სურა 42 შურა

  1. وَلَمَنِ انْتَصَرَ بَعْدَ ظُلْمِهِ فَأُولَٰئِكَ مَا عَلَيْهِمْ مِنْ سَبِيلٍ

    უსათუოა, რომ უსამართლობის შემდეგ ვინც ღირსება და უფლება დაიცვა, აი მათზე არ არის არანაირი პასუხისმგებლობა.

    42:41
  2. إِنَّمَا السَّبِيلُ عَلَى الَّذِينَ يَظْلِمُونَ النَّاسَ وَيَبْغُونَ فِي الْأَرْضِ بِغَيْرِ الْحَقِّ ۚ أُولَٰئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ

    მაგრამ პასუხისმგებლობა იმათზეა, რომელნიც უსამართლოდ ექცევიან ხალხს და უსამართლოდ აღვირახსნილობენ დედამიწაზე. სწორედ მათთვისაა მწარე სასჯელი!

    42:42
  3. وَلَمَنْ صَبَرَ وَغَفَرَ إِنَّ ذَٰلِكَ لَمِنْ عَزْمِ الْأُمُورِ

    და უთუოდ, ვინც მოითმენს და აპატიებს, სწორედ ეს ფასდაუდებელ საქმეთაგანია.

    42:43
  4. وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ وَلِيٍّ مِنْ بَعْدِهِ ۗ وَتَرَى الظَّالِمِينَ لَمَّا رَأَوُا الْعَذَابَ يَقُولُونَ هَلْ إِلَىٰ مَرَدٍّ مِنْ سَبِيلٍ

    და ალლაჰი ვისაც ცდომილებაში დატოვებს, უკვე აღარ მოეძებნება ამის შემდგომ შემწე. და როცა იხილავენ სასჯელს, დაინახავ უსამართლოებს, რომლებიც იტყვიან: „განა არ არის დასაბრუნებლად გზა?“

    42:44
  5. وَتَرَاهُمْ يُعْرَضُونَ عَلَيْهَا خَاشِعِينَ مِنَ الذُّلِّ يَنْظُرُونَ مِنْ طَرْفٍ خَفِيٍّ ۗ وَقَالَ الَّذِينَ آمَنُوا إِنَّ الْخَاسِرِينَ الَّذِينَ خَسِرُوا أَنْفُسَهُمْ وَأَهْلِيهِمْ يَوْمَ الْقِيَامَةِ ۗ أَلَا إِنَّ الظَّالِمِينَ فِي عَذَابٍ مُقِيمٍ

    და დაინახავ მათ, როცა მასთან წარდგენილ იქნებიან, დამცირებისგან შეშინებულნი ქვეშ-ქვეშ იყურებიან. და თქვეს, რომელთაც ირწმუნეს: „უეჭველად, წაგებულნი არიან ისინი, რომელთაც წააგეს საკუთარი თავი და ოჯახი აღდგომის დღეს“. იცოდეთ, რომ უეჭველად, უსამართლონი აღმოჩნდებიან დაუსრულებელ ტანჯვაში.

    42:45
  6. وَمَا كَانَ لَهُمْ مِنْ أَوْلِيَاءَ يَنْصُرُونَهُمْ مِنْ دُونِ اللَّهِ ۗ وَمَنْ يُضْلِلِ اللَّهُ فَمَا لَهُ مِنْ سَبِيلٍ

    და არ იქნება მათთვის მოყვასი, რომელიც შეეწევა მათ, გარდა ალლაჰისა. და ვისაც გზა აუბნია ალლაჰმა, არ მოეძებნება მას გზა.

    42:46
  7. اسْتَجِيبُوا لِرَبِّكُمْ مِنْ قَبْلِ أَنْ يَأْتِيَ يَوْمٌ لَا مَرَدَّ لَهُ مِنَ اللَّهِ ۚ مَا لَكُمْ مِنْ مَلْجَإٍ يَوْمَئِذٍ وَمَا لَكُمْ مِنْ نَكِيرٍ

    შეისმინეთ თქვენი ღმერთის, ვიდრე დადგებოდეს დღე, რომლის ალლაჰისგან უკან გაბრუნება არავის შეუძლია. იმ დღეს არ იქნება თქვენთვის თავშესაფარი და არ იქნება თქვენთვის უარყოფა.

