა) თავის ამბავს,

    99:4
  5. بِأَنَّ رَبَّكَ أَوْحَىٰ لَهَا

    რადგანაც ღმერთმა შენმა შთააგონა მას (დედამიწას)!

    99:5
  6. يَوْمَئِذٍ يَصْدُرُ النَّاسُ أَشْتَاتًا لِيُرَوْا أَعْمَالَهُمْ

    იმ დღეს გამოვარდებიან ადამიანები დაყოფილი, რათა ეჩვენოს მათ მათივე ნამოქმედარი!

    99:6
  7. فَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ خَيْرًا يَرَهُ

    და ის, ვინც იოტისოდენა სიკეთე მაინც ჰქმნა, იხილავს იმას (ჯილდოს მიიღებს)!

    99:7
  8. وَمَنْ يَعْمَلْ مِثْقَالَ ذَرَّةٍ شَرًّا يَرَهُ

    და ისიც, ვინც იოტისოდენა ავი ჰქმნა, იხილავს იმას (სამაგიერო მიეზღვება)!

    99:8

თარგმანი: რეზო მიქელაძე