მუსხაფი, გვერდი 522

  1. قَالَ فَمَا خَطْبُكُمْ أَيُّهَا الْمُرْسَلُونَ

    ჰკითხა: „(გარდა ამისა, სხვა) რა გაქვთ დავალებულნი, ჰეი, შუამავალნო?“

    51:31
  2. قَالُوا إِنَّا أُرْسِلْنَا إِلَىٰ قَوْمٍ مُجْرِمِينَ

    მიუგეს: „უეჭველად, ჩვენ წარმოვიგზავნეთ ცოდვილ ხალხთან,

    51:32
  3. لِنُرْسِلَ عَلَيْهِمْ حِجَارَةً مِنْ طِينٍ

    რათა ვაწიოთ მათ თიხის ქვები

    51:33
  4. مُسَوَّمَةً عِنْدَ رَبِّكَ لِلْمُسْرِفِينَ

    შენი ღმერთის წიაღში მონიშნულ ზღვარგადასულთათვის“.

    51:34
  5. فَأَخْرَجْنَا مَنْ كَانَ فِيهَا مِنَ الْمُؤْمِنِينَ

    და მაშინ გამოვიყვანეთ იქიდან მორწმუნენი.

    51:35
  6. فَمَا وَجَدْنَا فِيهَا غَيْرَ بَيْتٍ مِنَ الْمُسْلِمِينَ

    ისედაც ვერ ვჰპოვეთ იქ, გარდა მუსლიმთა ერთი სახლისა.

    51:36
  7. وَتَرَكْنَا فِيهَا آيَةً لِلَّذِينَ يَخَافُونَ الْعَذَابَ الْأَلِيمَ

    და დავტოვეთ იქ სასწაულად იმათთვის, რომელთაც ეშინიათ მწარე სასჯელისა.

    51:37
  8. وَفِي مُوسَىٰ إِذْ أَرْسَلْنَاهُ إِلَىٰ فِرْعَوْنَ بِسُلْطَانٍ مُبِينٍ

    და მუსას თაობაზე: აკი, წარვგზავნეთ ფარაონთან ცხადი მტკიცებებით.

    51:38
  9. فَتَوَلَّىٰ بِرُكْنِهِ وَقَالَ سَاحِرٌ أَوْ مَجْنُونٌ

    მაგრამ მან ზურგი იქცია გარშემომყოფებთან ერთად და თქვა: ჯადოქარია ან გიჟი.

    51:39
  10. فَأَخَذْنَاهُ وَجُنُودَهُ فَنَبَذْنَاهُمْ فِي الْيَمِّ وَهُوَ مُلِيمٌ

    ამიტომაც შევიპყარით იგი და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ წყალში, რამეთუ იგი გასაკიცხი იყო.

    51:40
  11. وَفِي عَادٍ إِذْ أَرْسَلْنَا عَلَيْهِمُ الرِّيحَ الْعَقِيمَ

    და ადიელების თაობაზე: აკი, წავგზავნეთ მათზე ქარიშხალი გამაცამტვერებელი.

    51:41
  12. مَا تَذَرُ مِنْ شَيْءٍ أَتَتْ عَلَيْهِ إِلَّا جَعَلَتْهُ كَالرَّمِيمِ

    არაფერი დატოვა, ზედ გადაუარა. აქცია ისინი, როგორც ქვიშა.

    51:42
  13. وَفِي ثَمُودَ إِذْ قِيلَ لَهُمْ تَمَتَّعُوا حَتَّىٰ حِينٍ

    და სემუდეველების თაობაზე: აკი, ეთქვა მათ: ისარგებლეთ ცნობილ დრომდე.

    51:43
  14. فَعَتَوْا عَنْ أَمْرِ رَبِّهِمْ فَأَخَذَتْهُمُ الصَّاعِقَةُ وَهُمْ يَنْظُرُونَ

    მაგრამ არ დამორჩილდნენ ბრძანებას თავინთი ღმერთისას. ამიტომაც შეიპყრო ისინი ელჭექმა და მხოლდ უყურებდნენ.

    51:44
  15. فَمَا اسْتَطَاعُوا مِنْ قِيَامٍ وَمَا كَانُوا مُنْتَصِرِينَ

    მაშინ ვერ შეძლეს ფეხზე წამოდგომა. და ვერ იქმნენ შეწევნილნი.

    51:45
  16. وَقَوْمَ نُوحٍ مِنْ قَبْلُ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا قَوْمًا فَاسِقِينَ

    და ნუჰის ხალხი უწინ: უეჭველად, ისინი იყვნენ მეამბოხე ცოდვილი ხალხი.

    51:46
  17. وَالسَّمَاءَ بَنَيْنَاهَا بِأَيْدٍ وَإِنَّا لَمُوسِعُونَ

    და ზეცა ავაგეთ ძლიერებით და უეჭველად, ჩვენ ვართ გამვრცობი!

    51:47
  18. وَالْأَرْضَ فَرَشْنَاهَا فَنِعْمَ الْمَاهِدُونَ

    და მიწა გავფინეთ. და რა მშვენიერი გამფენნი ვართ!

    51:48
  19. وَمِنْ كُلِّ شَيْءٍ خَلَقْنَا زَوْجَيْنِ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ

    და ყველაფერი გავაჩინეთ წყვილებად, ეგების გულისხმაჰყოთ თქვენ!

    51:49
  20. فَفِرُّوا إِلَى اللَّهِ ۖ إِنِّي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ مُبِينٌ

    მაშ, იჩქარეთ ალლაჰისკენ. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

    51:50
  21. وَلَا تَجْعَلُوا مَعَ اللَّهِ إِلَٰهًا آخَرَ ۖ إِنِّي لَكُمْ مِنْهُ نَذِيرٌ مُبِينٌ

    და არ დაიდგინოთ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება. უეჭველად, მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ.

    51:51

თარგმანი: რეზო მიქელაძე