მუსხაფი, გვერდი 506
-
وَإِذْ صَرَفْنَا إِلَيْكَ نَفَرًا مِنَ الْجِنِّ يَسْتَمِعُونَ الْقُرْآنَ فَلَمَّا حَضَرُوهُ قَالُوا أَنْصِتُوا ۖ فَلَمَّا قُضِيَ وَلَّوْا إِلَىٰ قَوْمِهِمْ مُنْذِرِينَ
და აკი, წარმოვგზავნეთ შენთან ერთი გუნდი ჯინებიდან, ისმენდნენ ყურანს. როცა წარსდგნენ მის წინაშე, თქვეს: „გაჩუმდით!“ ხოლო როცა დასრულდა, გატრიალდნენ თავიანთ ხალხთან შემგონებლებად.
46:29 -
قَالُوا يَا قَوْمَنَا إِنَّا سَمِعْنَا كِتَابًا أُنْزِلَ مِنْ بَعْدِ مُوسَىٰ مُصَدِّقًا لِمَا بَيْنَ يَدَيْهِ يَهْدِي إِلَى الْحَقِّ وَإِلَىٰ طَرِيقٍ مُسْتَقِيمٍ
უთხრეს: „ჰეი, ხალხო ჩვენო! უეჭველად, მოვისმინეთ ერთი წიგნი, ზეგარდმოვლენილი მუსას მერე. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მის წინ. იგი ადგენს ჭეშმარიტებისკენ და სწორი გზისკენ.
46:30 -
يَا قَوْمَنَا أَجِيبُوا دَاعِيَ اللَّهِ وَآمِنُوا بِهِ يَغْفِرْ لَكُمْ مِنْ ذُنُوبِكُمْ وَيُجِرْكُمْ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍ
ჰეი, ჩვენო ხალხო! „შეისმინეთ მხმობელისა ალლაჰისა და ირწმუნეთ მისი, რომ შეგინდოთ ცოდვები თქვენი და დაგიფაროს მწარე სასჯელისგან“.
46:31 -
وَمَنْ لَا يُجِبْ دَاعِيَ اللَّهِ فَلَيْسَ بِمُعْجِزٍ فِي الْأَرْضِ وَلَيْسَ لَهُ مِنْ دُونِهِ أَوْلِيَاءُ ۚ أُولَٰئِكَ فِي ضَلَالٍ مُبِينٍ
ხოლო ვინც არ შეისმენს ალლაჰის მხმობელს, მაშინ არ არს ძლევა მისი ქვეყნად და არ არს მისთვის მეგობარნი, გარეშე მისა. სწორედ ისინი არიან ცხად გზააბნევაში.
46:32 -
أَوَلَمْ يَرَوْا أَنَّ اللَّهَ الَّذِي خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَلَمْ يَعْيَ بِخَلْقِهِنَّ بِقَادِرٍ عَلَىٰ أَنْ يُحْيِيَ الْمَوْتَىٰ ۚ بَلَىٰ إِنَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
ნუთუ ვერ ხედავენ, რომ ალლაჰი იგია, რომელმაც გააჩინა ცანი და მიწა და არ დაღლილა მათი გაჩენისას, შემძლეა გააცოცხლოს მკვდრებიც? რა თქმა უნდა ძალუძს, რამეთუ იგი ყოვლისშემძლეა.
46:33 -
وَيَوْمَ يُعْرَضُ الَّذِينَ كَفَرُوا عَلَى النَّارِ أَلَيْسَ هَٰذَا بِالْحَقِّ ۖ قَالُوا بَلَىٰ وَرَبِّنَا ۚ قَالَ فَذُوقُوا الْعَذَابَ بِمَا كُنْتُمْ تَكْفُرُونَ
და იმ დღეს ცეცხლის წინ წარდგენილ იქნებიან ისინი, რომელთაც უარყვეს. (ეტყვის მათ): „განა ეს არ არის ჭეშმარიტება“? მიუგებენ: „დიახ, ვფიცავთ ჩვენს ღმერთს!“ ეტყვის: „მაშ, იგემეთ სასჯელი იმისთვის, რასაც უარყავდით თქვენ!“
46:34 -
فَاصْبِرْ كَمَا صَبَرَ أُولُو الْعَزْمِ مِنَ الرُّسُلِ وَلَا تَسْتَعْجِلْ لَهُمْ ۚ كَأَنَّهُمْ يَوْمَ يَرَوْنَ مَا يُوعَدُونَ لَمْ يَلْبَثُوا إِلَّا سَاعَةً مِنْ نَهَارٍ ۚ بَلَاغٌ ۚ فَهَلْ يُهْلَكُ إِلَّا الْقَوْمُ الْفَاسِقُونَ
მაშ, მოითმინე, როგორც მოითმინეს მტკიცე ნების მქონე შუამავლებმა და არ ითხოვო დაჩქარება მათთვის, რამეთუ იმ დღეს იხილავენ იმას, რაც აღთქმული ჰქონდათ, რომ მათ არ დაუყვიათ, გარდა დღის ერთი საათისა. (ეს ყურანი) ცნობარია. განა განადგურდება ვინმე, მეამბოხე ცოდვილი ხალხის გარდა?!
46:35
თარგმანი: რეზო მიქელაძე