მუსხაფი, გვერდი 574
-
يَا أَيُّهَا الْمُزَّمِّلُ
ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
73:1 -
قُمِ اللَّيْلَ إِلَّا قَلِيلًا
აღავლინე ლოცვა ღამით, თუნდაც მცირედი,
73:2 -
نِصْفَهُ أَوِ انْقُصْ مِنْهُ قَلِيلًا
ან მისი ნახევარი ან გამოაკელი მას ცოტა,
73:3 -
أَوْ زِدْ عَلَيْهِ وَرَتِّلِ الْقُرْآنَ تَرْتِيلًا
ან დაამატე მასზე და ლამაზად იკითხე ყურანი, აუჩქარებლად (დინჯად).
73:4 -
إِنَّا سَنُلْقِي عَلَيْكَ قَوْلًا ثَقِيلًا
უეჭველად, ჩვენ ზეგარდმოვავლენთ შენზე მძიმე სიტყვას,
73:5 -
إِنَّ نَاشِئَةَ اللَّيْلِ هِيَ أَشَدُّ وَطْئًا وَأَقْوَمُ قِيلًا
უეჭველად, ღამით წამოდგომა (ძნელია, მაგრამ) უფრო ქმედითია და უფრო ნაყოფიერი.
73:6 -
إِنَّ لَكَ فِي النَّهَارِ سَبْحًا طَوِيلًا
უეჭველად, შენთვის დღისით უფრო დიდი დატვირთულობაა.
73:7 -
وَاذْكُرِ اسْمَ رَبِّكَ وَتَبَتَّلْ إِلَيْهِ تَبْتِيلًا
და ახსენე სახელი შენი ღმერთის და მთელი ძალისხმებით იღვაწე მისკენ ყველაფრისგან შორს.
73:8 -
رَبُّ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ فَاتَّخِذْهُ وَكِيلًا
იგია ღმერთი აღმოსავლეთისა და დასავლეთის. არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, იგი დაიდგინე მფარველად!
73:9 -
وَاصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَاهْجُرْهُمْ هَجْرًا جَمِيلًا
და მოითმინე, რასაც ისინი ამბობენ, განუდექი მათ ღირსეული განდგომით.
73:10 -
وَذَرْنِي وَالْمُكَذِّبِينَ أُولِي النَّعْمَةِ وَمَهِّلْهُمْ قَلِيلًا
მე დამიტოვე ცრუდ შემრაცხველნი დოვლათის პატრონნი და მათ გადაუწი ცოტა დრო.
73:11 -
إِنَّ لَدَيْنَا أَنْكَالًا وَجَحِيمًا
უეჭველად, ჩვენს წიაღ მძიმე ბორკილებია და აალებული ცეცხლია,
73:12 -
وَطَعَامًا ذَا غُصَّةٍ وَعَذَابًا أَلِيمًا
საკვები, რომელიც ყელში გაეჩხირება და სასჯელი მწარე.
73:13 -
يَوْمَ تَرْجُفُ الْأَرْضُ وَالْجِبَالُ وَكَانَتِ الْجِبَالُ كَثِيبًا مَهِيلًا
იმ დღეს შეზანზარდება მიწა და მთები და გარდაიქცევა მთები მიმოფანტულ ქვიშის ბორცვებად.
73:14 -
إِنَّا أَرْسَلْنَا إِلَيْكُمْ رَسُولًا شَاهِدًا عَلَيْكُمْ كَمَا أَرْسَلْنَا إِلَىٰ فِرْعَوْنَ رَسُولًا
უეჭველად, ჩვენ წარმოვგზავნეთ თქვენთან შუამავალი მოწმედ თქვენ წინააღმდეგ ისევე, როგორც წარვგზავნეთ ფარაონთან შუამავალი.
73:15 -
فَعَصَىٰ فِرْعَوْنُ الرَّسُولَ فَأَخَذْنَاهُ أَخْذًا وَبِيلًا
მაშინ ეურჩა ფარაონი შუამავალს, ამიტომაც შევიპყარით იგი მძლავრი შეპყრობით.
73:16 -
فَكَيْفَ تَتَّقُونَ إِنْ كَفَرْتُمْ يَوْمًا يَجْعَلُ الْوِلْدَانَ شِيبًا
ამრიგად, როგორ დაიცავთ თავს თუ უარყოფთ იმ დღეს, რომელიც ბავშვებს გააჭაღარავებს?
73:17 -
السَّمَاءُ مُنْفَطِرٌ بِهِ ۚ كَانَ وَعْدُهُ مَفْعُولًا
ზეცა გაიპობა მისით და აღთქმა მისი აღსრულდება!
73:18 -
إِنَّ هَٰذِهِ تَذْكِرَةٌ ۖ فَمَنْ شَاءَ اتَّخَذَ إِلَىٰ رَبِّهِ سَبِيلًا
უეჭველად, ეს შეგონებაა! დაე, მსურველმა აირჩიოს თავისი ღმერთისკენ მიმავალი გზა.
73:19
თარგმანი: რეზო მიქელაძე