მუსხაფი, გვერდი 575
-
إِنَّ رَبَّكَ يَعْلَمُ أَنَّكَ تَقُومُ أَدْنَىٰ مِنْ ثُلُثَيِ اللَّيْلِ وَنِصْفَهُ وَثُلُثَهُ وَطَائِفَةٌ مِنَ الَّذِينَ مَعَكَ ۚ وَاللَّهُ يُقَدِّرُ اللَّيْلَ وَالنَّهَارَ ۚ عَلِمَ أَنْ لَنْ تُحْصُوهُ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۖ فَاقْرَءُوا مَا تَيَسَّرَ مِنَ الْقُرْآنِ ۚ عَلِمَ أَنْ سَيَكُونُ مِنْكُمْ مَرْضَىٰ ۙ وَآخَرُونَ يَضْرِبُونَ فِي الْأَرْضِ يَبْتَغُونَ مِنْ فَضْلِ اللَّهِ ۙ وَآخَرُونَ يُقَاتِلُونَ فِي سَبِيلِ اللَّهِ ۖ فَاقْرَءُوا مَا تَيَسَّرَ مِنْهُ ۚ وَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَأَقْرِضُوا اللَّهَ قَرْضًا حَسَنًا ۚ وَمَا تُقَدِّمُوا لِأَنْفُسِكُمْ مِنْ خَيْرٍ تَجِدُوهُ عِنْدَ اللَّهِ هُوَ خَيْرًا وَأَعْظَمَ أَجْرًا ۚ وَاسْتَغْفِرُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
უეჭველად, შენი ღმერთი უწყის, რომ შენ ლოცვას აღავლენ სულ მცირე ღამის ორ მესამედ ან ამის ნახევარს, ან მის მესამედს, და ერთი ჯგუფი იმათგან, რომელნიც შენთან ერთად არიან. და ალლაჰმა გამოთვალა დღე და ღამე, იგი უწყის, რომ თქვენ ვერ გამოთვლიდით მას. ამიტომაც მოგიტევათ თქვენ. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ ყურანისგან. იგი უწყის, რომ თქვენგან ერთი ნაწილი ავად გახდებოდა და სხვა დანარჩენები იმოგზაურებდნენ დედამიწაზე ალლაჰის წყალობის საძიებლად. და კიდევ სხვები იბრძვიან ალლაჰის გზაზე. მაშ, იკითხეთ რაც გეიოლებათ მისგან და აღავლინეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და ასესხეთ ალლაჰს კეთილი სესხი. და რა სიკეთესაც წაიმძღვარებთ საკუთარი სულისთვის, იმას ჰპოვებთ ალლაჰთან, უფრო დიდი სიკეთედ და უდიდეს საზღაურად. და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ, რამეთუ ალლაჰი შემწყალეა, მწყალობელია!
73:20 -
يَا أَيُّهَا الْمُدَّثِّرُ
ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
74:1 -
قُمْ فَأَنْذِرْ
წამოდექი და შეაგონე!
74:2 -
وَرَبَّكَ فَكَبِّرْ
და ადიდე ღმერთი შენი!
74:3 -
وَثِيَابَكَ فَطَهِّرْ
და შენი სამოსი განიწმინდე,
74:4 -
وَالرُّجْزَ فَاهْجُرْ
და სიბილწე განაგდე!
74:5 -
وَلَا تَمْنُنْ تَسْتَكْثِرُ
და ნუ იქმ სიკეთეს, რომ უფრო მეტი მოიხვეჭო!
74:6 -
وَلِرَبِّكَ فَاصْبِرْ
და მოითმინე შენი ღმერთის კმაყოფილებისთვის!
74:7 -
فَإِذَا نُقِرَ فِي النَّاقُورِ
ხოლო როცა ჩაიბერება საყვირში,
74:8 -
فَذَٰلِكَ يَوْمَئِذٍ يَوْمٌ عَسِيرٌ
სწორედ ის დღე ძნელი დღეა.
74:9 -
عَلَى الْكَافِرِينَ غَيْرُ يَسِيرٍ
რომელიც ურწმუნოთათვის არ იქნება ადვილი.
74:10 -
ذَرْنِي وَمَنْ خَلَقْتُ وَحِيدًا
მე დამიტოვე იგი, ვინც გავაჩინე ეული
74:11 -
وَجَعَلْتُ لَهُ مَالًا مَمْدُودًا
და დავადგინე მისთვის ქონება ურიცხვი,
74:12 -
وَبَنِينَ شُهُودًا
და ძენი გარშემორტყმული,
74:13 -
وَمَهَّدْتُ لَهُ تَمْهِيدًا
და მას მივეცი უხვი სარჩო და ფართო შესაძლებლობა.
74:14 -
ثُمَّ يَطْمَعُ أَنْ أَزِيدَ
მერე დახარბდა, რომ მომემატებია.
74:15 -
كَلَّا ۖ إِنَّهُ كَانَ لِآيَاتِنَا عَنِيدًا
არამც და არამც! უეჭველად, იგი შეიქმნა ჩვენი აიათების წინაშე ურჩი.
74:16 -
سَأُرْهِقُهُ صَعُودًا
სულ მალე გავრეკავ მას ცეცხლის ხრამში.
74:17
თარგმანი: რეზო მიქელაძე