მუსხაფი, გვერდი 544
-
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا نَاجَيْتُمُ الرَّسُولَ فَقَدِّمُوا بَيْنَ يَدَيْ نَجْوَاكُمْ صَدَقَةً ۚ ذَٰلِكَ خَيْرٌ لَكُمْ وَأَطْهَرُ ۚ فَإِنْ لَمْ تَجِدُوا فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَحِيمٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა ინებებთ პირისპირ საუბარს შუამავალთან, საუბრის წინ გაიღეთ მოწყალება. ესაა თქვენთვის ყველაზე უკეთესი და წმინდა. და თუ ვერ იპოვით, უეჭველად, ალლაჰი მოწყალეა, მწყალობელია!
58:12 -
أَأَشْفَقْتُمْ أَنْ تُقَدِّمُوا بَيْنَ يَدَيْ نَجْوَاكُمْ صَدَقَاتٍ ۚ فَإِذْ لَمْ تَفْعَلُوا وَتَابَ اللَّهُ عَلَيْكُمْ فَأَقِيمُوا الصَّلَاةَ وَآتُوا الزَّكَاةَ وَأَطِيعُوا اللَّهَ وَرَسُولَهُ ۚ وَاللَّهُ خَبِيرٌ بِمَا تَعْمَلُونَ
განა თქვენ დაგენანათ მასთან საუბრის წინ გაღება მოწყალებათა? რახან ვერ გააკეთეთ და ალლაჰმა მოგიტევათ, მაშინ აღავლინეთ ლოცვა და გაიღეთ სავალდებულო მოწყალება და დაემორჩილეთ ალლაჰს და მის შუამავალს. უეჭველად, უწყის ალლაჰმა, რასაც იქმთ.
58:13 -
أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ تَوَلَّوْا قَوْمًا غَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِمْ مَا هُمْ مِنْكُمْ وَلَا مِنْهُمْ وَيَحْلِفُونَ عَلَى الْكَذِبِ وَهُمْ يَعْلَمُونَ
განა ვერ ხედავ იმათ, რომელთაც დაუმეგობრდნენ ხალხი, რომელთა ზედა რისხვა აწვნია ალლაჰმა? ისინი არც თქვენსკენ არიან და არც იმათკენ. და ისინი იფიცებენ სიცრუეზე, შეგნებულად.
58:14 -
أَعَدَّ اللَّهُ لَهُمْ عَذَابًا شَدِيدًا ۖ إِنَّهُمْ سَاءَ مَا كَانُوا يَعْمَلُونَ
მზად ჰყო ალლაჰმა მათთვის უმკაცრესი სასჯელი. უეჭველად, რასაც სჩადიან, საზიზღრობაა.
58:15 -
اتَّخَذُوا أَيْمَانَهُمْ جُنَّةً فَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ فَلَهُمْ عَذَابٌ مُهِينٌ
დაიდგინეს თავიანთი ფიცნი ფარად, ამგვარად აღუკვეთეს ალლაჰის გზა. დაე, მათთვის სამარცხვინო სასჯელი!
58:16 -
لَنْ تُغْنِيَ عَنْهُمْ أَمْوَالُهُمْ وَلَا أَوْلَادُهُمْ مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۚ أُولَٰئِكَ أَصْحَابُ النَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَالِدُونَ
ვერ შეეწევათ ვერაფერი ალლაჰის წინაშე, ვერც მათი ქონება, და ვერც მათი შვილები. სწორედ ეგენი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქ იქნებიან სამუდამოდ დამკვიდრებულნი.
58:17 -
يَوْمَ يَبْعَثُهُمُ اللَّهُ جَمِيعًا فَيَحْلِفُونَ لَهُ كَمَا يَحْلِفُونَ لَكُمْ ۖ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُمْ عَلَىٰ شَيْءٍ ۚ أَلَا إِنَّهُمْ هُمُ الْكَاذِبُونَ
იმ დღეს გააცოცხლებს მათ ალლაჰი ყველას, ისე მოჰყვებიან ფიცს მის წინაშე, როგორც თქვენ გეფიცებოდნენ; იფიქრებენ, რომ ამით რაღაცას უშველიან საკუთარ თავს. ფრთხილად, უეჭველად, ეგენი არიან ცრუნი!
58:18 -
اسْتَحْوَذَ عَلَيْهِمُ الشَّيْطَانُ فَأَنْسَاهُمْ ذِكْرَ اللَّهِ ۚ أُولَٰئِكَ حِزْبُ الشَّيْطَانِ ۚ أَلَا إِنَّ حِزْبَ الشَّيْطَانِ هُمُ الْخَاسِرُونَ
დაიმორჩილა ისინი ეშმაკმა, ამრიგად დაავიწყა მათ ხსენება ალლაჰისა. სწორედ ეგენი არიან მოკავშირენი ეშმაკისა. ფრთხილად, უეჭველად, ეშმაკის მოკავშირენი არიან წაგებულნი!
58:19 -
إِنَّ الَّذِينَ يُحَادُّونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ أُولَٰئِكَ فِي الْأَذَلِّينَ
უეჭველად, რომელნიც ეურჩებიან ალლაჰსა და მის შუამავალს. სწორედ ეგენი იქნებიან დამცირებაში.
58:20 -
كَتَبَ اللَّهُ لَأَغْلِبَنَّ أَنَا وَرُسُلِي ۚ إِنَّ اللَّهَ قَوِيٌّ عَزِيزٌ
დაადგინა ალლაჰმა, უთუოდ, ვსძლევ მე მათ, და ჩემი შუამავალიც. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა, ძლევამოსიალია!
58:21
თარგმანი: რეზო მიქელაძე