მუსხაფი, გვერდი 512
-
إِنَّ الَّذِينَ يُبَايِعُونَكَ إِنَّمَا يُبَايِعُونَ اللَّهَ يَدُ اللَّهِ فَوْقَ أَيْدِيهِمْ ۚ فَمَنْ نَكَثَ فَإِنَّمَا يَنْكُثُ عَلَىٰ نَفْسِهِ ۖ وَمَنْ أَوْفَىٰ بِمَا عَاهَدَ عَلَيْهُ اللَّهَ فَسَيُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًا
უეჭველად, რომელნიც შენ გმორჩილებენ, მხოლოდ ალლაჰს ჰმორჩილებენ. ხელი ალლაჰისა მათ ხელთა ზედაა. ამის შემდგომ ვინც დაარღვევს, არღვევს თავისი სულის წინააღმდეგ. ხოლო ვინც აღასრულებს იმას, რა აღთქმაც ალლაჰის წინაშე დადო, მაშინ მას მიეგება საზღაური უდიდესი.
48:10 -
سَيَقُولُ لَكَ الْمُخَلَّفُونَ مِنَ الْأَعْرَابِ شَغَلَتْنَا أَمْوَالُنَا وَأَهْلُونَا فَاسْتَغْفِرْ لَنَا ۚ يَقُولُونَ بِأَلْسِنَتِهِمْ مَا لَيْسَ فِي قُلُوبِهِمْ ۚ قُلْ فَمَنْ يَمْلِكُ لَكُمْ مِنَ اللَّهِ شَيْئًا إِنْ أَرَادَ بِكُمْ ضَرًّا أَوْ أَرَادَ بِكُمْ نَفْعًا ۚ بَلْ كَانَ اللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًا
გეტყვიან შენ ურჩები ბედუინთაგან: „მოგვაცდინა ჩვენმა ქონებამ და ჩვენმა ოჯახებმა. შესთხოვე ჩვენთვის პატიება.“ ამბობენ თავიანთი ენით იმას, რაც არ აქვთ გულებში. უთხარი: „ვის ძალუძს ალლაჰის დაბრკოლება თქვენგან, თუ ინება მან თქვენზე სიავის ან სიკეთის მოტანა?!“ დიახაც, რომ ალლაჰი უწყის რასაც აკეთებთ!
48:11 -
بَلْ ظَنَنْتُمْ أَنْ لَنْ يَنْقَلِبَ الرَّسُولُ وَالْمُؤْمِنُونَ إِلَىٰ أَهْلِيهِمْ أَبَدًا وَزُيِّنَ ذَٰلِكَ فِي قُلُوبِكُمْ وَظَنَنْتُمْ ظَنَّ السَّوْءِ وَكُنْتُمْ قَوْمًا بُورًا
მაგრამ თქვენ გეგონათ, რომ შუამავალი და მორწმუნენი ვერასდროს დაუბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს. და ეს ვარაუდი თქვენს გულებში ამოიქარგა და იზრახეთ ავი ზრახვა. ასე შეიქმენით წაწყმედილ ხალხად!
48:12 -
وَمَنْ لَمْ يُؤْمِنْ بِاللَّهِ وَرَسُولِهِ فَإِنَّا أَعْتَدْنَا لِلْكَافِرِينَ سَعِيرًا
და ვინც არ ირწმუნებს ალლაჰსა და მის შუამავალს, იცოდეს, რომ ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის აალებული ცეცხლი.
48:13 -
وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ يَغْفِرُ لِمَنْ يَشَاءُ وَيُعَذِّبُ مَنْ يَشَاءُ ۚ وَكَانَ اللَّهُ غَفُورًا رَحِيمًا
ცათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის. და მიუტევებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. უეჭველად, ალლაჰი შემნდობია, მწყალობელია!
48:14 -
سَيَقُولُ الْمُخَلَّفُونَ إِذَا انْطَلَقْتُمْ إِلَىٰ مَغَانِمَ لِتَأْخُذُوهَا ذَرُونَا نَتَّبِعْكُمْ ۖ يُرِيدُونَ أَنْ يُبَدِّلُوا كَلَامَ اللَّهِ ۚ قُلْ لَنْ تَتَّبِعُونَا كَذَٰلِكُمْ قَالَ اللَّهُ مِنْ قَبْلُ ۖ فَسَيَقُولُونَ بَلْ تَحْسُدُونَنَا ۚ بَلْ كَانُوا لَا يَفْقَهُونَ إِلَّا قَلِيلًا
გეტყვიან შენ ურჩები, როცა გაეშურებით ალაფისაკენ, რათა აიღოთ იგი: „ნება მოგვეცით გამოგყვეთო.“ სურთ, რომ შეცვალონ სიტყვა ალლაჰის. უთხარი: „თქვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოგვყვებით. თქვენს შესახებ ალლაჰმა ასე ბრძანა წინათ.“ მაშინ ისინი იტყვიან: „არა, გშურთ ჩვენი.“ არა, ისინი არაფერს შეიმეცნებენ, თუ არა მცირედისა.
48:15
თარგმანი: რეზო მიქელაძე