მუსხაფი, გვერდი 509

  1. وَيَقُولُ الَّذِينَ آمَنُوا لَوْلَا نُزِّلَتْ سُورَةٌ ۖ فَإِذَا أُنْزِلَتْ سُورَةٌ مُحْكَمَةٌ وَذُكِرَ فِيهَا الْقِتَالُ ۙ رَأَيْتَ الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ يَنْظُرُونَ إِلَيْكَ نَظَرَ الْمَغْشِيِّ عَلَيْهِ مِنَ الْمَوْتِ ۖ فَأَوْلَىٰ لَهُمْ

    და ამბობენ, რომელთაც ირწმუნეს: „ნეტავ ზეგარდმოვლენოდა ერთი სურა?“ მაგრამ როცა ზეგარდმოევლინა სურა მკაფოიდ განმარტებული და მოხსენებულ იქნა მასში ბრძოლა, შენ დაინახე ისინი, რომელთა გულებშიც სენია, გიცქერენ გონმიხდილი მზერით, თითქოს კვდებიანო. თუმცაღა მათთვის უმჯობესი იქნებოდა

    47:20
  2. طَاعَةٌ وَقَوْلٌ مَعْرُوفٌ ۚ فَإِذَا عَزَمَ الْأَمْرُ فَلَوْ صَدَقُوا اللَّهَ لَكَانَ خَيْرًا لَهُمْ

    მორჩილება და სიტყვა კეთილი. ხოლო როცა გადაწყდა საქმე, მაშინ რომ რწფელი ყოფილიყვნენ ალლაჰისადმი, უთუოდ მათთვის უკეთესი იქნებოდა.

    47:21
  3. فَهَلْ عَسَيْتُمْ إِنْ تَوَلَّيْتُمْ أَنْ تُفْسِدُوا فِي الْأَرْضِ وَتُقَطِّعُوا أَرْحَامَكُمْ

    იქნებ გწადიათ, თუკი სახეს იქცევთ, ამით უკეთურობას დასთესთ ქვეყანაზე და ნათესაურ კავშირებს გაწყვეტთ?

    47:22
  4. أُولَٰئِكَ الَّذِينَ لَعَنَهُمُ اللَّهُ فَأَصَمَّهُمْ وَأَعْمَىٰ أَبْصَارَهُمْ

    აი ისინი, რომელნიც დაწყევლა ალლაჰმა. ამგვარად წაართვა სმენა და დაუბრმავა მხედველობა.

    47:23
  5. أَفَلَا يَتَدَبَّرُونَ الْقُرْآنَ أَمْ عَلَىٰ قُلُوبٍ أَقْفَالُهَا

    ნუთუ ისინი ყოველმხრივად არ გაიაზრებენ ყურანს? ან იქნებ გულთა ზედა აბია საკეტნი თვისი?

    47:24
  6. إِنَّ الَّذِينَ ارْتَدُّوا عَلَىٰ أَدْبَارِهِمْ مِنْ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمُ الْهُدَى ۙ الشَّيْطَانُ سَوَّلَ لَهُمْ وَأَمْلَىٰ لَهُمْ

    უეჭველად, რომელთაც ზურგი იქციეს, მას მერე რაც ჭეშმარიტი გზა განეცხადათ, ეშმაკმა ჩაითრია და დააიმედა ისინი.

    47:25
  7. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا لِلَّذِينَ كَرِهُوا مَا نَزَّلَ اللَّهُ سَنُطِيعُكُمْ فِي بَعْضِ الْأَمْرِ ۖ وَاللَّهُ يَعْلَمُ إِسْرَارَهُمْ

    ეს იმიტომ, რომ უთხრეს იმათ, რომელთაც შეიძულეს იგი, რაც ზეგარდმოავლინა ალლაჰმა: „ჩვენ შეგეწევით ზოგიერთ საქმეშიო.“ ალლაჰი უწყის მათ საიდუმლოებას.

    47:26
  8. فَكَيْفَ إِذَا تَوَفَّتْهُمُ الْمَلَائِكَةُ يَضْرِبُونَ وُجُوهَهُمْ وَأَدْبَارَهُمْ

    და მაშინ, როს მიიბარებენ ანგელოზნი მათ სახეში და ზურგში ცემით?

    47:27
  9. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمُ اتَّبَعُوا مَا أَسْخَطَ اللَّهَ وَكَرِهُوا رِضْوَانَهُ فَأَحْبَطَ أَعْمَالَهُمْ

    ეს იმიტომ, რომ გაჰყვნენ ისინი იმას, რამაც განარისხა ალლაჰი და უგულებელჰყვეს ნება მისი. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.

    47:28
  10. أَمْ حَسِبَ الَّذِينَ فِي قُلُوبِهِمْ مَرَضٌ أَنْ لَنْ يُخْرِجَ اللَّهُ أَضْغَانَهُمْ

    ნუთუ ჰგონიათ იმათ, რომელთაც სენი უზით გულებში, რომ ვერ გამოავლენს ალლაჰი მათ ფარულ შურთ?

    47:29

თარგმანი: რეზო მიქელაძე