მუსხაფი, გვერდი 53

  1. أَلَمْ تَرَ إِلَى الَّذِينَ أُوتُوا نَصِيبًا مِنَ الْكِتَابِ يُدْعَوْنَ إِلَىٰ كِتَابِ اللَّهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ ثُمَّ يَتَوَلَّىٰ فَرِيقٌ مِنْهُمْ وَهُمْ مُعْرِضُونَ

    განა არ გინახავს ისეთები, რომელთაც ებოძათ წიგნის ნაწილი? ისინი მოუწოდებენ ალლაჰის წიგნისკენ, რათა განსაჯონ მათ შორის არსებული უთანხმოება; მერე ზურგს აქცევენ მათგან ზოგიერთნი, უარმყოფელნი.

    3:23
  2. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا لَنْ تَمَسَّنَا النَّارُ إِلَّا أَيَّامًا مَعْدُودَاتٍ ۖ وَغَرَّهُمْ فِي دِينِهِمْ مَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    აი, ეს იმისთვის, რომ ისინი ამბობდნენ: „ცეცხლი თუ გვეწევა, მხოლოდ რამდენსამე დღეს“. და მათივე შენათხზმა შეაცდინა ეგენი საკუთარ რწმენაში.

    3:24
  3. فَكَيْفَ إِذَا جَمَعْنَاهُمْ لِيَوْمٍ لَا رَيْبَ فِيهِ وَوُفِّيَتْ كُلُّ نَفْسٍ مَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    და მაშინ, როცა შევკრებთ იმ დღეს, რომელიც ეჭვს არ იწვევს, და ყოველ სულს სრულად მიეგება იმისთვის, რაც შეიძინა, და არ დაიჩაგრებიან ისინი(როცა მოვა ის, უეჭველი დღე), მაშ, როგორღა იქნება მათი მდგომარეობა?

    3:25
  4. قُلِ اللَّهُمَّ مَالِكَ الْمُلْكِ تُؤْتِي الْمُلْكَ مَنْ تَشَاءُ وَتَنْزِعُ الْمُلْكَ مِمَّنْ تَشَاءُ وَتُعِزُّ مَنْ تَشَاءُ وَتُذِلُّ مَنْ تَشَاءُ ۖ بِيَدِكَ الْخَيْرُ ۖ إِنَّكَ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    თქვი: ღმერთო ჩემო, ქონების ბატონ-პატრონო! უბოძებ ქონებას, ინებებ ვისაც, და ართმევ მას, ინებებ ვისაც, და აამაღლებ, ინებებ ვისაც, და დაამდაბლებ, ინებებ ვისაც; სიკეთე ხომ მხოლოდ შენს ხელთაა, უეჭველად, შენ ყოვლისშემძლე ხარ!

    3:26
  5. تُولِجُ اللَّيْلَ فِي النَّهَارِ وَتُولِجُ النَّهَارَ فِي اللَّيْلِ ۖ وَتُخْرِجُ الْحَيَّ مِنَ الْمَيِّتِ وَتُخْرِجُ الْمَيِّتَ مِنَ الْحَيِّ ۖ وَتَرْزُقُ مَنْ تَشَاءُ بِغَيْرِ حِسَابٍ

    შენ შეიყვან ღამეს დღეში და დღეს ღამეში, და ამოიყვან ცოცხალს მკვდრისაგან და მკვდარს ცოცხლისგან; და აძლევ სარჩოს უთვალავს, ინებებ ვისაც.

    3:27
  6. لَا يَتَّخِذِ الْمُؤْمِنُونَ الْكَافِرِينَ أَوْلِيَاءَ مِنْ دُونِ الْمُؤْمِنِينَ ۖ وَمَنْ يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَلَيْسَ مِنَ اللَّهِ فِي شَيْءٍ إِلَّا أَنْ تَتَّقُوا مِنْهُمْ تُقَاةً ۗ وَيُحَذِّرُكُمُ اللَّهُ نَفْسَهُ ۗ وَإِلَى اللَّهِ الْمَصِيرُ

    არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ თქვენ, და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციელი (ფინიში).

    3:28
  7. قُلْ إِنْ تُخْفُوا مَا فِي صُدُورِكُمْ أَوْ تُبْدُوهُ يَعْلَمْهُ اللَّهُ ۗ وَيَعْلَمُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ

    უთხარი (შუამავალო): „გინდ დამალეთ თქვენი გულისნადები, გინდ განაცხადეთ, ალლაჰმა იცის ეს, რამეთუ უწყის, რაცაა ცათა შინაა და ქვეყანასა ზედა, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

    3:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე