მუსხაფი, გვერდი 504

  1. وَوَصَّيْنَا الْإِنْسَانَ بِوَالِدَيْهِ إِحْسَانًا ۖ حَمَلَتْهُ أُمُّهُ كُرْهًا وَوَضَعَتْهُ كُرْهًا ۖ وَحَمْلُهُ وَفِصَالُهُ ثَلَاثُونَ شَهْرًا ۚ حَتَّىٰ إِذَا بَلَغَ أَشُدَّهُ وَبَلَغَ أَرْبَعِينَ سَنَةً قَالَ رَبِّ أَوْزِعْنِي أَنْ أَشْكُرَ نِعْمَتَكَ الَّتِي أَنْعَمْتَ عَلَيَّ وَعَلَىٰ وَالِدَيَّ وَأَنْ أَعْمَلَ صَالِحًا تَرْضَاهُ وَأَصْلِحْ لِي فِي ذُرِّيَّتِي ۖ إِنِّي تُبْتُ إِلَيْكَ وَإِنِّي مِنَ الْمُسْلِمِينَ

    და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლების მიმართ. ატარა დედამ თავისმა გაჭირვება-გაჭირვებით, მოავლინა ქვეყანას ტანჯვით, ხოლო ფეხმძიმობა და ძუძუდან მოშორება ოცდაათ თვეს გრძელდება. ბოლოს როცა მიაღწევს სრულწლოვანებას და შეიქმნება ორმოცი წლის, იტყვის: „ღმერთო ჩემო! შთამაგონე, რომ მადლიერი ვიყო იმისთვის, რაც მიბოძე მე და ჩემს მშობლებს, და რომ ვჰქმნა კეთილი საქმე, რომელსაც მოიწონებ. და მომმადლე სიკეთე ჩემს შთამომავლობაში. უეჭველად, შენ გთხოვ შენდობას და უეჭველად, მე ერთ-ერთი მუსლიმთაგანი ვარ!

    46:15
  2. أُولَٰئِكَ الَّذِينَ نَتَقَبَّلُ عَنْهُمْ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا وَنَتَجَاوَزُ عَنْ سَيِّئَاتِهِمْ فِي أَصْحَابِ الْجَنَّةِ ۖ وَعْدَ الصِّدْقِ الَّذِي كَانُوا يُوعَدُونَ

    სწორედ ეგენი არიან სამოთხის ბინადარნი, რომელთაგანაც შევიწყნარებთ საუკეთესოს, რაც ჰქმნეს და მივუტევებთ თავიანთ სიავენთ, ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად, რომელიც აღეთქვათ.

    46:16
  3. وَالَّذِي قَالَ لِوَالِدَيْهِ أُفٍّ لَكُمَا أَتَعِدَانِنِي أَنْ أُخْرَجَ وَقَدْ خَلَتِ الْقُرُونُ مِنْ قَبْلِي وَهُمَا يَسْتَغِيثَانِ اللَّهَ وَيْلَكَ آمِنْ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ فَيَقُولُ مَا هَٰذَا إِلَّا أَسَاطِيرُ الْأَوَّلِينَ

    და რომელმაც უთხრა თავის მშობლებს: „ოჰ, თქვენ! განა მპირდებით, რომ მე აღმოვცენდები, როცა უკვე განვლეს ჩემამდე თაობებმა?“ ისინი შეწევნას შესთხოვენ ალლაჰს: „ვაი, შენ! ირწმუნე! უეჭველად, აღთქმა ალლაჰისა ჭეშმარიტია!“ მაშინ იტყვის: რაა ეს, თუ არა ლეგენდები ძველი ხალხისა!“

    46:17
  4. أُولَٰئِكَ الَّذِينَ حَقَّ عَلَيْهِمُ الْقَوْلُ فِي أُمَمٍ قَدْ خَلَتْ مِنْ قَبْلِهِمْ مِنَ الْجِنِّ وَالْإِنْسِ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا خَاسِرِينَ

    სწორედ ეგენი არიან, რომლებზეც განცხადდა სიტყვა და იმ ყველა თემზე, რომელთაც განვლეს მათ უწინ, ჯინთაგან და ადამიანთაგან. უეჭველად, ისინი აღმოჩდნენ წაგებულნი.

    46:18
  5. وَلِكُلٍّ دَرَجَاتٌ مِمَّا عَمِلُوا ۖ وَلِيُوَفِّيَهُمْ أَعْمَالَهُمْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    და ყველასთვისაა ხარისხები, რაც უკეთებიათ, რათა სრულად მიეგოთ მათ თავიანთი საქმეებისთვის და არ დაიჩაგრებიან ისინი.

    46:19
  6. وَيَوْمَ يُعْرَضُ الَّذِينَ كَفَرُوا عَلَى النَّارِ أَذْهَبْتُمْ طَيِّبَاتِكُمْ فِي حَيَاتِكُمُ الدُّنْيَا وَاسْتَمْتَعْتُمْ بِهَا فَالْيَوْمَ تُجْزَوْنَ عَذَابَ الْهُونِ بِمَا كُنْتُمْ تَسْتَكْبِرُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ وَبِمَا كُنْتُمْ تَفْسُقُونَ

    და იმ დღეს ცეცხლის წინ წარდგენილ იქნებიან ისინი, რომელთაც უარყვეს: „განა თქვენ არ გალიეთ თქვენი სიკეთენი ამიერ ცხოვრებაში და ისარგებლეთ იგი. მაშ, დღეს მოგეგებათ სასჯელი დამამცირებელი იმისთვის, რომ მედიდურობდით დედამიწაზე უსამართლოდ და იმისთვის, რომ იყავით მეამბოხენი.“

    46:20

თარგმანი: რეზო მიქელაძე