მუსხაფი, გვერდი 500

  1. قُلْ لِلَّذِينَ آمَنُوا يَغْفِرُوا لِلَّذِينَ لَا يَرْجُونَ أَيَّامَ اللَّهِ لِيَجْزِيَ قَوْمًا بِمَا كَانُوا يَكْسِبُونَ

    უთხარი მათ, რომელთაც ირწმუნეს, მიუტევონ იმათ, რომელნიც არ იმედოვნებენ ალლაჰის დღეთა, როცა მიეზღოს უნდა ხალხს იმის გამო, რაც მოიხვეჭეს.

    45:14
  2. مَنْ عَمِلَ صَالِحًا فَلِنَفْسِهِ ۖ وَمَنْ أَسَاءَ فَعَلَيْهَا ۖ ثُمَّ إِلَىٰ رَبِّكُمْ تُرْجَعُونَ

    ვინც ჰქმნა სიკეთე, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ჰქმნა ავი, იგი თავის საზიანოდაა. მერე კი თქვენს ღმერთთან იქნებით მიბრუნებულნი!

    45:15
  3. وَلَقَدْ آتَيْنَا بَنِي إِسْرَائِيلَ الْكِتَابَ وَالْحُكْمَ وَالنُّبُوَّةَ وَرَزَقْنَاهُمْ مِنَ الطَّيِّبَاتِ وَفَضَّلْنَاهُمْ عَلَى الْعَالَمِينَ

    და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ ისრაილის ძეთ წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა, სარჩოდ ვუბოძეთ სიკეთეთაგან და (ერთ დროს) გყავით რჩეულნი სამყაროსა ზედა.

    45:16
  4. وَآتَيْنَاهُمْ بَيِّنَاتٍ مِنَ الْأَمْرِ ۖ فَمَا اخْتَلَفُوا إِلَّا مِنْ بَعْدِ مَا جَاءَهُمُ الْعِلْمُ بَغْيًا بَيْنَهُمْ ۚ إِنَّ رَبَّكَ يَقْضِي بَيْنَهُمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ فِيمَا كَانُوا فِيهِ يَخْتَلِفُونَ

    ჩვენ ვუბოძეთ მათ ცხადი ცნობარი ბრძანებისაგან. და არ ჰქონიათ უთანხმოება, ვიდრე ცოდნა არ ებოძათ, რის შემდეგაც ზღვარს გადავიდნენ. უეჭველად, აღდგომის დღეს შენი ღმერთი განსჯის მათ შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდნენ!

    45:17
  5. ثُمَّ جَعَلْنَاكَ عَلَىٰ شَرِيعَةٍ مِنَ الْأَمْرِ فَاتَّبِعْهَا وَلَا تَتَّبِعْ أَهْوَاءَ الَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ

    მერე ჩვენ დაგადგინეთ შენ გზაზე ბრძანებიდან. მაშ, მისდიე მას და არ აჰყვე სურვილებს იმათსას, რომელნიც არ უწყიან.

    45:18
  6. إِنَّهُمْ لَنْ يُغْنُوا عَنْكَ مِنَ اللَّهِ شَيْئًا ۚ وَإِنَّ الظَّالِمِينَ بَعْضُهُمْ أَوْلِيَاءُ بَعْضٍ ۖ وَاللَّهُ وَلِيُّ الْمُتَّقِينَ

    უეჭველად, ისინი ვერაფერს შეგეწევიან ალლაჰის წინაშე. უეჭველად, უსამართლონი ერთურთის შემწენი არიან, ხოლო ალლაჰი შემწეა ღვთისმოშიშთა.

    45:19
  7. هَٰذَا بَصَائِرُ لِلنَّاسِ وَهُدًى وَرَحْمَةٌ لِقَوْمٍ يُوقِنُونَ

    ესაა ცხადი მტკიცებულება ხალხთათვის, ჭეშმარიტ გზად და წყალობად, ვინც ჭეშმარიტების შეცნობას ელტვოდა.

    45:20
  8. أَمْ حَسِبَ الَّذِينَ اجْتَرَحُوا السَّيِّئَاتِ أَنْ نَجْعَلَهُمْ كَالَّذِينَ آمَنُوا وَعَمِلُوا الصَّالِحَاتِ سَوَاءً مَحْيَاهُمْ وَمَمَاتُهُمْ ۚ سَاءَ مَا يَحْكُمُونَ

    ნუთუ ჰგონიათ, რომელთაც ჩაიდინეს სიავენი, რომ დავადგენთ მათ იმათ მსგავსად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი და მათი სიცოცხლე და სიკვდილი თანასწორი იქნება? და რა საზიზღარია მათი განაჩენი!

    45:21
  9. وَخَلَقَ اللَّهُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ بِالْحَقِّ وَلِتُجْزَىٰ كُلُّ نَفْسٍ بِمَا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ

    და გააჩინა ალლაჰმა ცანი და მიწა ჭეშმარიტებით, რათა მიეზღოს ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ დაიჩაგრებიან ისინი.

    45:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე