მუსხაფი, გვერდი 55

  1. هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُ ۖ قَالَ رَبِّ هَبْ لِي مِنْ لَدُنْكَ ذُرِّيَّةً طَيِّبَةً ۖ إِنَّكَ سَمِيعُ الدُّعَاءِ

    სწორედ იქ შეევედრა ზაქარია თავის უფალს: „უფალო ჩემო, მიბოძე მე შენდამი წყალობით კეთილი შთამომავლობა. უეჭველად, შენ ხარ შემსმენი ვედრებისა!“

    3:38
  2. فَنَادَتْهُ الْمَلَائِكَةُ وَهُوَ قَائِمٌ يُصَلِّي فِي الْمِحْرَابِ أَنَّ اللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحْيَىٰ مُصَدِّقًا بِكَلِمَةٍ مِنَ اللَّهِ وَسَيِّدًا وَحَصُورًا وَنَبِيًّا مِنَ الصَّالِحِينَ

    და აი, აუწყეს მას ანგელოზებმა, როცა ლოცვად იდგა მიჰრაბში (სალოცავში): „ალლაჰი გახარებს შენ იაჰიას (შობას, დაბადებას), რომელიც განამტკიცებს ალლაჰის სიტყვას (ღისას) და იქნება დიდებული, გაწონასწორებული შუამავალი, კეთილშობილთა შორის.“

    3:39
  3. قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِي غُلَامٌ وَقَدْ بَلَغَنِيَ الْكِبَرُ وَامْرَأَتِي عَاقِرٌ ۖ قَالَ كَذَٰلِكَ اللَّهُ يَفْعَلُ مَا يَشَاءُ

    თქვა (ზაქარიამ): უფალო ჩემო! როგორ შემეძინება მე ვაჟი, როცა სიბერემ მეწია და ცოლი ჩემი უნაყოფოა? მიუგო (ალლაჰმა): დიახაც, რომ ასეა! ალლაჰი იქმს, ინებებს რასაც.

    3:40
  4. قَالَ رَبِّ اجْعَلْ لِي آيَةً ۖ قَالَ آيَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ النَّاسَ ثَلَاثَةَ أَيَّامٍ إِلَّا رَمْزًا ۗ وَاذْكُرْ رَبَّكَ كَثِيرًا وَسَبِّحْ بِالْعَشِيِّ وَالْإِبْكَارِ

    თქვა (ზაქარიამ): „უფალო ჩემო! მომეცი მე რამე ნიშანი“. თქვა: „შენი ნიშანი ისაა, რომ სამ დღეს ვერ დაელაპარაკები ხალხს, თუ არა მინიშნებით. და ახსენე უფალი შენი გამუდმებით (მრავალჯერ), და განადიდე დილას და საღამო ჟამს!“

    3:41
  5. وَإِذْ قَالَتِ الْمَلَائِكَةُ يَا مَرْيَمُ إِنَّ اللَّهَ اصْطَفَاكِ وَطَهَّرَكِ وَاصْطَفَاكِ عَلَىٰ نِسَاءِ الْعَالَمِينَ

    და როცა ანგელოზებმა უთხრეს: მარიამ! უეჭველად, ალლაჰმა შენ აგირჩია, უმწიკვლო გყო და გამოგარჩია სამყაროს ქალებს შორის.

    3:42
  6. يَا مَرْيَمُ اقْنُتِي لِرَبِّكِ وَاسْجُدِي وَارْكَعِي مَعَ الرَّاكِعِينَ

    მარიამ! მოკრძალებით დადექი შენი უფლის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის.

    3:43
  7. ذَٰلِكَ مِنْ أَنْبَاءِ الْغَيْبِ نُوحِيهِ إِلَيْكَ ۚ وَمَا كُنْتَ لَدَيْهِمْ إِذْ يُلْقُونَ أَقْلَامَهُمْ أَيُّهُمْ يَكْفُلُ مَرْيَمَ وَمَا كُنْتَ لَدَيْهِمْ إِذْ يَخْتَصِمُونَ

    (ო, მუჰამმედ)! ეს არის ერთი ამბავი დაფარულისა, რომელსაც გიცხადებთ შენ. შენ არ იყავი მათ შორის, როცა ისინი წილს იყრიდნენ, თუ ვის ხვდებოდა მზრუნველობა მარიამზე და არ ყოფილხარ მათთან, როცა დაობდნენ.

    3:44
  8. إِذْ قَالَتِ الْمَلَائِكَةُ يَا مَرْيَمُ إِنَّ اللَّهَ يُبَشِّرُكِ بِكَلِمَةٍ مِنْهُ اسْمُهُ الْمَسِيحُ عِيسَى ابْنُ مَرْيَمَ وَجِيهًا فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمِنَ الْمُقَرَّبِينَ

    დადგა დღე, როცა ანგელოზებმა უთხრეს: „მარიამ! სწორედ, რომ ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა მესიჰი ღისა ძე მარიამისა, იქნება ღირსეული სააქაოსა და საიქიოში და ერთ-ერთი დაახლოებული (ალლაჰთან).

    3:45

თარგმანი: რეზო მიქელაძე