მუსხაფი, გვერდი 502

  1. وَبَدَا لَهُمْ سَيِّئَاتُ مَا عَمِلُوا وَحَاقَ بِهِمْ مَا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ

    და გამომჟღავნდება მათთვის სიავენი, რაც ჩაიდინეს. ხოლო ის, რასაც დასცინოდნენ, გარსშემოერტყმის მათ.

    45:33
  2. وَقِيلَ الْيَوْمَ نَنْسَاكُمْ كَمَا نَسِيتُمْ لِقَاءَ يَوْمِكُمْ هَٰذَا وَمَأْوَاكُمُ النَّارُ وَمَا لَكُمْ مِنْ نَاصِرِينَ

    და ებრძანა: „დღეს დაგივიწყებთ ისევე, როგორც დაივიწყეთ შეხვედრა თქვენს დღესთან. თქვენი სადგომი იქნება ცეცხლი და არ გეყოლებათ მეოხე!“

    45:34
  3. ذَٰلِكُمْ بِأَنَّكُمُ اتَّخَذْتُمْ آيَاتِ اللَّهِ هُزُوًا وَغَرَّتْكُمُ الْحَيَاةُ الدُّنْيَا ۚ فَالْيَوْمَ لَا يُخْرَجُونَ مِنْهَا وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ

    ეს იმიტომ, რომ ალლაჰის აიათები დაიდგინეთ სამასხროდ და გაცდუნათ ამქვეყნიურმა ცხოვრებამ. მაშ, დღეს იქიდან ვერ შეძლებენ თავის დაღწევას და არც სინანული მიიღება მათი.

    45:35
  4. فَلِلَّهِ الْحَمْدُ رَبِّ السَّمَاوَاتِ وَرَبِّ الْأَرْضِ رَبِّ الْعَالَمِينَ

    მაშ, ქება-დიდება ალლაჰს ეკუთვნის, ღმერთს ცათა და ღმერთს ქვეყნისა, ღმერთს სამყაროთა!

    45:36
  5. وَلَهُ الْكِبْرِيَاءُ فِي السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۖ وَهُوَ الْعَزِيزُ الْحَكِيمُ

    და მას ეკუთვნის განდიდებანი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. და იგი ძლევამოსილია, ბრძენია!

    45:37
  6. حم

    ჰა. მიმ.

    46:1
  7. تَنْزِيلُ الْكِتَابِ مِنَ اللَّهِ الْعَزِيزِ الْحَكِيمِ

    ზემოვლინებულია ეს წიგნი ალლაჰის მიერ, ძლევამოსილისა, ბრძენისა.

    46:2
  8. مَا خَلَقْنَا السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا إِلَّا بِالْحَقِّ وَأَجَلٍ مُسَمًّى ۚ وَالَّذِينَ كَفَرُوا عَمَّا أُنْذِرُوا مُعْرِضُونَ

    არ გაგვიჩენია ჩვენ ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის და მხოლოდ განსაზღრული ვადით. ხოლო რომელთაც უარყვეს, ზურგს აქცევენ იმას, რითიც შეაგონეს.

    46:3
  9. قُلْ أَرَأَيْتُمْ مَا تَدْعُونَ مِنْ دُونِ اللَّهِ أَرُونِي مَاذَا خَلَقُوا مِنَ الْأَرْضِ أَمْ لَهُمْ شِرْكٌ فِي السَّمَاوَاتِ ۖ ائْتُونِي بِكِتَابٍ مِنْ قَبْلِ هَٰذَا أَوْ أَثَارَةٍ مِنْ عِلْمٍ إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ

    უთხარი: „შეხედეთ ერთი, რას მოუხმობთ მაგიერ ალლაჰისა? მაჩვენეთ მიწის რა ნაწილი გააჩინეს მათ? თუ მათთვის ერთგვარი წილხვედრაა ცათა? თუკი თქვენ ხართ მართალნი, მომიტანეთ წიგნი ან ცოდნის რაიმე კვალი წინამდებარე ამისა.“

    46:4
  10. وَمَنْ أَضَلُّ مِمَّنْ يَدْعُو مِنْ دُونِ اللَّهِ مَنْ لَا يَسْتَجِيبُ لَهُ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ وَهُمْ عَنْ دُعَائِهِمْ غَافِلُونَ

    და ვინ შეიძლება იყოს იმაზე მეტ გზააბნევაში, ვინც მოუხმობს ალლაჰის გარდა სხვას, ვინც ვერ შეისმენს მათსას აღდგომის დღემდე და ისინი უგულისყურონი არიან მათი ვედრების მიმართ.

    46:5

თარგმანი: რეზო მიქელაძე