მუსხაფი, გვერდი 542

  1. قَدْ سَمِعَ اللَّهُ قَوْلَ الَّتِي تُجَادِلُكَ فِي زَوْجِهَا وَتَشْتَكِي إِلَى اللَّهِ وَاللَّهُ يَسْمَعُ تَحَاوُرَكُمَا ۚ إِنَّ اللَّهَ سَمِيعٌ بَصِيرٌ

    უკვე ისმინა ალლაჰმა სიტყვა იმისა, რომელიც აბეზღებს შენთან თავისი მეუღლეს და შესჩივის ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი ისმენს თქვენს საუბარს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმხედველია!

    58:1
  2. الَّذِينَ يُظَاهِرُونَ مِنْكُمْ مِنْ نِسَائِهِمْ مَا هُنَّ أُمَّهَاتِهِمْ ۖ إِنْ أُمَّهَاتُهُمْ إِلَّا اللَّائِي وَلَدْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَيَقُولُونَ مُنْكَرًا مِنَ الْقَوْلِ وَزُورًا ۚ وَإِنَّ اللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌ

    თქვენგან, რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, არ არიან ისინი (მათი ცოლები) მათი დედები, რადგან მათი დედები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც შობეს ისინი. და უეჭველად, ამის მთქმელები საძრახ სიტყვას და სიცრუეს ამბობენ. უეჭველად, ალლაჰი შემწყნარებელია, მიმტევებელია!

    58:2
  3. وَالَّذِينَ يُظَاهِرُونَ مِنْ نِسَائِهِمْ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا قَالُوا فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مِنْ قَبْلِ أَنْ يَتَمَاسَّا ۚ ذَٰلِكُمْ تُوعَظُونَ بِهِ ۚ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ

    ხოლო რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, მერე გათათქვამენ, რაც თქვეს იმისთვის დაეკისროს ერთი მონის გათავისუფლება სანამ შეეხებოდნენ ერთმანეთს. სწორედ ესაა შეგონება თქვენთვის. უეჭველად, ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!

    58:3
  4. فَمَنْ لَمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ مِنْ قَبْلِ أَنْ يَتَمَاسَّا ۖ فَمَنْ لَمْ يَسْتَطِعْ فَإِطْعَامُ سِتِّينَ مِسْكِينًا ۚ ذَٰلِكَ لِتُؤْمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ ۚ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ ۗ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ أَلِيمٌ

    და ვისაც არა მოეპოვება, მაშინ ორი გადაბმული თვის მარხულობა სანამ ერთმანეთს შეეხებოდნენ. ხოლო ვისაც არ შესწევს ძალა, მაშინ დააპურება სამოცი უპოვრისა. ეს იმიტომაა, რომ ირწმუნოთ ალლაჰისა და მისი შუამავლის. ესაა საზღვრები ალლაჰისა. და ურწმუნოთათვისაა სასჯელი მწარე!

    58:4
  5. إِنَّ الَّذِينَ يُحَادُّونَ اللَّهَ وَرَسُولَهُ كُبِتُوا كَمَا كُبِتَ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ وَقَدْ أَنْزَلْنَا آيَاتٍ بَيِّنَاتٍ ۚ وَلِلْكَافِرِينَ عَذَابٌ مُهِينٌ

    უეჭველად, რომელნიც ეურჩებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, დამცირებულ იქნენ ისე, როგორც მათზე უწინ მყოფნი. უკვე ჩვენ ზემოვავლინეთ ცხადი აიათები, და ურწმუნოთათვისაა სამარცხვინო სასჯელი!

    58:5
  6. يَوْمَ يَبْعَثُهُمُ اللَّهُ جَمِيعًا فَيُنَبِّئُهُمْ بِمَا عَمِلُوا ۚ أَحْصَاهُ اللَّهُ وَنَسُوهُ ۚ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ شَهِيدٌ

    იმ დღეს გააცოცხლებს ალლაჰი ყველას და იგი ამცნობს მათ იმას, რასაც სჩადიოდნენ. აღნუსხა იგი ალლაჰმა, რაც აღარ ახსოვთ, რამეთუ ალლაჰი უწყის ყველაფერს!

    58:6

თარგმანი: რეზო მიქელაძე