მუსხაფი, გვერდი 511
-
إِنَّا فَتَحْنَا لَكَ فَتْحًا مُبِينًا
უეჭველად, ჩვენ გიბოძეთ შენ ცხადი გამარჯვება.
48:1 -
لِيَغْفِرَ لَكَ اللَّهُ مَا تَقَدَّمَ مِنْ ذَنْبِكَ وَمَا تَأَخَّرَ وَيُتِمَّ نِعْمَتَهُ عَلَيْكَ وَيَهْدِيَكَ صِرَاطًا مُسْتَقِيمًا
მოგიტევოს ალლაჰმა შენი ცოდვები, როგორც წარსულის, ასე მომავლის, რომ სრულად მოიღოს თავისი წყალობა შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე,
48:2 -
وَيَنْصُرَكَ اللَّهُ نَصْرًا عَزِيزًا
და რომ შეგეწიოს შენ ალლაჰმა უძლიერესი შეწევნით.
48:3 -
هُوَ الَّذِي أَنْزَلَ السَّكِينَةَ فِي قُلُوبِ الْمُؤْمِنِينَ لِيَزْدَادُوا إِيمَانًا مَعَ إِيمَانِهِمْ ۗ وَلِلَّهِ جُنُودُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
იგია, რომელმაც ზეგარდმოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებში, რათა განემტკიცებინა მათი რწმენა. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნის. ალლაჰი ყოვლისმცოდნეა, ბრძენია!
48:4 -
لِيُدْخِلَ الْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ خَالِدِينَ فِيهَا وَيُكَفِّرَ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ ۚ وَكَانَ ذَٰلِكَ عِنْدَ اللَّهِ فَوْزًا عَظِيمًا
შეიყვანოს მორწმუნე კაცნი და მორწმუნე ქალნი სამოთხის ბაღებში, სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან და დაფაროს მათგან ავი საქმენი მათი. და ეს ალლაჰის წიაღ უდიდესი ნეტარებაა.
48:5 -
وَيُعَذِّبَ الْمُنَافِقِينَ وَالْمُنَافِقَاتِ وَالْمُشْرِكِينَ وَالْمُشْرِكَاتِ الظَّانِّينَ بِاللَّهِ ظَنَّ السَّوْءِ ۚ عَلَيْهِمْ دَائِرَةُ السَّوْءِ ۖ وَغَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِمْ وَلَعَنَهُمْ وَأَعَدَّ لَهُمْ جَهَنَّمَ ۖ وَسَاءَتْ مَصِيرًا
და დასაჯოს თვალთმაქცნი კაცები და თვალთმაქცნი ქალები, წარმართნი კაცები და წარმართნი ქალები, მოეჭვენი ალლაჰის შესახებ ავი ეჭვით. მათ ეწევათ ბედის სიმუხთლე. განურისხდა მათ ალლაჰი და დაწყევლა ისინი და გაუმზადა მათ ჯოჯოხეთი. და რა საძაგელი თავშესაფარია?!
48:6 -
وَلِلَّهِ جُنُودُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَكَانَ اللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا
ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნის და ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია!
48:7 -
إِنَّا أَرْسَلْنَاكَ شَاهِدًا وَمُبَشِّرًا وَنَذِيرًا
უეჭველად, ჩვენ წარგგზავნეთ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად!
48:8 -
لِتُؤْمِنُوا بِاللَّهِ وَرَسُولِهِ وَتُعَزِّرُوهُ وَتُوَقِّرُوهُ وَتُسَبِّحُوهُ بُكْرَةً وَأَصِيلًا
რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. შეეწიოთ მას, პატივი დასდოთ და ადიდოთ იგი დილით და საღამოს!
48:9
თარგმანი: რეზო მიქელაძე