    42:47
  8. فَإِنْ أَعْرَضُوا فَمَا أَرْسَلْنَاكَ عَلَيْهِمْ حَفِيظًا ۖ إِنْ عَلَيْكَ إِلَّا الْبَلَاغُ ۗ وَإِنَّا إِذَا أَذَقْنَا الْإِنْسَانَ مِنَّا رَحْمَةً فَرِحَ بِهَا ۖ وَإِنْ تُصِبْهُمْ سَيِّئَةٌ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ فَإِنَّ الْإِنْسَانَ كَفُورٌ

    და თუ კიდევ ზურგს იქცევენ, ჩვენ ხომ არ წარგვიგზავნიხარ მათდა გუშაგად, რამეთუ შენზე ვალად მხოლოდ უწყების გადაცემაა. და უეჭველად, ჩვენ როცა ვაგემებთ კაცს ჩვენგან წყალობას, ხარობს მისით და თუ ვაწევთ მას სიავეს იმის გამო, რაც წაიმძღვარეს მათმა ხელებმა, მაშინ, უეჭველად, ადამიანი სავსებით უმადური ხდება.

    42:48
  9. لِلَّهِ مُلْكُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ يَخْلُقُ مَا يَشَاءُ ۚ يَهَبُ لِمَنْ يَشَاءُ إِنَاثًا وَيَهَبُ لِمَنْ يَشَاءُ الذُّكُورَ

    ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნის. აჩენს, ინებებს რასაც; სჩუქნის ასულებს, ინებებს ვისაც და სჩუქნის ძეებს, ინებებს ვისაც;

    42:49
  10. أَوْ يُزَوِّجُهُمْ ذُكْرَانًا وَإِنَاثًا ۖ وَيَجْعَلُ مَنْ يَشَاءُ عَقِيمًا ۚ إِنَّهُ عَلِيمٌ قَدِيرٌ

    ან ადგენს მათ წყვილებად, მამრებად და მდედრებად. ხოლო ადგენს უნაყოფოდ, ინებებს ვისაც. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა!

    42:50
  11. وَمَا كَانَ لِبَشَرٍ أَنْ يُكَلِّمَهُ اللَّهُ إِلَّا وَحْيًا أَوْ مِنْ وَرَاءِ حِجَابٍ أَوْ يُرْسِلَ رَسُولًا فَيُوحِيَ بِإِذْنِهِ مَا يَشَاءُ ۚ إِنَّهُ عَلِيٌّ حَكِيمٌ

    და არ ყოფილა ადამიანისთვის, რომ დალაპარაკებოდა მას ალლაჰი, თუ არა ზეშთაგონებად ან საფარველის მიღმა, ან წარმოგზავნის შუამავალს, და მაშინ ზეშთააგონებს მისი ნებით. უეჭველად, იგი უზენაესია, ბრძენია.

    42:51
  12. وَكَذَٰلِكَ أَوْحَيْنَا إِلَيْكَ رُوحًا مِنْ أَمْرِنَا ۚ مَا كُنْتَ تَدْرِي مَا الْكِتَابُ وَلَا الْإِيمَانُ وَلَٰكِنْ جَعَلْنَاهُ نُورًا نَهْدِي بِهِ مَنْ نَشَاءُ مِنْ عِبَادِنَا ۚ وَإِنَّكَ لَتَهْدِي إِلَىٰ صِرَاطٍ مُسْتَقِيمٍ

    და სწორედ ამგვარად ზეშთაგაგონეთ შენ სული ჩვენი ბრძანებისგან. არ იცოდი შენ რა არის წიგნი და არც რწმენა. მაგრამ ჩვენ დავადგინეთ იგი ნათელად. დავადგენთ მისით ჭეშმარიტ გზას, ვინებებთ ვისაც, რამეთუ, უეჭველად, შენ უწინამძღვრებ ჭეშმარიტი გზისკენ.

    42:52
  13. صِرَاطِ اللَّهِ الَّذِي لَهُ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ أَلَا إِلَى اللَّهِ تَصِيرُ الْأُمُورُ

    იგია გზა ალლაჰისა, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის. განა ალლაჰს არ უბრუნდებიან საქმენი?!

    42:53

თარგმანი: რეზო მიქელაძე