მუსხაფი, გვერდი 503
-
وَإِذَا حُشِرَ النَّاسُ كَانُوا لَهُمْ أَعْدَاءً وَكَانُوا بِعِبَادَتِهِمْ كَافِرِينَ
და როცა შეკრებილ იქნება ხალხი, ისინი შეიქმნებიან მათ მტრებად და შეიქმნებიან უარმყოფნი მათი თაყვანისცემისა.
46:6 -
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ قَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلْحَقِّ لَمَّا جَاءَهُمْ هَٰذَا سِحْرٌ مُبِينٌ
და როცა ეკითხებოდათ მათ ჩვენი ცხადი აიათები, თქვეს, რომელთაც უარყვეს ჭეშმარიტება, როცა მოევლინა მათ: „ეს ცხადი ჯადოქრობაა!“
46:7 -
أَمْ يَقُولُونَ افْتَرَاهُ ۖ قُلْ إِنِ افْتَرَيْتُهُ فَلَا تَمْلِكُونَ لِي مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۖ هُوَ أَعْلَمُ بِمَا تُفِيضُونَ فِيهِ ۖ كَفَىٰ بِهِ شَهِيدًا بَيْنِي وَبَيْنَكُمْ ۖ وَهُوَ الْغَفُورُ الرَّحِيمُ
ან ამბობენ: „იგი მან შეთხზაო.“ უთხარი: „თუ იგი შევთხზე მე, მაშინ თქვენ ვერ დამიცავთ ალლაჰისგან. იგი უკეთ უწყის იმას, რაშიც ხართ ჩაძირულნი. საკმარისია იგი მოწმედ ჩემსა და თქვენ შორის, რამეთუ იგი შემნდობია, მწყალობელია.
46:8 -
قُلْ مَا كُنْتُ بِدْعًا مِنَ الرُّسُلِ وَمَا أَدْرِي مَا يُفْعَلُ بِي وَلَا بِكُمْ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰ إِلَيَّ وَمَا أَنَا إِلَّا نَذِيرٌ مُبِينٌ
უთხარი: „მე არ ვყოფილვარ უპირველესი შუამავალთაგან და არ ვუწყი რა მომელის მე ან თქვენ. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზემომევლინა და მხოლოდ შემგონებელი ვარ ცხადი!
46:9 -
قُلْ أَرَأَيْتُمْ إِنْ كَانَ مِنْ عِنْدِ اللَّهِ وَكَفَرْتُمْ بِهِ وَشَهِدَ شَاهِدٌ مِنْ بَنِي إِسْرَائِيلَ عَلَىٰ مِثْلِهِ فَآمَنَ وَاسْتَكْبَرْتُمْ ۖ إِنَّ اللَّهَ لَا يَهْدِي الْقَوْمَ الظَّالِمِينَ
უთხარი: „რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი) არის ალლაჰის წიაღიდან და თქვენ უარყავით იგი, როცა ისრაილის ძეთაგან დაამოწმა მსგავსი მისი და ირწმუნა? თქვენ კი გამედიდურდით. უეჭველად, ალლაჰი ჭეშმარიტ გზას არ დაადგენს ცოდვილ ხალხს!
46:10 -
وَقَالَ الَّذِينَ كَفَرُوا لِلَّذِينَ آمَنُوا لَوْ كَانَ خَيْرًا مَا سَبَقُونَا إِلَيْهِ ۚ وَإِذْ لَمْ يَهْتَدُوا بِهِ فَسَيَقُولُونَ هَٰذَا إِفْكٌ قَدِيمٌ
უთხრეს ურწმუნონმა მორწმუნენს: „ეს რომ სიკეთე ყოფილიყო, ჩვენ ვერავინ გაგვასწრებდა მისადმი (რწმენისკენ).“ და რადგან ვერ ჰპოვეს მისით ჭეშმარიტება, ამიტომაც იტყვიან: „ეს ძველი შენათხზიაო.“
46:11 -
وَمِنْ قَبْلِهِ كِتَابُ مُوسَىٰ إِمَامًا وَرَحْمَةً ۚ وَهَٰذَا كِتَابٌ مُصَدِّقٌ لِسَانًا عَرَبِيًّا لِيُنْذِرَ الَّذِينَ ظَلَمُوا وَبُشْرَىٰ لِلْمُحْسِنِينَ
და მის წინ მუსას წიგნი წინამძღოლად და წყალობად. და ეს წიგნი დამადასტურებლად არაბულ ენაზე, რათა შეაგონო ისინი, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს და ხარებად კეთილისმქმნელთათვის.
46:12 -
إِنَّ الَّذِينَ قَالُوا رَبُّنَا اللَّهُ ثُمَّ اسْتَقَامُوا فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ
უეჭველად, რომელთაც თქვეს: „ღმერთი ჩვენი ალლაჰია“ მერე კი იყვნენ მტკიცენი, არცა შიში ექნეთ და არცა სადარდებელი.
46:13 -
أُولَٰئِكَ أَصْحَابُ الْجَنَّةِ خَالِدِينَ فِيهَا جَزَاءً بِمَا كَانُوا يَعْمَلُونَ
სწორედ, ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ, საზღაურად იმისა, რასაც სჩადიოდნენ.
46:14
თარგმანი: რეზო მიქელაძე