მუსხაფი, გვერდი 52
-
الَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَا إِنَّنَا آمَنَّا فَاغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَقِنَا عَذَابَ النَّارِ
ისინი, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! უეჭველად, ჩვენ ვიწამეთ, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი და დაგვიფარე ჯოჯოხეთის მტანჯველი ცეცხლისგან,
3:16 -
الصَّابِرِينَ وَالصَّادِقِينَ وَالْقَانِتِينَ وَالْمُنْفِقِينَ وَالْمُسْتَغْفِرِينَ بِالْأَسْحَارِ
ისინი მომთმენნი არიან, მართალნი, თავმდაბალნი, მოწყალების გამღებნი და გამთენიისას მიტევების მვედრებელნი.
3:17 -
شَهِدَ اللَّهُ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ وَالْمَلَائِكَةُ وَأُولُو الْعِلْمِ قَائِمًا بِالْقِسْطِ ۚ لَا إِلَٰهَ إِلَّا هُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ
ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, გარეშე მისი; და ანგელოზთა და მცოდნეთაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, გარეშე მისა, ძლევამოსილისა, ბრძენისა.
3:18 -
إِنَّ الدِّينَ عِنْدَ اللَّهِ الْإِسْلَامُ ۗ وَمَا اخْتَلَفَ الَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ إِلَّا مِنْ بَعْدِ مَا جَاءَهُمُ الْعِلْمُ بَغْيًا بَيْنَهُمْ ۗ وَمَنْ يَكْفُرْ بِآيَاتِ اللَّهِ فَإِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
უეჭველად, ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია და მხოლოდ მას მერე, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ იწამებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად, ალლაჰი მსწრაფლგანმკითხველია!
3:19 -
فَإِنْ حَاجُّوكَ فَقُلْ أَسْلَمْتُ وَجْهِيَ لِلَّهِ وَمَنِ اتَّبَعَنِ ۗ وَقُلْ لِلَّذِينَ أُوتُوا الْكِتَابَ وَالْأُمِّيِّينَ أَأَسْلَمْتُمْ ۚ فَإِنْ أَسْلَمُوا فَقَدِ اهْتَدَوْا ۖ وَإِنْ تَوَلَّوْا فَإِنَّمَا عَلَيْكَ الْبَلَاغُ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِالْعِبَادِ
და თუ ამ ყველაფრის შემდეგ შეგედავონ, მაშინ უთხარი შენ: მე მთლიანად მივენდე ალლაჰს და ისინიც, ვინც მე გამომყვა. ხოლო უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უმეცართ (წარმართ): „განა მიენდეთ ალლაჰს“? და თუ მიენდნენ, სწორ გზას დასდგომიან ისინი. და თუ ზურგი აქციეს, შენი ვალია მხოლოდ ამცნო. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.
3:20 -
إِنَّ الَّذِينَ يَكْفُرُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَيَقْتُلُونَ النَّبِيِّينَ بِغَيْرِ حَقٍّ وَيَقْتُلُونَ الَّذِينَ يَأْمُرُونَ بِالْقِسْطِ مِنَ النَّاسِ فَبَشِّرْهُمْ بِعَذَابٍ أَلِيمٍ
უეჭველად, რომელნიც უარყოფენ ალლაჰის აიათებს, უსამართლოდ ხოცავენ შუამავალთ და იმ ხალხს, რომელნიც ჭეშმარიტებით მოუწოდებენ, მაშ, აუწყე მათ მწარე სასჯელი!
3:21 -
أُولَٰئِكَ الَّذِينَ حَبِطَتْ أَعْمَالُهُمْ فِي الدُّنْيَا وَالْآخِرَةِ وَمَا لَهُمْ مِنْ نَاصِرِينَ
ეგენი არიან, რომელთა საქმენიც ფუჭია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არ ეღირსებათ მათ არანაირი შემწეები.
3:22
თარგმანი: რეზო მიქელაძე