მუსხაფი, გვერდი 507

  1. الَّذِينَ كَفَرُوا وَصَدُّوا عَنْ سَبِيلِ اللَّهِ أَضَلَّ أَعْمَالَهُمْ

    რომელთაც უარყვეს და ააცდინეს ალლაჰის გზას, ფუჭი ჰქმნა მათი საქმენი.

    47:1
  2. وَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ وَآمَنُوا بِمَا نُزِّلَ عَلَىٰ مُحَمَّدٍ وَهُوَ الْحَقُّ مِنْ رَبِّهِمْ ۙ كَفَّرَ عَنْهُمْ سَيِّئَاتِهِمْ وَأَصْلَحَ بَالَهُمْ

    ხოლო, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და იწამეს, რაც ზემოევლინა მუჰამმედს, რომ იგი ჭეშმარიტებაა თავიანთი ღმერთისგან, დაფარა მათგან მათი სიავენი და გამოასწორა მდგომარეობა მათი.

    47:2
  3. ذَٰلِكَ بِأَنَّ الَّذِينَ كَفَرُوا اتَّبَعُوا الْبَاطِلَ وَأَنَّ الَّذِينَ آمَنُوا اتَّبَعُوا الْحَقَّ مِنْ رَبِّهِمْ ۚ كَذَٰلِكَ يَضْرِبُ اللَّهُ لِلنَّاسِ أَمْثَالَهُمْ

    ეს იმიტომ, რომ რომელთაც უარყვეს გაჰყვნენ ამაოებას, ხოლო რომელთაც ირწმუნეს, გაჰყვნენ ჭეშმარიტებას მათი ღმერთისაგან. აი, ასე განმარტავს ალლაჰი ხალხთათვის იგავებს.

    47:3
  4. فَإِذَا لَقِيتُمُ الَّذِينَ كَفَرُوا فَضَرْبَ الرِّقَابِ حَتَّىٰ إِذَا أَثْخَنْتُمُوهُمْ فَشُدُّوا الْوَثَاقَ فَإِمَّا مَنًّا بَعْدُ وَإِمَّا فِدَاءً حَتَّىٰ تَضَعَ الْحَرْبُ أَوْزَارَهَا ۚ ذَٰلِكَ وَلَوْ يَشَاءُ اللَّهُ لَانْتَصَرَ مِنْهُمْ وَلَٰكِنْ لِيَبْلُوَ بَعْضَكُمْ بِبَعْضٍ ۗ وَالَّذِينَ قُتِلُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ فَلَنْ يُضِلَّ أَعْمَالَهُمْ

    და თუ შეხვდებით იმათ, რომელთაც უარყვეს, დაჰკარით კინწთა, ვიდრეღა შემუსრავთ სრულად. და გაამაგრეთ საბელნი. მერე ან შეიწყალეთ ან აიღეთ გამოსასყიდი, ვიდრეღა ჩამოიხსნიდეს ომი თავის ტვირთს. სწორედ ესაა. და რომ ენება ალლაჰს, თავად იძიებდა მათზე შურს, მაგრამ იგი გცდით თქვენ ერთმანეთით. და რომელნიც დაეცნენ ალლაჰის გზაზე, მათი საქმენი არ იქნება ფუჭი.

    47:4
  5. سَيَهْدِيهِمْ وَيُصْلِحُ بَالَهُمْ

    დაადგენს მათ ჭეშმარიტ გზაზე და გამოუსწორებს მდგომარეობას

    47:5
  6. وَيُدْخِلُهُمُ الْجَنَّةَ عَرَّفَهَا لَهُمْ

    და შეიყვანს სამოთხეში, რომელიც ამცნო მათ.

    47:6
  7. يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِنْ تَنْصُرُوا اللَّهَ يَنْصُرْكُمْ وَيُثَبِّتْ أَقْدَامَكُمْ

    ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი ალლაჰისთვის შეეწევით, ალლაჰიც შეგეწევათ და ფეხთა თქვენსა განამტკიცებს.

    47:7
  8. وَالَّذِينَ كَفَرُوا فَتَعْسًا لَهُمْ وَأَضَلَّ أَعْمَالَهُمْ

    ხოლო რომელთაც უარყვეს, დაე, განადგურება მათ! და ფუჭი ჰქმნა საქმენი მათი.

    47:8
  9. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَرِهُوا مَا أَنْزَلَ اللَّهُ فَأَحْبَطَ أَعْمَالَهُمْ

    ეს იმიტომ, რომ შეიძულეს,რაც ზემოავლინა ალლაჰმა. ამგვარად, ამაო ჰქმნა საქმენი მათი.

    47:9
  10. أَفَلَمْ يَسِيرُوا فِي الْأَرْضِ فَيَنْظُرُوا كَيْفَ كَانَ عَاقِبَةُ الَّذِينَ مِنْ قَبْلِهِمْ ۚ دَمَّرَ اللَّهُ عَلَيْهِمْ ۖ وَلِلْكَافِرِينَ أَمْثَالُهَا

    განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, გაანადგურა ალლაჰმა ისინი და ურწმუნოთათვისაა მისი მსგავსი.

    47:10
  11. ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ مَوْلَى الَّذِينَ آمَنُوا وَأَنَّ الْكَافِرِينَ لَا مَوْلَىٰ لَهُمْ

    ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მფარველია იმათი, რომელთაც ირწმუნეს, ხოლო ურწმუნოებს არ ჰყავთ ჭეშმარიტი მფარველი.

    47:11

თარგმანი: რეზო მიქელაძე