მუსხაფი, გვერდი 545
-
لَا تَجِدُ قَوْمًا يُؤْمِنُونَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ يُوَادُّونَ مَنْ حَادَّ اللَّهَ وَرَسُولَهُ وَلَوْ كَانُوا آبَاءَهُمْ أَوْ أَبْنَاءَهُمْ أَوْ إِخْوَانَهُمْ أَوْ عَشِيرَتَهُمْ ۚ أُولَٰئِكَ كَتَبَ فِي قُلُوبِهِمُ الْإِيمَانَ وَأَيَّدَهُمْ بِرُوحٍ مِنْهُ ۖ وَيُدْخِلُهُمْ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا ۚ رَضِيَ اللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا عَنْهُ ۚ أُولَٰئِكَ حِزْبُ اللَّهِ ۚ أَلَا إِنَّ حِزْبَ اللَّهِ هُمُ الْمُفْلِحُونَ
ვერ ჰპოვებ ხალხს, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, მეგობრობდნენ იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, რომც იყვნენ ეგენი თავიანთი მამა-პაპანი, შვილები, ძმები ან ჯიში-ჯილაგი. სწორედ ეგენი არიან, რომელთა გულებში ჩანერგა რწმენა და განამტკიცა ეგენი მისგან სულით; და შეიყვანს მათ სამოთხენში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. იქ დარჩებიან სამუდამოდ. ალლაჰი კმაყოფილია მათი და მისით კმაყოფილი არიან ისინი. სწორედ ეგენი არიან ალლაჰის მიმდევრები. კარგად შეიმეცნეთ, უეჭველად, ნეტარ არინ მიმდევარნი ალლაჰისა!
58:22 -
سَبَّحَ لِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۖ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
ალლაჰის განდიდებაში არიან, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რამეთუ იგი ძლევამოსილია, ბრძენია!
59:1 -
هُوَ الَّذِي أَخْرَجَ الَّذِينَ كَفَرُوا مِنْ أَهْلِ الْكِتَابِ مِنْ دِيَارِهِمْ لِأَوَّلِ الْحَشْرِ ۚ مَا ظَنَنْتُمْ أَنْ يَخْرُجُوا ۖ وَظَنُّوا أَنَّهُمْ مَانِعَتُهُمْ حُصُونُهُمْ مِنَ اللَّهِ فَأَتَاهُمُ اللَّهُ مِنْ حَيْثُ لَمْ يَحْتَسِبُوا ۖ وَقَذَفَ فِي قُلُوبِهِمُ الرُّعْبَ ۚ يُخْرِبُونَ بُيُوتَهُمْ بِأَيْدِيهِمْ وَأَيْدِي الْمُؤْمِنِينَ فَاعْتَبِرُوا يَا أُولِي الْأَبْصَارِ
იგია, რომელმაც გამოაძევა საკუთარი საცხოვრებლებიდან წიგნის ხალხთაგან ისინი, რომელთაც უარყვეს, პირველი მოქუჩება-განდევნისთვის, თქვენ არ გეგონათ, რომ გამოვიდოდნენ, მათ კი ეგონათ, რომ საკუთარი ციხე–სიმაგრეები დაიცავდათ ალლაჰისაგან. მაგრამ ალლაჰის ბრძანება იქიდან მივიდა, საიდანაც არ ელოდნენ და ჩააგდო მათ გულებში შიში. ანგრევენ საკუთარ სახლებს საკუთარი ხელით და მორწმუნეთა ხელით. მაშ, შეიმეცნეთ თვალხილულნო!
59:2 -
وَلَوْلَا أَنْ كَتَبَ اللَّهُ عَلَيْهِمُ الْجَلَاءَ لَعَذَّبَهُمْ فِي الدُّنْيَا ۖ وَلَهُمْ فِي الْآخِرَةِ عَذَابُ النَّارِ
და რომ არ დაეწერა ალლაჰს მათზე განდევნა, უთუოდ, დასჯიდა მათ ამავქვეყნად, ხოლო იმქვეყნად ცეცხლის სასჯელია მათთვის.
59:3
თარგმანი: რეზო მიქელაძე