მუსხაფი, გვერდი 527
-
إِنَّ الَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِالْآخِرَةِ لَيُسَمُّونَ الْمَلَائِكَةَ تَسْمِيَةَ الْأُنْثَىٰ
უეჭველად, რომელთაც არ ირწმუნეს საიქიოსი, არქმევენ ანგელოზებს ქალების სახელებს.
53:27 -
وَمَا لَهُمْ بِهِ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ يَتَّبِعُونَ إِلَّا الظَّنَّ ۖ وَإِنَّ الظَّنَّ لَا يُغْنِي مِنَ الْحَقِّ شَيْئًا
არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე, ისინი მხოლოდ ვარაუდს მისდევენ. უეჭველად, ვარაუდი ჭეშმარიტებას ვერაფერს შეჰმატებს.
53:28 -
فَأَعْرِضْ عَنْ مَنْ تَوَلَّىٰ عَنْ ذِكْرِنَا وَلَمْ يُرِدْ إِلَّا الْحَيَاةَ الدُّنْيَا
განერიდე იმას, ვინც ზურგი იქცია ჩვენი შეხსენებიდან და ვისაც არაფერი სურს, გარდა სააქაო ცხოვრებისა.
53:29 -
ذَٰلِكَ مَبْلَغُهُمْ مِنَ الْعِلْمِ ۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَنْ ضَلَّ عَنْ سَبِيلِهِ وَهُوَ أَعْلَمُ بِمَنِ اهْتَدَىٰ
სწორედ ესაა მათი საწიერი ცოდნისგან. უეჭველად, ღმერთმა შენმა უკეთ უწყის, მის გზას ვინ აცდა, და ყველაზე უკეთ უწყის, ვინ დაადგა ჭეშმარიტ გზას.
53:30 -
وَلِلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ لِيَجْزِيَ الَّذِينَ أَسَاءُوا بِمَا عَمِلُوا وَيَجْزِيَ الَّذِينَ أَحْسَنُوا بِالْحُسْنَى
ალლაჰს ეკუთვნის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რათა მიუზღოს იმათ, რომელთაც სიავე ჰქმნეს იმით, რაც ჩაიდინეს და მიუზღოს იმათ, რომელთაც სიკეთე ჰქმნეს, საუკეთესოთი.
53:31 -
الَّذِينَ يَجْتَنِبُونَ كَبَائِرَ الْإِثْمِ وَالْفَوَاحِشَ إِلَّا اللَّمَمَ ۚ إِنَّ رَبَّكَ وَاسِعُ الْمَغْفِرَةِ ۚ هُوَ أَعْلَمُ بِكُمْ إِذْ أَنْشَأَكُمْ مِنَ الْأَرْضِ وَإِذْ أَنْتُمْ أَجِنَّةٌ فِي بُطُونِ أُمَّهَاتِكُمْ ۖ فَلَا تُزَكُّوا أَنْفُسَكُمْ ۖ هُوَ أَعْلَمُ بِمَنِ اتَّقَىٰ
და რომელნიც გაურბიან მძიმე ცოდვებს და სიბილწეს, გარდა მცირედი ცოდვებისა, უეჭველად, ღმერთი შენი ყოვლად მიმტევებელია. იგი უკეთ გიცნობთ თქვენ. აკი, გაგაჩინათ მიწისგან და აკი, თქვენ იყავით ნაყოფნი მუცელში დედათა თქვენთა. მაშ, ნუ ჩათვლით საკუთარ თავს განწმენდილად, რამეთუ იგი უკეთ უწყის, ვინცაა ღვთისმოშიში.
53:32 -
أَفَرَأَيْتَ الَّذِي تَوَلَّىٰ
განა არ გინახავს, რომელმაც ზურგი იქცია?
53:33 -
وَأَعْطَىٰ قَلِيلًا وَأَكْدَىٰ
და გასცა მცირედი და იწუწკა?
53:34 -
أَعِنْدَهُ عِلْمُ الْغَيْبِ فَهُوَ يَرَىٰ
განა მის წიაღშია ცოდნა უხილავისა და ხედავს იგი?
53:35 -
أَمْ لَمْ يُنَبَّأْ بِمَا فِي صُحُفِ مُوسَىٰ
ნუთუ არ სცნობებია იგი, რაც იყო მუსას წერილებში?
53:36 -
وَإِبْرَاهِيمَ الَّذِي وَفَّىٰ
და იბრაჰიმის, რომელმაც სრულად აღასრულა აღთქმა.
53:37 -
أَلَّا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ
ჭეშმარიტად, არ ზიდავს მზიდავი სხვის ტვირთს.
53:38 -
وَأَنْ لَيْسَ لِلْإِنْسَانِ إِلَّا مَا سَعَىٰ
და რომ არფერია ადამიანი, გარდა იღვწოდა რასაც.
53:39 -
وَأَنَّ سَعْيَهُ سَوْفَ يُرَىٰ
და უეჭველად, გარჯა მისი სულ მალე დანახულ იქნება.
53:40 -
ثُمَّ يُجْزَاهُ الْجَزَاءَ الْأَوْفَىٰ
მერე მიეგება მას საზღაური სრულად.
53:41 -
وَأَنَّ إِلَىٰ رَبِّكَ الْمُنْتَهَىٰ
და რომ შენი ღმერთის წიაღშია ფინიში.
53:42 -
وَأَنَّهُ هُوَ أَضْحَكَ وَأَبْكَىٰ
და უეჭველად, იგია, რომელიც აცინებს და ატირებს!
53:43 -
وَأَنَّهُ هُوَ أَمَاتَ وَأَحْيَا
და უეჭველად, იგია, რომელიც აკვდინებს და აცოცხლებს!
53:44
თარგმანი: რეზო მიქელაძე