სურა 81 თექვირი
-
إِذَا الشَّمْسُ كُوِّرَتْ
როცა მზეს შემოეხვევა წყვდიადი,
81:1 -
وَإِذَا النُّجُومُ انْكَدَرَتْ
და როცა ჩამოცვივდება ვარსკვლავები,
81:2 -
وَإِذَا الْجِبَالُ سُيِّرَتْ
და როცა მთები დაიძრებიან,
81:3 -
وَإِذَا الْعِشَارُ عُطِّلَتْ
და როცა დასავსებულ აქლემებზე (ყველაზე ძვირფას ფასეულობებზე) ხელს აიღებენ,
81:4 -
وَإِذَا الْوُحُوشُ حُشِرَتْ
და როცა ცხოველები (ყველა სულიერნი) შეიკრიბებიან,
81:5 -
وَإِذَا الْبِحَارُ سُجِّرَتْ
და როცა ზღვებს ალი მოედება,
81:6 -
وَإِذَا النُّفُوسُ زُوِّجَتْ
და როცა სულები შეერწყმიან (სხეულებს),
81:7 -
وَإِذَا الْمَوْءُودَةُ سُئِلَتْ
და როცა ცოცხლად დამარხულ გოგოს ჰკითხავენ:
81:8 -
بِأَيِّ ذَنْبٍ قُتِلَتْ
თუ რომელი ცოდვისთვის მოიკლა?
81:9 -
وَإِذَا الصُّحُفُ نُشِرَتْ
და როცა გვერდები (პირადი საქმეები) გადაიშლება,
81:10 -
وَإِذَا السَّمَاءُ كُشِطَتْ
და როცა ზეცას სახურავი გაეცლება,
81:11 -
وَإِذَا الْجَحِيمُ سُعِّرَتْ
და როცა ჯოჯოხეთი აგიზგიზდება,
81:12 -
وَإِذَا الْجَنَّةُ أُزْلِفَتْ
და როცა სამოთხე მოახლოვდება,
81:13 -
عَلِمَتْ نَفْسٌ مَا أَحْضَرَتْ
მაშინ გაიგებს ყოველი სული, თუ რა მოუმზადა საკუთარ თავს!
81:14 -
فَلَا أُقْسِمُ بِالْخُنَّسِ
შეხედეთ, ღამით მანათობელ და დღისით განაბულ ვარსკვლავებს,
81:15 -
الْجَوَارِ الْكُنَّسِ
ჰორიზონტზე რომ ჩნდებიან და კვლავ ქრებიან!
81:16 -
وَاللَّيْلِ إِذَا عَسْعَسَ
ვფიცავ ღამეს, როცა ბნელდება,
81:17 -
وَالصُّبْحِ إِذَا تَنَفَّسَ
და დილას, როცა თენდება!
81:18 -
إِنَّهُ لَقَوْلُ رَسُولٍ كَرِيمٍ
უეჭველად, იგია (წმინდა ყურანი) ძვირფასი შუამავალის (მთავარანგელოზ ჯებრაილის) გადმოცემული სიტყვა,
81:19 -
ذِي قُوَّةٍ عِنْدَ ذِي الْعَرْشِ مَكِينٍ
(შუამავალს - მთავარანგელოზ ჯებრაილს) ძალა აქვს მინიჭებული ტახტის მეუფის მხრიდან და ღირსეულია მის (ალლაჰის) წინაშე,
81:20
თარგმანი: რეზო მიქელაძე