სურა 53 ნეჯმი

  1. وَالنَّجْمِ إِذَا هَوَىٰ

    ვფიცავ, ვარსკვლავს, როცა მიეფარება!

    53:1
  2. مَا ضَلَّ صَاحِبُكُمْ وَمَا غَوَىٰ

    არ გადაცდენილა თქვენი მოყვასი და არც წონასწორობიდან გამოსულა,

    53:2
  3. وَمَا يَنْطِقُ عَنِ الْهَوَىٰ

    და არც მეტყველებს თავისი ნებით.

    53:3
  4. إِنْ هُوَ إِلَّا وَحْيٌ يُوحَىٰ

    რამეთუ იგი მხოლოდ შთაგონებაა ზეშთაგონებული.

    53:4
  5. عَلَّمَهُ شَدِيدُ الْقُوَىٰ

    შეასწავლა მას მტკიცე ძალის მფლობელმა,

    53:5
  6. ذُو مِرَّةٍ فَاسْتَوَىٰ

    ბრწყინვალემ. ამგვარად უშუალოდ გამოუჩნდა

    53:6
  7. وَهُوَ بِالْأُفُقِ الْأَعْلَىٰ

    იგი უმაღლეს კაბადონზე.

    53:7
  8. ثُمَّ دَنَا فَتَدَلَّىٰ

    მერე მოახლოვდა, შემდეგ კი დაეშვა.

    53:8
  9. فَكَانَ قَابَ قَوْسَيْنِ أَوْ أَدْنَىٰ

    ამრიგად იყო ორი ისრის მანძილზე, ან უფრო ახლოს.

    53:9
  10. فَأَوْحَىٰ إِلَىٰ عَبْدِهِ مَا أَوْحَىٰ

    მაშინ ზეშთააგონა მის მსახურს რაც ზეშთაეგონა.

    53:10
  11. مَا كَذَبَ الْفُؤَادُ مَا رَأَىٰ

    არ უარყვია გულს, რაც იხილა.

    53:11
  12. أَفَتُمَارُونَهُ عَلَىٰ مَا يَرَىٰ

    განა თქვენ კამათობთ იმის შესახებ, რაც მან იხილა?

    53:12
  13. وَلَقَدْ رَآهُ نَزْلَةً أُخْرَىٰ

    და ვფიცავ, დაინახა იგი სხვა ჩამოსვლისასაც,

    53:13
  14. عِنْدَ سِدْرَةِ الْمُنْتَهَىٰ

    სიდრეთი მუნთეჰას მახლობლად,

    53:14
  15. عِنْدَهَا جَنَّةُ الْمَأْوَىٰ

    რომლის სიახლოვეს არის სამოთხის სავანე.

    53:15
  16. إِذْ يَغْشَى السِّدْرَةَ مَا يَغْشَىٰ

    აკი, გადაეკვრა სიდრას იგი, რაც ეკვროდა.

    53:16
  17. مَا زَاغَ الْبَصَرُ وَمَا طَغَىٰ

    არ შემკრთალა მზერა და არ გათავხედებულა.

    53:17
  18. لَقَدْ رَأَىٰ مِنْ آيَاتِ رَبِّهِ الْكُبْرَىٰ

    ვფიცავ, დაინახა თავისი ღმერთის უდიდეს სასწაულთაგან ნაწილი.

    53:18
  19. أَفَرَأَيْتُمُ اللَّاتَ وَالْعُزَّىٰ

    განა არ უნდა დაუფიქრდეთ, (რატომ ეთაყვანებით) ლათსა და ღუზას?

    53:19
  20. وَمَنَاةَ الثَّالِثَةَ الْأُخْرَىٰ

    და სხვას, მესამეს - მენათს?

    53:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე