მუსხაფი, გვერდი 526

  1. وَالنَّجْمِ إِذَا هَوَىٰ

    ვფიცავ, ვარსკვლავს, როცა მიეფარება!

    53:1
  2. مَا ضَلَّ صَاحِبُكُمْ وَمَا غَوَىٰ

    არ გადაცდენილა თქვენი მოყვასი და არც წონასწორობიდან გამოსულა,

    53:2
  3. وَمَا يَنْطِقُ عَنِ الْهَوَىٰ

    და არც მეტყველებს თავისი ნებით.

    53:3
  4. إِنْ هُوَ إِلَّا وَحْيٌ يُوحَىٰ

    რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.

    53:4
  5. عَلَّمَهُ شَدِيدُ الْقُوَىٰ

    შეასწავლა მას მტკიცე ძალის მფლობელმა,

    53:5
  6. ذُو مِرَّةٍ فَاسْتَوَىٰ

    ბრწყინვალემ. ამგვარად უშუალოდ გამოუჩნდა

    53:6
  7. وَهُوَ بِالْأُفُقِ الْأَعْلَىٰ

    იგი უმაღლეს კაბადონზე.

    53:7
  8. ثُمَّ دَنَا فَتَدَلَّىٰ

    მერე მოახლოვდა, შემდეგ კი დაეშვა.

    53:8
  9. فَكَانَ قَابَ قَوْسَيْنِ أَوْ أَدْنَىٰ

    ამრიგად იყო ორი ისრის მანძილზე, ან უფრო ახლოს.

    53:9
  10. فَأَوْحَىٰ إِلَىٰ عَبْدِهِ مَا أَوْحَىٰ

    მაშინ ზეშთააგონა მის მსახურს რაც ზეშთაეგონა.

    53:10
  11. مَا كَذَبَ الْفُؤَادُ مَا رَأَىٰ

    არ უარყვია გულს, რაც იხილა.

    53:11
  12. أَفَتُمَارُونَهُ عَلَىٰ مَا يَرَىٰ

    განა თქვენ კამათობთ იმის შესახებ, რაც მან იხილა?

    53:12
  13. وَلَقَدْ رَآهُ نَزْلَةً أُخْرَىٰ

    და ვფიცავ, დაინახა იგი სხვა ჩამოსვლისასაც,

    53:13
  14. عِنْدَ سِدْرَةِ الْمُنْتَهَىٰ

    სიდრეთი მუნთეჰას მახლობლად,

    53:14
  15. عِنْدَهَا جَنَّةُ الْمَأْوَىٰ

    რომლის სიახლოვეს არის სამოთხის სავანე.

    53:15
  16. إِذْ يَغْشَى السِّدْرَةَ مَا يَغْشَىٰ

    აკი, გადაეკვრა სიდრას იგი, რაც ეკვროდა.

    53:16
  17. مَا زَاغَ الْبَصَرُ وَمَا طَغَىٰ

    არ შემკრთალა მზერა და არ გათავხედებულა.

    53:17
  18. لَقَدْ رَأَىٰ مِنْ آيَاتِ رَبِّهِ الْكُبْرَىٰ

    ვფიცავ, დაინახა თავისი ღმერთის უდიდეს სასწაულთაგან ნაწილი.

    53:18
  19. أَفَرَأَيْتُمُ اللَّاتَ وَالْعُزَّىٰ

    განა არ უნდა დაუფიქრდეთ, (რატომ ეთაყვანებით) ლათსა და ღუზას?

    53:19
  20. وَمَنَاةَ الثَّالِثَةَ الْأُخْرَىٰ

    და სხვას, მესამეს - მენათს?

    53:20
  21. أَلَكُمُ الذَّكَرُ وَلَهُ الْأُنْثَىٰ

    განა თქვენთვისაა განკუთვნილი მამრი და მისთვის მდედრი?

    53:21
  22. تِلْكَ إِذًا قِسْمَةٌ ضِيزَىٰ

    მაშინ ეს განაწილებაა უსამართლო.

    53:22
  23. إِنْ هِيَ إِلَّا أَسْمَاءٌ سَمَّيْتُمُوهَا أَنْتُمْ وَآبَاؤُكُمْ مَا أَنْزَلَ اللَّهُ بِهَا مِنْ سُلْطَانٍ ۚ إِنْ يَتَّبِعُونَ إِلَّا الظَّنَّ وَمَا تَهْوَى الْأَنْفُسُ ۖ وَلَقَدْ جَاءَهُمْ مِنْ رَبِّهِمُ الْهُدَىٰ

    იგი მხოლოდ ცარიელი სახელებია, რომლებიც არქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს არ გარდმოუვლენია მათ შესახებ სამტკიცი. ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ და იმას, რაც ნებავს სულებს. და ვფიცავ, მათთან მივიდა თავიანთი ღმერთიდან ჭეშმარიტება.

    53:23
  24. أَمْ لِلْإِنْسَانِ مَا تَمَنَّىٰ

    ან იქნებ ადამიანისთვის გამზადებულია ის, რასაც თავად ინატრებს?

    53:24
  25. فَلِلَّهِ الْآخِرَةُ وَالْأُولَىٰ

    მაგრამ ალლაჰს ეკუთვნის სააქაოც და საიქიოც.

    53:25
  26. وَكَمْ مِنْ مَلَكٍ فِي السَّمَاوَاتِ لَا تُغْنِي شَفَاعَتُهُمْ شَيْئًا إِلَّا مِنْ بَعْدِ أَنْ يَأْذَنَ اللَّهُ لِمَنْ يَشَاءُ وَيَرْضَىٰ

    და რამდენი ანგელოზია ცათა შინა, რომელთა შეწევნაც ვერაფერში წაადგებათ მათ, ვიდრეღა არ იქნება ნება ალლაჰისა, ვისთვისაც ინებებს და ვისგანაც კმაყოფილია.

    53:26

თარგმანი: რეზო მიქელაძე