მუსხაფი, გვერდი 54
-
يَوْمَ تَجِدُ كُلُّ نَفْسٍ مَا عَمِلَتْ مِنْ خَيْرٍ مُحْضَرًا وَمَا عَمِلَتْ مِنْ سُوءٍ تَوَدُّ لَوْ أَنَّ بَيْنَهَا وَبَيْنَهُ أَمَدًا بَعِيدًا ۗ وَيُحَذِّرُكُمُ اللَّهُ نَفْسَهُ ۗ وَاللَّهُ رَءُوفٌ بِالْعِبَادِ
მოვა (ანგარიშსწორების) დღე, როცა ყველა სული, რაც სიკეთე ჩაუდენია და რაც სიავე ჩაუდენია, მზად ჰპოვებს, ინატრებს (ძალიან ბევრი ადამიანი) ამასა და მას შორის გრძელი მანძილი იყოს. ხოლო ალლაჰი გიბრძანებთ, მისადმი მოკრძალებას. სწორედ, რომ ალლაჰი მწყალობელია თავის მსახურთა მიმართ.
3:30 -
قُلْ إِنْ كُنْتُمْ تُحِبُّونَ اللَّهَ فَاتَّبِعُونِي يُحْبِبْكُمُ اللَّهُ وَيَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ ۗ وَاللَّهُ غَفُورٌ رَحِيمٌ
უთხარი შენ (მუჰამმედ): თუ გიყვართ ალლაჰი, გამომყევით მე,რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია!
3:31 -
قُلْ أَطِيعُوا اللَّهَ وَالرَّسُولَ ۖ فَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّ اللَّهَ لَا يُحِبُّ الْكَافِرِينَ
უთხარი შენ (მუჰამმედ): დაემორჩილეთ ალლაჰს და (მის) შუამავალს! ხოლო თუ ზურგს აქცევენ, უეჭველია, რომ ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი.
3:32 -
إِنَّ اللَّهَ اصْطَفَىٰ آدَمَ وَنُوحًا وَآلَ إِبْرَاهِيمَ وَآلَ عِمْرَانَ عَلَى الْعَالَمِينَ
უეჭველად, ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი, იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის,
3:33 -
ذُرِّيَّةً بَعْضُهَا مِنْ بَعْضٍ ۗ وَاللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ
ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმსმენია, ყოვლისმცოდნეა!
3:34 -
إِذْ قَالَتِ امْرَأَتُ عِمْرَانَ رَبِّ إِنِّي نَذَرْتُ لَكَ مَا فِي بَطْنِي مُحَرَّرًا فَتَقَبَّلْ مِنِّي ۖ إِنَّكَ أَنْتَ السَّمِيعُ الْعَلِيمُ
აკი, თქვა იმრანის ცოლმა: „უფალო ჩემო, „რაც ჩემს მუცელშია, უპირობოდ შენ აღგითქვი, ყველაფრისგან თავისუფალი, მიიღე ჩემგან. უეჭველად, შენ და მხოლოდ შენ ხარ ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნე.
3:35 -
فَلَمَّا وَضَعَتْهَا قَالَتْ رَبِّ إِنِّي وَضَعْتُهَا أُنْثَىٰ وَاللَّهُ أَعْلَمُ بِمَا وَضَعَتْ وَلَيْسَ الذَّكَرُ كَالْأُنْثَىٰ ۖ وَإِنِّي سَمَّيْتُهَا مَرْيَمَ وَإِنِّي أُعِيذُهَا بِكَ وَذُرِّيَّتَهَا مِنَ الشَّيْطَانِ الرَّجِيمِ
და როცა შეეძინა იგი, თქვა: „ღმერთო ჩემო! აი, მე შემეძინა იგი გოგო.“ ალლაჰმა უკეთ უწყის, რაც შვა მან, თუმცა ვაჟი არ არის მსგავსი ქალის, „და დავარქვი მას მარიამი, და შენ გაბარებ მას და მის შთამომავლობას, ფარავდე ეშმაკისგან, ქვებით ჩაქოლილისგან!“
3:36 -
فَتَقَبَّلَهَا رَبُّهَا بِقَبُولٍ حَسَنٍ وَأَنْبَتَهَا نَبَاتًا حَسَنًا وَكَفَّلَهَا زَكَرِيَّا ۖ كُلَّمَا دَخَلَ عَلَيْهَا زَكَرِيَّا الْمِحْرَابَ وَجَدَ عِنْدَهَا رِزْقًا ۖ قَالَ يَا مَرْيَمُ أَنَّىٰ لَكِ هَٰذَا ۖ قَالَتْ هُوَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ ۖ إِنَّ اللَّهَ يَرْزُقُ مَنْ يَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ
მიიღო იგი უფალმა მისმა ჩინებულად და გაზარდა კეთილშობილ მცენარედ და მიუჩინა მზრუნველად ზაქარია. ყოველთვის, როცა ზაქარია შედიოდა მასთან მიჰრაბში, ხედავდა სარჩოს მის წინ. ჰკითხა: მარიამ, საიდან ეს შენ? მიუგო: „ალლაჰისგან არის ეს!“ უეჭველად, ალლაჰი აძლევს სარჩოს უთვალავს, ინებებს ვისაც.
3:37
თარგმანი: რეზო მიქელაძე