მუსხაფი, გვერდი 508

  1. إِنَّ اللَّهَ يُدْخِلُ الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ جَنَّاتٍ تَجْرِي مِنْ تَحْتِهَا الْأَنْهَارُ ۖ وَالَّذِينَ كَفَرُوا يَتَمَتَّعُونَ وَيَأْكُلُونَ كَمَا تَأْكُلُ الْأَنْعَامُ وَالنَّارُ مَثْوًى لَهُمْ

    უეჭველად, ალლაჰი შეიყვანს, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, სამოთხეებში, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ხოლო რომელთაც უარყვეს, ტკბებიან და მიირთმევენ ისე, როგორც მიირთმევს საქონელი. ცეცხლია თავშესაფრად მათთვის!

    47:12
  2. وَكَأَيِّنْ مِنْ قَرْيَةٍ هِيَ أَشَدُّ قُوَّةً مِنْ قَرْيَتِكَ الَّتِي أَخْرَجَتْكَ أَهْلَكْنَاهُمْ فَلَا نَاصِرَ لَهُمْ

    და რამდენი დასახლება გავანადგურეთ ჩვენ, რომელნიც ბევრად მტკიცენი იყვნენ ძალით იმ შენს დასახლებაზე, რომელმაც გაგაძევა, მაშინ არ იყო მათთვის მეოხე.

    47:13
  3. أَفَمَنْ كَانَ عَلَىٰ بَيِّنَةٍ مِنْ رَبِّهِ كَمَنْ زُيِّنَ لَهُ سُوءُ عَمَلِهِ وَاتَّبَعُوا أَهْوَاءَهُمْ

    განა ის, ვინც ადგას ცხად მოწმობას მისი ღმერთისგან, მსგავსია იმის, ვისაც თავისი სიავე მოეკაზმა და აყოლილა ვნებებს?

    47:14
  4. مَثَلُ الْجَنَّةِ الَّتِي وُعِدَ الْمُتَّقُونَ ۖ فِيهَا أَنْهَارٌ مِنْ مَاءٍ غَيْرِ آسِنٍ وَأَنْهَارٌ مِنْ لَبَنٍ لَمْ يَتَغَيَّرْ طَعْمُهُ وَأَنْهَارٌ مِنْ خَمْرٍ لَذَّةٍ لِلشَّارِبِينَ وَأَنْهَارٌ مِنْ عَسَلٍ مُصَفًّى ۖ وَلَهُمْ فِيهَا مِنْ كُلِّ الثَّمَرَاتِ وَمَغْفِرَةٌ مِنْ رَبِّهِمْ ۖ كَمَنْ هُوَ خَالِدٌ فِي النَّارِ وَسُقُوا مَاءً حَمِيمًا فَقَطَّعَ أَمْعَاءَهُمْ

    აი, ასეთია სამოთხე, აღთქმული ღვთისმოშიშთათვის. იქაა მდინარეები წყლისა და მდინარეები რძისა, რომლის გემოც უცვლელია, და მდინარეები სასმელის, სასიამოვნო მსმელთათვის და მდინარეები დაწურული თაფლისა. და მათთვისაა იქ ყველანაირი ნაყოფი და მიტევება თავიანთი ღმერთისგან. განა (ეს) მსგავსია იმის, ვინც მარადიულია ცეცხლში და რომელთაც ასმევენ მდუღარეს, დამხეთქს მათი ნაწლავებისა?

    47:15
  5. وَمِنْهُمْ مَنْ يَسْتَمِعُ إِلَيْكَ حَتَّىٰ إِذَا خَرَجُوا مِنْ عِنْدِكَ قَالُوا لِلَّذِينَ أُوتُوا الْعِلْمَ مَاذَا قَالَ آنِفًا ۚ أُولَٰئِكَ الَّذِينَ طَبَعَ اللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَاتَّبَعُوا أَهْوَاءَهُمْ

    და მათ შორის ისეთებიც არიან, რომ მოდიან მოსასმენად შენთან. მაგრამ როცა წამოვლენ, ჰკითხავენ იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა: „რა თქვა ცოტა ხნის წინ?“ სწორედ ესენი არიან, რომელთა გულებზე ასრე დაასვა ალლაჰმა ბეჭედი და აყვნენ თავიანთ ვნებებს.

    47:16
  6. وَالَّذِينَ اهْتَدَوْا زَادَهُمْ هُدًى وَآتَاهُمْ تَقْوَاهُمْ

    ხოლო რომელთაც ჭეშმარიტ გზას დაადგნენ, მიუმატა მათ ჭეშმარიტება და მიჰმადლა ღვთისმოშიშობა.

    47:17
  7. فَهَلْ يَنْظُرُونَ إِلَّا السَّاعَةَ أَنْ تَأْتِيَهُمْ بَغْتَةً ۖ فَقَدْ جَاءَ أَشْرَاطُهَا ۚ فَأَنَّىٰ لَهُمْ إِذَا جَاءَتْهُمْ ذِكْرَاهُمْ

    ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ, რამეთუ უკვე მოვიდა ნიშნები მისი. მაშ, როგორღა არგებთ შეხსენება, როცა იგი მიუვათ მათ?!

    47:18
  8. فَاعْلَمْ أَنَّهُ لَا إِلَٰهَ إِلَّا اللَّهُ وَاسْتَغْفِرْ لِذَنْبِكَ وَلِلْمُؤْمِنِينَ وَالْمُؤْمِنَاتِ ۗ وَاللَّهُ يَعْلَمُ مُتَقَلَّبَكُمْ وَمَثْوَاكُمْ

    მაშ იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. და ითხოვე მიტევება შენი ცოდვებისთვის და მორწმუნე კაცებისა და მორწმუნე ქალებისთვის, რამეთუ ალლაჰი უწყის თქვენს საქმიანობას და თქვენს თავშესაფარს.

    47:19

თარგმანი: რეზო მიქელაძე