მუსხაფი, გვერდი 505

  1. وَاذْكُرْ أَخَا عَادٍ إِذْ أَنْذَرَ قَوْمَهُ بِالْأَحْقَافِ وَقَدْ خَلَتِ النُّذُرُ مِنْ بَيْنِ يَدَيْهِ وَمِنْ خَلْفِهِ أَلَّا تَعْبُدُوا إِلَّا اللَّهَ إِنِّي أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ

    და გაიხსენე ადიელების ძმა. აკი, შეაგონა თავისი ხალხი აჰყაფიდან, როცა უკვე განვლეს შემგონებლებმა მის უწინ და მის შემდგომაც: „რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰის! უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო უდიდესი დღის სასჯელისა!“

    46:21
  2. قَالُوا أَجِئْتَنَا لِتَأْفِكَنَا عَنْ آلِهَتِنَا فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَا إِنْ كُنْتَ مِنَ الصَّادِقِينَ

    უთხრეს: „განა იმისთვის მოხვედი ჩვენთან, რომ დაგვაშორო ჩვენს ღვთაებებს? მაშ, გვაწიე იგი, გვექადნები რითაც, თუკი ხარ მართალი შენ!“

    46:22
  3. قَالَ إِنَّمَا الْعِلْمُ عِنْدَ اللَّهِ وَأُبَلِّغُكُمْ مَا أُرْسِلْتُ بِهِ وَلَٰكِنِّي أَرَاكُمْ قَوْمًا تَجْهَلُونَ

    უთხრა: „იმის ცოდნა მხოლოდ ალლაჰის წიაღშია, მე კი გამცნობ იმას, რითიც წარმოვიგზავნე. მაგრამ მე გთვლი თქვენ უმეცარ ხალხად!“

    46:23
  4. فَلَمَّا رَأَوْهُ عَارِضًا مُسْتَقْبِلَ أَوْدِيَتِهِمْ قَالُوا هَٰذَا عَارِضٌ مُمْطِرُنَا ۚ بَلْ هُوَ مَا اسْتَعْجَلْتُمْ بِهِ ۖ رِيحٌ فِيهَا عَذَابٌ أَلِيمٌ

    და როცა დაინახეს იგი ღრუბლის სახით, მიმართული თავიანთი ხეობისკენ, თქვეს: „ეს არის ღრუბელი, რომელიც წვიმას მოგვიტანს.“ არამც და არამც! იგი ისაა, რასაც აჩქარებდით: ქარი, რომელშიც სასჯელია მწარე.

    46:24
  5. تُدَمِّرُ كُلَّ شَيْءٍ بِأَمْرِ رَبِّهَا فَأَصْبَحُوا لَا يُرَىٰ إِلَّا مَسَاكِنُهُمْ ۚ كَذَٰلِكَ نَجْزِي الْقَوْمَ الْمُجْرِمِينَ

    გაანადგურებს ყველაფერს ბრძანებითა ღმერთისა თვისა. ამრიგად, დილით ყველაფერი უხილავი შეიქმნა, გარდა სახლთა მათთა. აი, ასე მივუზღავთ ცოდვილ ხალხს.

    46:25
  6. وَلَقَدْ مَكَّنَّاهُمْ فِيمَا إِنْ مَكَّنَّاكُمْ فِيهِ وَجَعَلْنَا لَهُمْ سَمْعًا وَأَبْصَارًا وَأَفْئِدَةً فَمَا أَغْنَىٰ عَنْهُمْ سَمْعُهُمْ وَلَا أَبْصَارُهُمْ وَلَا أَفْئِدَتُهُمْ مِنْ شَيْءٍ إِذْ كَانُوا يَجْحَدُونَ بِآيَاتِ اللَّهِ وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    და ვფიცავ, მათ მივეცით ისეთი ძალაუფლება დედამიწაზე, როგორიც თქვენთვისაც კი არ მოგვიცია. ვუბოძეთ მათ სმენა, მხედველობა და გული. თუმცაღა მაგათ არაფერში გამოადგათ მათი, სმენა, მხედველობა და გული. აკი, ისინი განზრახ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და გარს შემოერტყათ იგი, რასაც აბუჩად იგდებდნენ!

    46:26
  7. وَلَقَدْ أَهْلَكْنَا مَا حَوْلَكُمْ مِنَ الْقُرَىٰ وَصَرَّفْنَا الْآيَاتِ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ

    და ვფიცავ, ჩვენ გავანადგურეთ სოფელნი თქვენს ირგვლივ და ზედმიწევნით განვუმარტეთ აიათები, ეგების უკუმოქცეულიყვნენ!

    46:27
  8. فَلَوْلَا نَصَرَهُمُ الَّذِينَ اتَّخَذُوا مِنْ دُونِ اللَّهِ قُرْبَانًا آلِهَةً ۖ بَلْ ضَلُّوا عَنْهُمْ ۚ وَذَٰلِكَ إِفْكُهُمْ وَمَا كَانُوا يَفْتَرُونَ

    მაშინ რატომ არ შეეწივნენ ისინი, რომელნიც დაიდგინეს დასაახლოვებელ ღვთაებებად, მაგიერ ალლაჰისა? არა, მიიმალნენ ისინი მათგან. სწორედ ესაა, მათი სიცრუე და ის, რასაც თხზავდნენ!

    46:28

თარგმანი: რეზო მიქელაძე