მუსხაფი, გვერდი 510
-
وَلَوْ نَشَاءُ لَأَرَيْنَاكَهُمْ فَلَعَرَفْتَهُمْ بِسِيمَاهُمْ ۚ وَلَتَعْرِفَنَّهُمْ فِي لَحْنِ الْقَوْلِ ۚ وَاللَّهُ يَعْلَمُ أَعْمَالَكُمْ
და რომ გვენება, უთუოდ, შენ გაჩვენებდით მათ. მაშინ, უსათუოდ, ამოიცნობდი მათივე სახეებიდან. და მათ უდაოდ იცნობ მათი სიტყვა-თქმით. და ალლაჰი უწყის თქვენს საქმეებს.
47:30 -
وَلَنَبْلُوَنَّكُمْ حَتَّىٰ نَعْلَمَ الْمُجَاهِدِينَ مِنْكُمْ وَالصَّابِرِينَ وَنَبْلُوَ أَخْبَارَكُمْ
და, უეჭველად, ჩვენ გცდით თქვენ, ვიდრე გამოვავლენდეთ მებრძოლთ და მომთმენთ თქვენგან, და გამოვააშკარავებთ თქვენს ამბებს.
47:31 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ وَشَاقُّوا الرَّسُولَ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمُ الْهُدَىٰ لَنْ يَضُرُّوا اللَّهَ شَيْئًا وَسَيُحْبِطُ أَعْمَالَهُمْ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას და განუდგნენ შუამავალს მას მერე, რაც ჭეშმარიტი გზა განეცხადათ, ნამდვილად, ეგენი ვერაფერს ავნებენ ალლაჰს. და იგი ამაოს ჰქმნის მათ საქმეს.
47:32 -
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَطِيعُوا اللَّهَ وَأَطِيعُوا الرَّسُولَ وَلَا تُبْطِلُوا أَعْمَالَكُمْ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს და დაემორჩილეთ შუამავალს და არ ჰქმნათ ამაოდ საქმენი თქვენი.
47:33 -
إِنَّ الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ ثُمَّ مَاتُوا وَهُمْ كُفَّارٌ فَلَنْ يَغْفِرَ اللَّهُ لَهُمْ
უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას და მოკვდნენ ისე, რომ ურწმუნოდ დარჩნენ, არავითარ შემთხვევაში არ მიუტევებს ალლაჰი მათ.
47:34 -
فَلَا تَهِنُوا وَتَدْعُوا إِلَى السَّلْمِ وَأَنْتُمُ الْأَعْلَوْنَ وَاللَّهُ مَعَكُمْ وَلَنْ يَتِرَكُمْ أَعْمَالَكُمْ
მაშ, არ დაკარგოთ სიმამაცე და ისე არ მოუხმოთ ზავისკენ, როცა თქვენ ხართ აღმატებულნი. ალლაჰი თქვენთანაა და არ დააკნინებს თქვენს საქმეებს.
47:35 -
إِنَّمَا الْحَيَاةُ الدُّنْيَا لَعِبٌ وَلَهْوٌ ۚ وَإِنْ تُؤْمِنُوا وَتَتَّقُوا يُؤْتِكُمْ أُجُورَكُمْ وَلَا يَسْأَلْكُمْ أَمْوَالَكُمْ
უეჭველად, ამქვეყნიური ცხოვრება ერთგვარი თამაში და ერთგვარი გართობაა. და თუ ირწმუნებთ და იქნებით ღვთისმოშიშნი, იგი გიბოძებთ თქვენს საზღაურს და არ მოგთხოვთ თქვენს ქონებას.
47:36 -
إِنْ يَسْأَلْكُمُوهَا فَيُحْفِكُمْ تَبْخَلُوا وَيُخْرِجْ أَضْغَانَكُمْ
და თუ მოგკითხავთ და ჩაგეძიებათ, თქვენ კი იძუნწებთ იგი გამოავლენს თქვენს ფარულ შურს.
47:37 -
هَا أَنْتُمْ هَٰؤُلَاءِ تُدْعَوْنَ لِتُنْفِقُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَمِنْكُمْ مَنْ يَبْخَلُ ۖ وَمَنْ يَبْخَلْ فَإِنَّمَا يَبْخَلُ عَنْ نَفْسِهِ ۚ وَاللَّهُ الْغَنِيُّ وَأَنْتُمُ الْفُقَرَاءُ ۚ وَإِنْ تَتَوَلَّوْا يَسْتَبْدِلْ قَوْمًا غَيْرَكُمْ ثُمَّ لَا يَكُونُوا أَمْثَالَكُمْ
აი, თქვენ ასეთები ხართ, როცა მოგიწოდებენ გაიღოთ ალლაჰის გზაზე, ამის მიუხედავათ თქვენ შორის არიან ისეთნიც, ვინც ძუნწობს. ვინც ძუნწობს, ის მხოლოდ თავის თავს ავნებს ამით. ალლაჰი მდიდარია, თქვენ კი ღარიბნი. და თუ პირს იბრუნებთ, ჩაგანაცვლებთ იგი სხვა ხალხებით და არ იქნებიან ისინი თქვენი მსგავსნი.
47:38
თარგმანი: რეზო მიქელაძე