მუსხაფი, გვერდი 501
-
أَفَرَأَيْتَ مَنِ اتَّخَذَ إِلَٰهَهُ هَوَاهُ وَأَضَلَّهُ اللَّهُ عَلَىٰ عِلْمٍ وَخَتَمَ عَلَىٰ سَمْعِهِ وَقَلْبِهِ وَجَعَلَ عَلَىٰ بَصَرِهِ غِشَاوَةً فَمَنْ يَهْدِيهِ مِنْ بَعْدِ اللَّهِ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ
განა არ გინახავს ის, ვინც დაიდგინა ღვთაებად თავისი ვნება? ცოდნის მიუხედავად აცდუნა ალლაჰმა იგი, და დაასვა ბეჭედი თვისა სასმენელსა ზედა და თვისა გულსა და დაუდგინა თვალსა საფარველი. მაშ, ვინღა დაადგენს მას ჭეშმარიტ გზაზე შემდგომ ალლაჰისა? ნუთუ არღა დაფიქრდებით?!
45:23 -
وَقَالُوا مَا هِيَ إِلَّا حَيَاتُنَا الدُّنْيَا نَمُوتُ وَنَحْيَا وَمَا يُهْلِكُنَا إِلَّا الدَّهْرُ ۚ وَمَا لَهُمْ بِذَٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَظُنُّونَ
და თქვეს: „იგი მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებაა. ვკვდებით და ვცოცხლობთ, რამეთუ არაფერი დაგვღუპავს ჩვენ, გარდა დროისა.“ ამის თაობაზე მათ არანაირი ცოდნა არ გააჩნიათ. ისინი მხოლოდ ვარაუდობენ.
45:24 -
وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ آيَاتُنَا بَيِّنَاتٍ مَا كَانَ حُجَّتَهُمْ إِلَّا أَنْ قَالُوا ائْتُوا بِآبَائِنَا إِنْ كُنْتُمْ صَادِقِينَ
და როცა მათ ჩვენი აიათები აშკარა სასწაულებად ეკითხებოდათ, არაფერი იყო მათი მოთხოვნა, გარდა იმისა, რაც თქვეს: „მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუკი თქვენ ხართ მართალნი!“
45:25 -
قُلِ اللَّهُ يُحْيِيكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يَجْمَعُكُمْ إِلَىٰ يَوْمِ الْقِيَامَةِ لَا رَيْبَ فِيهِ وَلَٰكِنَّ أَكْثَرَ النَّاسِ لَا يَعْلَمُونَ
უთხარი: „ალლაჰი გაცოცხლებთ, მერე მოგაკვდინებთ, მერე შეგკრებთ აღდგომის დღისთვის, რომელშიც არ არსებობს ეჭვი.“ მაგრამ არ უწყის ხალხის უმეტესობამ.
45:26 -
وَلِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ وَيَوْمَ تَقُومُ السَّاعَةُ يَوْمَئِذٍ يَخْسَرُ الْمُبْطِلُونَ
ცათა და დედამიწის ბატონობა ალლაჰს ეკუთვნის. და დღეს, როცა დადგება ჟამი, იმ დღეს ამაოს მქმნელნი წააგებენ.
45:27 -
وَتَرَىٰ كُلَّ أُمَّةٍ جَاثِيَةً ۚ كُلُّ أُمَّةٍ تُدْعَىٰ إِلَىٰ كِتَابِهَا الْيَوْمَ تُجْزَوْنَ مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
და შენ იხილავ ყოველ თემს მუხლმოყრილს. ყოველი თემი მიხმობილ იქნება თავის წიგნთან: „დღეს მოგეზღვებათ იმისთვის, რასაც სჩადიოდით.“
45:28 -
هَٰذَا كِتَابُنَا يَنْطِقُ عَلَيْكُمْ بِالْحَقِّ ۚ إِنَّا كُنَّا نَسْتَنْسِخُ مَا كُنْتُمْ تَعْمَلُونَ
სწორედ ეს ჩვენი წიგნი ამეტყველდება თქვენს წინააღმდეგ ჭეშმარიტებით, რამეთუ ჩვენ აღვნუსხავდით იმას, რასაც სჩადიოდით.
45:29 -
فَأَمَّا الَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ فَيُدْخِلُهُمْ رَبُّهُمْ فِي رَحْمَتِهِ ۚ ذَٰلِكَ هُوَ الْفَوْزُ الْمُبِينُ
ხოლო იმათ, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი, ღმერთი მათი შეიყვანს თავისივე წყალობაში. სწორედ ეს არის აშკარა ნეტარება.
45:30 -
وَأَمَّا الَّذِينَ كَفَرُوا أَفَلَمْ تَكُنْ آيَاتِي تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ فَاسْتَكْبَرْتُمْ وَكُنْتُمْ قَوْمًا مُجْرِمِينَ
ხოლო რაც შეეხება იმათ, რომელთაც უარყვეს, (ებრძანებათ): „განა არ გეკითხებოდათ ჩემი აიათები? მაშინ თქვენ გამედიდურდით და გარდაიქეცით ცოდვილ ხალხად.
45:31 -
وَإِذَا قِيلَ إِنَّ وَعْدَ اللَّهِ حَقٌّ وَالسَّاعَةُ لَا رَيْبَ فِيهَا قُلْتُمْ مَا نَدْرِي مَا السَّاعَةُ إِنْ نَظُنُّ إِلَّا ظَنًّا وَمَا نَحْنُ بِمُسْتَيْقِنِينَ
და როცა გემცნოთ: „უეჭველად, აღთქმა ალლაჰისა ჟამი ჭეშმარიტია, რომელშიც არ არსებობს ეჭვი“, თქვენ მიუგეთ: „არ ვიცით რა არის ჟამი. ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. და არ ვართ დარწმუნებულნი!“
45:32
თარგმანი: რეზო მიქელაძე