მუსხაფი, გვერდი 543
-
أَلَمْ تَرَ أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۖ مَا يَكُونُ مِنْ نَجْوَىٰ ثَلَاثَةٍ إِلَّا هُوَ رَابِعُهُمْ وَلَا خَمْسَةٍ إِلَّا هُوَ سَادِسُهُمْ وَلَا أَدْنَىٰ مِنْ ذَٰلِكَ وَلَا أَكْثَرَ إِلَّا هُوَ مَعَهُمْ أَيْنَ مَا كَانُوا ۖ ثُمَّ يُنَبِّئُهُمْ بِمَا عَمِلُوا يَوْمَ الْقِيَامَةِ ۚ إِنَّ اللَّهَ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი უწყის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა? და არ იქნება საიდუმლო ბჭობა სამთა, რომ არ იყოს მეოთხე ის და არც ხუთთა, რომ იგი არ იყოს მეექვსე და არც ნაკლები ამაზე და არც მეტი, რომ არ იყოს იგი მათგან, სადაც არ უნდა იყვნენ. მერე აღდგომის დღეს მათ ამცნობს იმას, რაც ჰქმნეს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
58:7 -
أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ نُهُوا عَنِ النَّجْوَىٰ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا نُهُوا عَنْهُ وَيَتَنَاجَوْنَ بِالْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَمَعْصِيَتِ الرَّسُولِ وَإِذَا جَاءُوكَ حَيَّوْكَ بِمَا لَمْ يُحَيِّكَ بِهِ اللَّهُ وَيَقُولُونَ فِي أَنْفُسِهِمْ لَوْلَا يُعَذِّبُنَا اللَّهُ بِمَا نَقُولُ ۚ حَسْبُهُمْ جَهَنَّمُ يَصْلَوْنَهَا ۖ فَبِئْسَ الْمَصِيرُ
განა ვერ ხედავ იმათ, რომელთაც აეკრძალათ საიდუმლო ბჭობა? კვლავ უბრუნდებიან იმას, რაც აეკრძალათ და საიდუმლოდ ბჭობენ დანაშაულზე, მტრულზე და შუამავალისადმი ურჩობაზე. ხოლო როცა მოდიან შენთან, გესალმებიან ისე, როგორც არ გესალმება ალლაჰი და ეუბნებიან ერთმანეთს: მაშ, თუკი ასეა, რატომ არ დაგვსაჯა ჩვენ ალლაჰმა იმისთვის, რასაც ვამბობთ? მათთვის ჯოჯოხეთიც კმარა, შენთებული იქნებიან მასში. რაოდენ საზარელი ფინიშია!
58:8 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا تَنَاجَيْتُمْ فَلَا تَتَنَاجَوْا بِالْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ وَمَعْصِيَتِ الرَّسُولِ وَتَنَاجَوْا بِالْبِرِّ وَالتَّقْوَىٰ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ الَّذِي إِلَيْهِ تُحْشَرُونَ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა საიდუმლოდ საუბრობთ, არ ილაპარაკოთ ცოდვაზე, მტრობაზე და შუამავლისადმი ურჩობაზე. ილაპარაკეთ სიკეთეზე, ღვთის მოშიშობაზე და გეშინოდეთ ალლაჰის, რომელთანაც შეიკრიბებით.
58:9 -
إِنَّمَا النَّجْوَىٰ مِنَ الشَّيْطَانِ لِيَحْزُنَ الَّذِينَ آمَنُوا وَلَيْسَ بِضَارِّهِمْ شَيْئًا إِلَّا بِإِذْنِ اللَّهِ ۚ وَعَلَى اللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ الْمُؤْمِنُونَ
უეჭველად, საიდუმლო ბჭობა ეშმაკისგანაა, რათა დაამწუხროს, რომელთაც ირწმუნეს. მაგრამ ვერაფერს ავნებს მათ, თუ არა ნება ალლაჰისა. დაე, ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი!
58:10 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا قِيلَ لَكُمْ تَفَسَّحُوا فِي الْمَجَالِسِ فَافْسَحُوا يَفْسَحِ اللَّهُ لَكُمْ ۖ وَإِذَا قِيلَ انْشُزُوا فَانْشُزُوا يَرْفَعِ اللَّهُ الَّذِينَ آمَنُوا مِنْكُمْ وَالَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ دَرَجَاتٍ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა მოგიწოდებენ: ადგილი დაუთმეთ თავშეყრის ადგილებში! დაუთმეთ, რათა მოგიტევოს ალლაჰმა თქვენ. ხოლო როცა გეუბნებიან: ადექით!– ადექით. აღამაღლებს ალლაჰი, რომელთაც ირწმუნეს თქვენგან და რომელთაც ებოძათ ცოდნა ხარისხებით. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
58:11
თარგმანი: რეზო მიქელაძე