მუსხაფი, გვერდი 489
-
وَكَذَٰلِكَ أَوْحَيْنَا إِلَيْكَ رُوحًا مِنْ أَمْرِنَا ۚ مَا كُنْتَ تَدْرِي مَا الْكِتَابُ وَلَا الْإِيمَانُ وَلَٰكِنْ جَعَلْنَاهُ نُورًا نَهْدِي بِهِ مَنْ نَشَاءُ مِنْ عِبَادِنَا ۚ وَإِنَّكَ لَتَهْدِي إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ
და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი ნათელად. დავადგენთ მისით ჭეშმარიტ გზას, ვინებებთ ვისაც, რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.
42:52 -
صِرَاطِ اللَّهِ الَّذِي لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ أَلَا إِلَى اللَّهِ تَصِيرُ الْأُمُورُ
იგია გზა ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. განა ალლაჰს არ უბრუნდებიან საქმენი?!
42:53 -
حم
ჰა. მიმ.
43:1 -
وَالْكِتَابِ الْمُبِينِ
ვფიცავ, ცხად წიგნს!
43:2 -
إِنَّا جَعَلْنَاهُ قُرْآنًا عَرَبِيًّا لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ
უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ იგი არაბულ ყურანად, ეგების მოუხმოთ გონებას!
43:3 -
وَإِنَّهُ فِي أُمِّ الْكِتَابِ لَدَيْنَا لَعَلِيٌّ حَكِيمٌ
და უეჭველად, იგი დედა წიგნშია ჩვენთან. უთუოდ, უბრწყინვალესია, სიბრძნის განმცხადებელია.
43:4 -
أَفَنَضْرِبُ عَنْكُمُ الذِّكْرَ صَفْحًا أَنْ كُنْتُمْ قَوْمًا مُسْرِفِينَ
განა შევწყვეტთ და შევაკავებთ შეხსენებას თქვენთვის იმის გამო, რომ თქვენ გარდაიქეცით ზღვარგადასულ ხალხად?
43:5 -
وَكَمْ أَرْسَلْنَا مِنْ نَبِيٍّ فِي الْأَوَّلِينَ
და რამდენი წარმოვგზავნეთ შუამავალთაგან აწგარდასულებში!
43:6 -
وَمَا يَأْتِيهِمْ مِنْ نَبِيٍّ إِلَّا كَانُوا بِهِ يَسْتَهْزِئُونَ
და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ არ დაეცინათ მისთვის.
43:7 -
فَأَهْلَكْنَا أَشَدَّ مِنْهُمْ بَطْشًا وَمَضَىٰ مَثَلُ الْأَوَّلِينَ
მაშინ დავღუპეთ ისინიც, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ, რამეთუ განვლო აწგარდასულთა მაგალითმა.
43:8 -
وَلَئِنْ سَأَلْتَهُمْ مَنْ خَلَقَ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضَ لَيَقُولُنَّ خَلَقَهُنَّ الْعَزِيزُ الْعَلِيمُ
და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა? უთუოდ, გიპასუხებენ: გააჩინა ისინი ძლევამოსილმა, ბრძენმა“.
43:9 -
الَّذِي جَعَلَ لَكُمُ الْأَرْضَ مَهْدًا وَجَعَلَ لَكُمْ فِيهَا سُبُلًا لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ
რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცელად და დაადგინა მასზე თქვენთვის გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.
43:10
თარგმანი: რეზო მიქელაძე