მუსხაფი, გვერდი 490

  1. وَالَّذِي نَزَّلَ مِنَ السَّمَاءِ مَاءً بِقَدَرٍ فَأَنْشَرْنَا بِهِ بَلْدَةً مَيْتًا ۚ كَذَٰلِكَ تُخْرَجُونَ

    და რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად. ამგვარად, მისით გავაცოცხლეთ მკვდარი მიწა. სწორედ ასე აღმოცენდებით!

    43:11
  2. وَالَّذِي خَلَقَ الْأَزْوَاجَ كُلَّهَا وَجَعَلَ لَكُمْ مِنَ الْفُلْكِ وَالْأَنْعَامِ مَا تَرْكَبُونَ

    რომელმაც გააჩინა ყველაფერი წყვილად და დაადგინა თქვენთვის ხომალდთაგან და საქონელთაგან, რაზეც სხდებით,

    43:12
  3. لِتَسْتَوُوا عَلَىٰ ظُهُورِهِ ثُمَّ تَذْكُرُوا نِعْمَةَ رَبِّكُمْ إِذَا اسْتَوَيْتُمْ عَلَيْهِ وَتَقُولُوا سُبْحَانَ الَّذِي سَخَّرَ لَنَا هَٰذَا وَمَا كُنَّا لَهُ مُقْرِنِينَ

    რათა მოთავსდეთ მათ ზურგზე. მერე გაიხსენოთ წყალობა თქვენი ღმერთის, როცა მოთავსდებით მასზე და თქვათ: „დიდება მას, რომელმაც ჩვენს განკარგულებაში მოგვცა ეს, რამეთუ ჩვენ ვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას.

    43:13
  4. وَإِنَّا إِلَىٰ رَبِّنَا لَمُنْقَلِبُونَ

    და უეჭველად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით!

    43:14
  5. وَجَعَلُوا لَهُ مِنْ عِبَادِهِ جُزْءًا ۚ إِنَّ الْإِنْسَانَ لَكَفُورٌ مُبِينٌ

    და დაადგინეს მის ნაწილად მისივე მსახურთაგან. უეჭველად, ადამიანი აშკარა უმადურია!

    43:15
  6. أَمِ اتَّخَذَ مِمَّا يَخْلُقُ بَنَاتٍ وَأَصْفَاكُمْ بِالْبَنِينَ

    ნუთუ მან გაჩენილთაგან ასულები დაიდგინა და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ?

    43:16
  7. وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُمْ بِمَا ضَرَبَ لِلرَّحْمَٰنِ مَثَلًا ظَلَّ وَجْهُهُ مُسْوَدًّا وَهُوَ كَظِيمٌ

    და როცა ახარებენ რომელიმე მათგანს იმას, რასაც ისინი მოწყალეს მიაწერენ, დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო.

    43:17
  8. أَوَمَنْ يُنَشَّأُ فِي الْحِلْيَةِ وَهُوَ فِي الْخِصَامِ غَيْرُ مُبِينٍ

    ნუთუ ვინც იზრდება სინაზეში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში?

    43:18
  9. وَجَعَلُوا الْمَلَائِكَةَ الَّذِينَ هُمْ عِبَادُ الرَّحْمَٰنِ إِنَاثًا ۚ أَشَهِدُوا خَلْقَهُمْ ۚ سَتُكْتَبُ شَهَادَتُهُمْ وَيُسْأَلُونَ

    და დაადგინეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა, მდედრებად. განა მოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან.

    43:19
  10. وَقَالُوا لَوْ شَاءَ الرَّحْمَٰنُ مَا عَبَدْنَاهُمْ ۗ مَا لَهُمْ بِذَٰلِكَ مِنْ عِلْمٍ ۖ إِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ

    და თქვეს: „რომ ენება მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით იმათ.“ მათ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე. ისინი მხოლოდ სიცრუეს თხზავენ.

    43:20
  11. أَمْ آتَيْنَاهُمْ كِتَابًا مِنْ قَبْلِهِ فَهُمْ بِهِ مُسْتَمْسِكُونَ

    ნუთუ ვუბოძეთ მათ მასზე წინ წიგნი, რაზეც ისინი არიან ჩაჭიდებულნი?

    43:21
  12. بَلْ قَالُوا إِنَّا وَجَدْنَا آبَاءَنَا عَلَىٰ أُمَّةٍ وَإِنَّا عَلَىٰ آثَارِهِمْ مُهْتَدُونَ

    არამც და არამც! მათ თქვეს: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და ჭეშმარიტად მათ კვალზე ვადგავართ.“

    43:22

თარგმანი: რეზო მიქელაძე