მუსხაფი, გვერდი 514
-
وَهُوَ الَّذِي كَفَّ أَيْدِيَهُمْ عَنْكُمْ وَأَيْدِيَكُمْ عَنْهُمْ بِبَطْنِ مَكَّةَ مِنْ بَعْدِ أَنْ أَظْفَرَكُمْ عَلَيْهِمْ ۚ وَكَانَ اللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرًا
და იგია, რომელმაც მოგაშორათ თქვენ მათი ხელები და თქვენი ხელები მათ მექას ველზე, მას მერე, რაც გაგამარჯვებინათ მათზე. და ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ სჩადიხართ!
48:24 -
هُمُ الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوكُمْ عَنِ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ وَالْهَدْيَ مَعْكُوفًا أَنْ يَبْلُغَ مَحِلَّهُ ۚ وَلَوْلَا رِجَالٌ مُؤْمِنُونَ وَنِسَاءٌ مُؤْمِنَاتٌ لَمْ تَعْلَمُوهُمْ أَنْ تَطَئُوهُمْ فَتُصِيبَكُمْ مِنْهُمْ مَعَرَّةٌ بِغَيْرِ عِلْمٍ ۖ لِيُدْخِلَ اللَّهُ فِي رَحْمَتِهِ مَنْ يَشَاءُ ۚ لَوْ تَزَيَّلُوا لَعَذَّبْنَا الَّذِينَ كَفَرُوا مِنْهُمْ عَذَابًا أَلِيمًا
სწორედ ისინი არიან, რომელთაც უარყვეს და თქვენ მესჯიდი ჰარამის მონახულება და შესაწირი ცხოველების სამსხვერპლო ადგილამდე მიღწევა აღგიკვეთეს. და რომ არ ყოფილიყვნენ მორმუნე კაცნი და მორწმუნე ქალნი, რომელთაც ჯერ არ იცნობდით, შესაძლოა გადაგეთელათ ისინი და მათ გამო დაგტყდომოდათ შეცოდება, ცოდნის გარეშე, რათა შეიყვანოს ალლაჰმა თავისივე წყალობაში, ინებებს ვისაც. მაგრამ ისინი რომ გამიჯნულიყვნენ ერთმანეთისგან, უთუოდ, ჩვენ დავსჯიდით მწარე სასჯელით მათგან, რომელთაც უარყვეს.
48:25 -
إِذْ جَعَلَ الَّذِينَ كَفَرُوا فِي قُلُوبِهِمُ الْحَمِيَّةَ حَمِيَّةَ الْجَاهِلِيَّةِ فَأَنْزَلَ اللَّهُ سَكِينَتَهُ عَلَىٰ رَسُولِهِ وَعَلَى الْمُؤْمِنِينَ وَأَلْزَمَهُمْ كَلِمَةَ التَّقْوَىٰ وَكَانُوا أَحَقَّ بِهَا وَأَهْلَهَا ۚ وَكَانَ اللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمًا
აკი, ჩანერგილი ჰქონდათ მათ, რომელთაც უარყვეს, თავიანთ გულებში ქედმაღლობა უმეცრების ხანისა. ამ დროს ზემოავლინა ალლაჰმა სიმშვიდე თვისი თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე და დაავალდებულა ისინი ღვთისმოშიშობის სიტყვით, რამეთუ ისინი იმსახურებდნენ ამას და ღირსი იყვნენ მისი. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
48:26 -
لَقَدْ صَدَقَ اللَّهُ رَسُولَهُ الرُّؤْيَا بِالْحَقِّ ۖ لَتَدْخُلُنَّ الْمَسْجِدَ الْحَرَامَ إِنْ شَاءَ اللَّهُ آمِنِينَ مُحَلِّقِينَ رُءُوسَكُمْ وَمُقَصِّرِينَ لَا تَخَافُونَ ۖ فَعَلِمَ مَا لَمْ تَعْلَمُوا فَجَعَلَ مِنْ دُونِ ذَٰلِكَ فَتْحًا قَرِيبًا
ვფიცავ, ჭეშმარიტ ჰყო ალლაჰმა თავისი შუამავლის სიზმარი. თუკი ინებებს ალლაჰი, უთუოდ, შეხვალთ თქვენ მესჯიდი ჰარამში უშიშრად და მშვიდობით, თავგადაპარსულნი და გაკრეჭილნი. იგი უწყოდა იმას, რაც არ იცოდით თქვენ. და მოგმადლათ, ამის გარდა ახლო გამარჯვება.
48:27 -
هُوَ الَّذِي أَرْسَلَ رَسُولَهُ بِالْهُدَىٰ وَدِينِ الْحَقِّ لِيُظْهِرَهُ عَلَى الدِّينِ كُلِّهِ ۚ وَكَفَىٰ بِاللَّهِ شَهِيدًا
იგია, რომელმაც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, რამეთუ კმარა ალლაჰი მოწმედ!
48:28
თარგმანი: რეზო მიქელაძე