მუსხაფი, გვერდი 51

  1. إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا لَنْ تُغْنِيَ عَنْهُمْ أَمْوَالُهُمْ وَلَا أَوْلَادُهُمْ مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمْ وَقُودُ النَّارِ

    უეჭველად, რომელთაც არ იწამეს, ვერ შეეწევა ვერაფერი ალლაჰის წინაშე, ვერც მათი ქონება, და ვერც მათი შვილები! ცეცხლის (ჯოჯოხეთის) საწვავად იქმნენ ეგენი.

    3:10
  2. كَدَأْبِ آلِ فِرْعَوْنَ وَالَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ كَذَّبُوا بِآيَاتِنَا فَأَخَذَهُمُ اللَّهُ بِذُنُوبِهِمْ ۗ وَاللَّهُ شَدِيدُ الْعِقَابِ

    (მათი მდგომარეობა) მგვანია ფარაონის ხალხისა და იმათი, ვინც მათ უწინ იყო: ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები და მერე დასაჯა ალლაჰმა მათი ჩადენილი ცოდვების გამო, და ალლაჰის სასჯელი ძალიან მწვავეა.

    3:11
  3. قُلْ لِلَّذِينَ كَفَرُوا سَتُغْلَبُونَ وَتُحْشَرُونَ إِلَىٰ جَهَنَّمَ ۚ وَبِئْسَ الْمِهَادُ

    (ო, შუამავალო!) უთხარი იმათ, რომელთაც არ იწამეს, დამარცხებული იქნებით, ხელმეორედ აღმოცენდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში. და ის (ჯოჯოხეთი) რა საზარელი სავანეა!

    3:12
  4. قَدْ كَانَ لَكُمْ آيَةٌ فِي فِئَتَيْنِ الْتَقَتَا ۖ فِئَةٌ تُقَاتِلُ فِي سَبِيلِ اللَّهِ وَأُخْرَىٰ كَافِرَةٌ يَرَوْنَهُمْ مِثْلَيْهِمْ رَأْيَ الْعَيْنِ ۚ وَاللَّهُ يُؤَيِّدُ بِنَصْرِهِ مَنْ يَشَاءُ ۗ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَعِبْرَةً لِأُولِي الْأَبْصَارِ

    უეჭველად, (ბედირის ომში) ერთმანეთს შერკინებული ორი ლაშქარი ნათელი სასწაული იყო თქვენთვის. ერთი ლაშქარი ალლაჰის გზაზე იბრძოდა, მეორე კი ურწმუნო იყო. მათ (ურწმუნოთ) მოეჩვენათ ორჯერ მეტი, ვიდრე იყვნენ (მუსლიმნი). ხოლო ალლაჰი თავისი შეწევნით იმას გააძლიერებს, ინებებს ვისაც. უეჭველად, შეგონებაა ამაში გამჭრიახთათვის.

    3:13
  5. زُيِّنَ لِلنَّاسِ حُبُّ الشَّهَوَاتِ مِنَ النِّسَاءِ وَالْبَنِينَ وَالْقَنَاطِيرِ الْمُقَنْطَرَةِ مِنَ الذَّهَبِ وَالْفِضَّةِ وَالْخَيْلِ الْمُسَوَّمَةِ وَالْأَنْعَامِ وَالْحَرْثِ ۗ ذَٰلِكَ مَتَاعُ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۖ وَاللَّهُ عِنْدَهُ حُسْنُ الْمَآبِ

    კაცთათვის მიმზიდველი და თვალწარმტაცი გახდა ქალების, ბავშვების, ოქრო-ვერცხლის, დახვავებული საუნჯისა და ნიშანდებული ბედაურების, საქონლის, ნათესების სიყვარული. ოღონდ ეს (ყველაფერი) ამქვეყნიური დროებითი საბადებელია, ხოლო საუკეთესო თავშესაფარი (მარადიული სამყოფელი) ალლაჰთანაა!

    3:14
  6. قُلْ أَؤُنَبِّئُكُمْ بِخَيْرٍ مِنْ ذَٰلِكُمْ ۚ لِلَّذِينَ اتَّقَوْا عِنْدَ رَبِّهِمْ جَنَّاتٌ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا وَأَزْوَاجٌ مُطَهَّرَةٌ وَرِضْوَانٌ مِنَ اللَّهِ ۗ وَاللَّهُ بَصِيرٌ بِالْعِبَادِ

    უთხარი შენ (ო, შუამავალო!): გამცნოთ, რაც ამაზე უკეთესია? მაშ ასე, ვინც ღვთისმოშიშია, მათთვის თავიანთ ღმერთთან წალკოტები (სამოთხის ბაღები), სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან; იქ ელით უმწიკვლო მეუღლეები და (ამ ყველაფრის მიუხედავად) კმაყოფილება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.

    3:15

თარგმანი: რეზო მიქელაძე