მუსხაფი, გვერდი 513

  1. قُلْ لِلْمُخَلَّفِينَ مِنَ الْأَعْرَابِ سَتُدْعَوْنَ إِلَىٰ قَوْمٍ أُولِي بَأْسٍ شَدِيدٍ تُقَاتِلُونَهُمْ أَوْ يُسْلِمُونَ ۖ فَإِنْ تُطِيعُوا يُؤْتِكُمُ اللَّهُ أَجْرًا حَسَنًا ۖ وَإِنْ تَتَوَلَّوْا كَمَا تَوَلَّيْتُمْ مِنْ قَبْلُ يُعَذِّبْكُمْ عَذَابًا أَلِيمًا

    უთხარი ურჩ ბედუინებს: „თქვენ მოხმობილ იქნებით ძალღონით აღსავსე ხალხის წინაშე. თქვენ შეებრძოლებით მათ ან ჩაგბარდებიან ისინი. ამის შემდეგ თუ დამორჩილდებით, მოგაგებთ ალლაჰი ჩენებულ საზღაურს. და თუ ზურგს იბრუნებთ, როგორც უწინ, იგი დაგსჯით მწარე სასჯელით.“

    48:16
  2. لَيْسَ عَلَى الْأَعْمَىٰ حَرَجٌ وَلَا عَلَى الْأَعْرَجِ حَرَجٌ وَلَا عَلَى الْمَرِيضِ حَرَجٌ ۗ وَمَنْ يُطِعِ اللَّهَ وَرَسُولَهُ يُدْخِلْهُ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ وَمَنْ يَتَوَلَّ يُعَذِّبْهُ عَذَابًا أَلِيمًا

    ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს. ხოლო ვინც მორჩილებს ალლაჰს და მის შუამავალს, შეიყვანს იმას სამოთხეში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ხოლო ვინც ზურგს იბრუნებს, იგი დასჯის მას მწარე სასჯელით.

    48:17
  3. لَقَدْ رَضِيَ اللَّهُ عَنِ الْمُؤْمِنِينَ إِذْ يُبَايِعُونَكَ تَحْتَ الشَّجَرَةِ فَعَلِمَ مَا فِي قُلُوبِهِمْ فَأَنْزَلَ السَّكِينَةَ عَلَيْهِمْ وَأَثَابَهُمْ فَتْحًا قَرِيبًا

    უეჭველად, ალლაჰი კმაყოფილი გახდა მორწმუნეებიდან მაშინ, როცა აღთქმა დაგიდეს ხის ქვეშ. იგი უწყოდა იმას, რაც ედოთ გულებში. ამრიგად ზეგარდმოავლინა მათზე სიმშვიდე, მიჰმადლა მათ ახლო გამარჯვება

    48:18
  4. وَمَغَانِمَ كَثِيرَةً يَأْخُذُونَهَا ۗ وَكَانَ اللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا

    და დიდძალი ალაფი, აიღებენ რომელსაც, რამეთუ ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!

    48:19
  5. وَعَدَكُمُ اللَّهُ مَغَانِمَ كَثِيرَةً تَأْخُذُونَهَا فَعَجَّلَ لَكُمْ هَٰذِهِ وَكَفَّ أَيْدِيَ النَّاسِ عَنْكُمْ وَلِتَكُونَ آيَةً لِلْمُؤْمِنِينَ وَيَهْدِيَكُمْ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا

    აღგითქვათ თქვენ ალლაჰმა ურიცხვი ალაფი, აიღებთ რომელსაც. მან თქვენთვის დააჩქარა ეს და მოგაშორათ ხალხის ხელი, რათა გამხდარიყო სასწაულად მორწმუნეთათვის და თქვენ დაედგინეთ ჭეშმარიტ გზას.

    48:20
  6. وَأُخْرَىٰ لَمْ تَقْدِرُوا عَلَيْهَا قَدْ أَحَاطَ اللَّهُ بِهَا ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرًا

    და სხვა, რომელსა ზედა ჯერ არ მიგიღწევიათ. მაგრამ ალლაჰმა გარემოიცვა იგი, რამეთუ ალლაჰი ყოვლისშემძლეა!

    48:21
  7. وَلَوْ قَاتَلَكُمُ الَّذِينَ كَفَرُوا لَوَلَّوُا الْأَدْبَارَ ثُمَّ لَا يَجِدُونَ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا

    და თუ შეგებრძოლებოდნენ, რომელთაც უარყვეს, უსათუოდ ზურგს იქცევდნენ, მერე ისინი ვერღა იპოვიან ვერცა მფარველს და ვერცა შემწეს.

    48:22
  8. سُنَّةَ اللَّهِ الَّتِي قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلُ ۖ وَلَنْ تَجِدَ لِسُنَّةِ اللَّهِ تَبْدِيلًا

    (ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასული და ვერ ნახავ ალლაჰის კანონში ცვლილებას!

    48:23

თარგმანი: რეზო მიქელაძე