მუსხაფი, გვერდი 586

  1. إِذَا الشَّمْسُ كُوِّرَتْ

    როცა მზეს შემოეხვევა წყვდიადი,

    81:1
  2. وَإِذَا النُّجُومُ انْكَدَرَتْ

    და როცა ჩამოცვივდება ვარსკვლავები,

    81:2
  3. وَإِذَا الْجِبَالُ سُيِّرَتْ

    და როცა მთები დაიძრებიან,

    81:3
  4. وَإِذَا الْعِشَارُ عُطِّلَتْ

    და როცა დასავსებულ აქლემებზე (ყველაზე ძვირფას ფასეულობებზე) ხელს აიღებენ,

    81:4
  5. وَإِذَا الْوُحُوشُ حُشِرَتْ

    და როცა ცხოველები (ყველა სულიერნი) შეიკრიბებიან,

    81:5
  6. وَإِذَا الْبِحَارُ سُجِّرَتْ

    და როცა ზღვებს ალი მოედება,

    81:6
  7. وَإِذَا النُّفُوسُ زُوِّجَتْ

    და როცა სულები შეერწყმიან (სხეულებს),

    81:7
  8. وَإِذَا الْمَوْءُودَةُ سُئِلَتْ

    და როცა ცოცხლად დამარხულ გოგოს ჰკითხავენ:

    81:8
  9. بِأَيِّ ذَنْبٍ قُتِلَتْ

    თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა?

    81:9
  10. وَإِذَا الصُّحُفُ نُشِرَتْ

    და როცა გვერდები (პირადი საქმეები) გადაიშლება,

    81:10
  11. وَإِذَا السَّمَاءُ كُشِطَتْ

    და როცა ზეცას სახურავი გაეცლება,

    81:11
  12. وَإِذَا الْجَحِيمُ سُعِّرَتْ

    და როცა ჯოჯოხეთი აგიზგიზდება,

    81:12
  13. وَإِذَا الْجَنَّةُ أُزْلِفَتْ

    და როცა სამოთხე მოახლოვდება,

    81:13
  14. عَلِمَتْ نَفْسٌ مَا أَحْضَرَتْ

    მაშინ გაიგებს ყოველი სული, თუ რა მოუმზადა საკუთარ თავს!

    81:14
  15. فَلَا أُقْسِمُ بِالْخُنَّسِ

    შეხედეთ, ღამით მანათობელ და დღისით განაბულ ვარსკვლავებს,

    81:15
  16. الْجَوَارِ الْكُنَّسِ

    ჰორიზონტზე რომ ჩნდებიან და კვლავ ქრებიან!

    81:16
  17. وَاللَّيْلِ إِذَا عَسْعَسَ

    ვფიცავ ღამეს, როცა ბნელდება,

    81:17
  18. وَالصُّبْحِ إِذَا تَنَفَّسَ

    და დილას, როცა თენდება!

    81:18
  19. إِنَّهُ لَقَوْلُ رَسُولٍ كَرِيمٍ

    უეჭველად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯებრაილის) გადმოცემული სიტყვა,

    81:19
  20. ذِي قُوَّةٍ عِنْدَ ذِي الْعَرْشِ مَكِينٍ

    (შუამავალს - მთავარანგელოზ ჯებრაილს) ძალა აქვს მინიჭებული ტახტის მეუფის მხრიდან და ღირსეულია მის (ალლაჰის) წინაშე,

    81:20
  21. مُطَاعٍ ثَمَّ أَمِينٍ

    მორჩილი და სანდო!

    81:21
  22. وَمَا صَاحِبُكُمْ بِمَجْنُونٍ

    და მეგობარი (შუამავალი მუჰამმედი) თქვენი არ არის შეშლილი!

    81:22
  23. وَلَقَدْ رَآهُ بِالْأُفُقِ الْمُبِينِ

    უეჭველად, მან გარკვევით იხილა იგი (ჯებრაილი) ცის კაბადონზე!

    81:23
  24. وَمَا هُوَ عَلَى الْغَيْبِ بِضَنِينٍ

    და იგი არაა, რომ დაფაროს თქვენგან რაც ზეშთაეგონა!

    81:24
  25. وَمَا هُوَ بِقَوْلِ شَيْطَانٍ رَجِيمٍ

    და ეს არ არის სიტყვა ჩაქოლილი ეშმაკისა!

    81:25
  26. فَأَيْنَ تَذْهَبُونَ

    მაშ, საითკენ მიეშურებით?

    81:26
  27. إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرٌ لِلْعَالَمِينَ

    ის მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის,

    81:27
  28. لِمَنْ شَاءَ مِنْكُمْ أَنْ يَسْتَقِيمَ

    იმათთვის, ვისაც სურს თქვენგან, რომ დაადგეს ჭეშმარიტებას!

    81:28
  29. وَمَا تَشَاءُونَ إِلَّا أَنْ يَشَاءَ اللَّهُ رَبُّ الْعَالَمِينَ

    და ვერაფერს ისურვებთ, თუ არაა ნება ალლაჰისა, სამყაროთა ღმერთისა!

    81:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე